თამაშგარე

14:39 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

37 მანეთი, მუნდიალი, რუსი ქალები

რუსეთის შესახებ ან ძალიან ბევრი უნდა დაწერო, ან საერთოდ არაფერი. ხოლო თუკი მაინცადამაინც მოგთხოვეს, ამ ქვეყანაზე რამე თქვიო, საუკეთესო გამოსავალი იქნება, რუს ქალებზე ისაუბრო და ისიც მხოლოდ მაშინ, თუკი თავის დროზე 37 მანეთიან საავიაციო ფრენებს არ მოსწრებიხარ.

გერმანელი სოციოლოგების კვლევამ დაადასტურა ისედაც ყველასთვის ცნობილი ფაქტი, რომ 2018 წელს რუსეთის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩასვლის მსურველი გულშემატკივრები ფეხბურთის გარდა ინტერესს მხოლოდ და მხოლოდ რუს ასულებთან ხვანცალზე გამოთქვამენ და მათთვის წმინდა წყლის ტურისტული მიზნებით რუსეთი უინტერესოა.

სხვათა შორის, სოჭის ოლიმპიადის დროსაც ნათლად გამოჩნდა, რომ კავკასიაში ჩამოსული სპორტის მამრი ქომაგები რუსი ქალებით დიდ დაინტერესებას გამოთქვამდნენ და კულტურულ-შემეცნებითი ტურები საერთოდ არ აინტერესებდათ. მართლაც რომ ძალიან რთულია არ დაეთანხმო იმ ადამიანებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117569