თამაშგარე

11:57 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მრავალმხრივი  ნიკოლ მინეტი

იტალიელი ტელეწამყვანი, პოლიტიკოსი, მოდელი, საკრებულოს ყოფილი წევრი და საფეხბურთო კლუბ “მილანის“ გულდათუთქული ქომაგი, ნიკოლ (მოგვიტევეთ და) მინეტი ერთ-ერთი მათთაგანია, რომელიც ცხოვრებას არასოდეს ეპუება და რაც არ უნდა ჩავარდნა ქონდეს, ისე კოხტად წამოიმართება - თქვენი მოწონებული!

ნიკოლი წარმოშობით ქალაქ რიმინიდანაა და როდესაც მინეტების დიადი გვარი იკრიბება, მას ყველა განსაკუთრებულად ლოცავს, რადგან ეს ამოდენა ხელობებისა და პროფესიების მქონე დიდებული გვარის წარმომადგენელი ქალბატონი, სილვიო ბერლუსკონის ზეობის დროს ნათესავების გვერდით იდგა და სადაც კი მსუყე თანამდებობა იყო, მისი გამოისობით ყველგან მინეტი გუგუნებდა და ყელყელაობდა.

სხვათა შორის, მიუხედავად ამოდენა ხელობებისა და საქმეთა მრავალპროფილურობისა, ნიკოლა მინეტი თურმე ხელობით გრამატიკის სპეციალისტი და სტომატოლოგი ყოფილა. თუმცა, რა გასაკვირია, რომ სხვათა პირში ცქერას უფრო მეტად მომგებიანი საქმიანობები არჩია და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით იტალიის ციხეშიც კი იჯდა გაფლანგვის ბრალდებით, დღეს კვლავ პოლიტიკოსობს და ვინ იცის - იქნებ მინეტები კვლავ აღორძინდნენ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114752