ფეხბურთი

12:52 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო პრემიერლიგის ოთხ კლუბს აინტერესებს

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელის, როდრიგო გოესის პოზიცია ესპანურ გუნდში შესაძლოა შეირყეს პსჟ-ის ფორვარდის კილიან მბაპეს „სამეფო კლუბში“ პოტენციური ტრანსფერით. „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „მანჩესტერ სიტი,“ „არსენალი“ და „ლივერპული“ მზად არიან ისარგებლონ ამ შესაძლებლობით - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, როდრიგო პირველი კანდიდატია, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში არასტაბილური თამაშის გამო მბაპეს ადგილს გადასცემს. „რეალი“ გოესს „გაუყიდველს" უწოდებს, მაგრამ კლუბის პოზიცია შეიძლება შეიცვალოს, თუ თავად ფეხბურთელი დაკარგავს ადგილს პირველ გუნდში და გადაწყვეტს წასვლას.

23 წლის როდრიგო „რეალში" 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 13 გატანილი ბურთი და 8 საგოლე გადაცემაა 41 მატჩში.

თეგებიროდრიგო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112872