თამაშგარე

11:18 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გლდანელი როენა და ნორჩი ფეხბურთელები

 

არც ისე დიდი ხანია, რაც თბილისელ მეძავთა აღიარებული ლიდერი და წინამძღოლი, ქალი ლეგენდა, ქალი შუპოვრობა და ქალი კაცთა და მდედრთა მომრიგებელი – გლდანელი როენა ხუცურაული ქართველმა სამართალდამცავებმა ჯერ დაიჭირეს, მერე კი, გირაოს გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.

ამ ამბავს თბილისელ ყმაწვილთა შორის დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა მოჰყვა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან როენას დაჭერამ მრავალ ჭაბუკს ატკინა გული. მათ შორის გახლდათ 17 წლის გიგა (სახელი შეცვლილია), რომელმაც ჩვენთან საუბარში აღიარა, რომ რამდენჯერმე, ნაცვლად იმისა, რომ ფეხბურთზე ევლო და ევარჯიშა, როენას ქალების მკლავებში ჰპოვებდა შველასა და ხსნას.

გიგამ ისიც გვითხრა, რომ მისი თანაგუნდელი ნორჩი ფეხბურთელების უმეტესობამ სწორედ როენას ფრიად მნიშვნელოვან დაწესებულებაში ჰპოვა დაკაცების განცდა და სიამე. ამ დროს ერთი მეტად აქტუალური კითხვა ისმება: რას აკეთებდა ამ დროს (მაშინ, როდესაც მისი ბიჭები ქალებში დაძვრებოდნენ) მათი გუნდის მწვრთნელი? ვითომ ისიც?... ვინ იცის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112098