ფეხბურთი

10:48 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-ს ჯი-სუნ პარკის დაბრუნება სურს

ჰოლანდიური პსვ ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველის – ჯი-სუნ პარკის შეძენას ცდილობს. არაოფიციალური ინფორმაციით, 32 წლის კორეელმა ჰოლანდიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 2-წლიან კონტრაქტსაც უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

“მანჩესტერში” გატარებული რიგი სეზონების შემდეგ, პარკს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა. თანაც, მას პსვ-ში ნათამაშები აქვს და ამ კლუბის ფილოსოფია იცის. ვფიქრობ, კორეელი პსვ-ს ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოცდილებას გაუზიარებდა და დიდ დახმარებას გაუწევდა”, - განუცხადა პსვ-ს თავკაცმა ფილიპ კოკუმ Algemeen Dagblad-ს.

შეგახსენებთ, რომ პარკი პსვ-ს ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10221