06.11.2019 Views

40-vephkhistqhaosani

• No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი

დასაწყისი

1

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2

ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,

ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3

ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი,

შერისა.

4

თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.

მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

5

მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,

ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6

აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -

ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის

მონება.

7

მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის

შეუშრობელი;

მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-

სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8

მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის

მკვდარი;

დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

9

ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,

ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან

ნები.

10

თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;

აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!

მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა

ლხენა.

სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

11

რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას

უბნობდეს:

მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და

გამოსცნობდეს,

არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

12

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი

მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და

ხევა,

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

14

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან

ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,

ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

15

მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი.

16

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, -

ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:

დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა

მცირეთა.

17

მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,

სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;

ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.

მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

18

ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,

ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,

ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას

ამკობდეს,

მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

19

ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;

ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!

იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;

მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

20

ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა.

ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

21

მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით

ბნდებიან.

22

მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან

ფრფენითა.

23

მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა

მზეობა,

სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

24

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,

ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

25

ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-

მტლუში.

26

ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა

თმობასა;

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა.

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა..

27

არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,

შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით

ალვა,

დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში,

კრძალვა.

28

ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,

არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,

არსით უჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,

მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა

მოიდებდეს.

29

მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს?

ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.

რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს?

რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

30

მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:

ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის

წყლულსა?!

თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა

სძულსა?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

31

თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა

ემართლების;

სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;

იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,

არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.

ამბავი

როსტევან არაბთა მეფისა

32

იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.

მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,

თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

33

სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,

სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;

მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,

ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

34

მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!

რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.

მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,

გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

35

უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;

მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ

უმთვაროსა.

36

“მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,

დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

37

ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი

ბერობა?

ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:

მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.

მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰადრა

მტერობა?!

38

“მაგას ნუ ჰბრაძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ

დაგჭნობია,

თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;

ხამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:

სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

39

“თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;

არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა

დია;

შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

40

ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,

საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,

ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;

მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

41

გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;

რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-

ნაკლულად;

ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო

წყლულად.

საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

42

რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,

ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა;

თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-

ფიქალისა,

ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!”

43

არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:

“თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან

მშობელმან;

მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.

მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან,

შემამკობელმან!”

44

მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა:

ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,

ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;

მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!”

45

თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,

დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,

მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.

ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-

მხედველითა.

46

უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,

დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით

სხვათა,

ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.

ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-

ფრთათა.

47

მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,

ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;

მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,

ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

48

უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:

დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ

ხმობილი,

აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი.

ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და

ცნობილი!

49

“ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!

უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.

უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

50

“მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;

უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;

სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!

რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!”

51

ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,

ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;

მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;

თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

52

მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,

უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი

მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”.

მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

53

მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,

რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.

მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,

ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა”.

54

უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!

ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!”

მოიღეს. გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.

ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

55

ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,

მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;

რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,

არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

56

დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,

ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა;

მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.

“ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?”, შექმნეს ამისი ცილობა.

57

თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან

მოსანდომია,

სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;

ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.

თქვეს, თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი

ჰკრთომია?”

58

თქვეს, თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,

თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”.

ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას,

რადმცა შეგვეცილა?

ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”

59

ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,

თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,

წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა.

ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60

“დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.

მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,

ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო;

ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

61

რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,

გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!

“კარგა ჰქმენო, - დაუმადლა, წყალობანი უიმედნა, -

ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!

62

“ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:

სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,

კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,

რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.

63

“ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა;

ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა

თმობითა, -

ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;

ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

64

ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,

თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,

თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა

მოაფენდა.

მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

65

კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?”

ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,

რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,

არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”

66

უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!”

ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.

ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა

ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა

წყნარისა.

67

“მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;

ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე

ყმანია;

მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.

გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

68

- “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.

ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა,

კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,

მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

69

ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს,

იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად

ზმიდეს,

ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიეს:

“ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

70

კვლა ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა

მარებლად,

თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად,

მოსახმარებლად, -

ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, -

ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად,

მიუმცდარებლად”.

71

მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით,

დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”.

ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”.

გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.

როსტევან მეფისაგან

და

ავთანდილისაგან ნადირობა

72

დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,

ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,

პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,

მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

73

შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;

მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე

შემოჰკრვიდეს;

ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,

ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

74

უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,

მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა

მოგვართმიდითა,

ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!”

დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

75

მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი:

ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი.

მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა

რომელი!

აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

76

ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.

მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა

მიასხმიდეს,

რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს.

მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ

წასდგმიდეს.

77

იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,

დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,

ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.

ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის

ხეს”.

78

იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია,

მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.

ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერ რბის ცხენია.

იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

79

ერთმანერთსა, თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს,

ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.

მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,

უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არა

გვეთნებოდეს”.

80

მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ

გემცთარებით;

მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,

აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერად ვერ მოგეხმარებით, -

ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

81

“ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,

მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:

არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,

თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია”.

82

მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,

უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,

აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,

სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

83

იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.

ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.

ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.

თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან

მის ყმისა

ვეფხისტყაოსნისა

84

ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,

ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.

ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად

ანატირსა.

85

მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,

ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,

ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;

ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

86

წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,

თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით

მოლიზღარისად, -

მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, -

ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

87

ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,

დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;

მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.

იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

88

მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,

მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,

უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,

ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

89

სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!

ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.

არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,

არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

90

რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა

როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;

თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად

შემიძრწუნდა,

ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და”.

91

მეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის

მწყრომარე;

გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,

უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,

მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

92

მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;

მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,

თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია,

ერთხელ ესე თქვა: “ვა მეო!”, სხვად არას მოუბარია.

93

თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,

ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,

ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა! -

სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

94

მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.

მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:

ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად,

ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.

95

მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;

მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,

რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,

კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.

96

შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.

იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,

ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,

შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

97

რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.

მასვე წამსა დაიკარგა, - არ უნახავს თვალსა ჩვენსა, -

ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;

ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

98

კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,

აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;

ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა

ხვევისა.

მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

99

ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,

ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,

სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც

განკურნება.

მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება”.

100

ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,

არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;

ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;

ზოგთა თქვეს, თუ: “მართალია”, ზოგი: “ღმერთო!”,

უზრახვიდა.

101

მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;

მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი.

ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.

გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

102

თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,

ადგა და კარსა მივიდა, - ჰქონდა მზისაცა ცილობა, -

მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?”

მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-

შეცვლილობა.

103

“ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;

უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით ა”.

თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით ა,

მიკიხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთისა წამითა”.

104

ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქმს ქალიო,

ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?”

მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,

დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

105

უბრძანა, თუ: “წადი, უხმე! უმისობა ვით გავძლეო?

მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?

მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,

გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»”.

106

თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,

უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.

მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,

უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”

107

ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა

გცნობდეს,

ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!

თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!

კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

108

უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,

შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,

მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.

ვაჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

109

“უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,

მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.

რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;

ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

110

“მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.

შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,

ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,

ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

111

“აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!

მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.

კაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან

ფარული?!

უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

112

“ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,

დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.

ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,

სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

113

ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:

ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?

რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად

მხედსა?

ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

114

“მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,

შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.

გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,

ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

115

მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,

უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?

მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,

მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

116

კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია,

მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,

ვერ ნახეს მისი მნახავი ღმრთისაგან დანაბადია,

ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

117

მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,

მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,

მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,

ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

118

მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,

ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო,

ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.

გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

119

ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.

მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.

დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.

მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა

მის ყმის საძებრად

120

ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ

პერანგი,

იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.

შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,

მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

121

ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,

ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;

უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.

ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

122

ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,

მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ

სდენოდა;

იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,

მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

123

გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,

ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,

ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,

მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-

უხშირონი.

124

დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,

ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა

მშვიდითა.

მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.

პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

125

ქალმა უბრძანა: “ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;

მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,

მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,

რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?”

126

ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?

მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;

აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,

თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

127

ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ

დუხჭირად;

იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,

გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,

მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

128

“გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი

დაგეხოცა,

ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?

მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,

შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.

129

“აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,

მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,

ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,

შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

130

“ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:

პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად

სწორად,

მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;

წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.

131

“შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,

რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.

გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,

მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

132

“სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი;

ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი;

ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;

კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

133

“ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,

მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,

სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო

დასანთქმარი,

შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.

134

მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,

სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?

მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,

ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა, მე!”

135

კვლაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ

დაგბადა,

მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა;

მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა.

ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა”.

136

კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი,

გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი.

გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,

თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა

ჭვირი.

137

ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს,

ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;

ყმა ეტყვის, თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად

აგეს!

ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

138

ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა,

უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა,

ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა

ათრთოლებდა,

გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

139

თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,

ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.

მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა

უგრძესად-რე!

ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე”.

140

საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად

ეხოცების,

ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;

რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,

შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.

141

მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,

ცრემლსა ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ.

რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,

ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

142

დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,

შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია:

ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,

აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია.

143

“მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,

თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა

ვჰგმირო,

მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,

ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

144

მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,

ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,

აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.

წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა

გრძელობა!”

145

ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა:

“ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?!

აწ ნუთუმცა კვლა ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა,

პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!”.

146

მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.

სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი!

ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;

როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

147

გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.

ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი.

იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,

არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

148

რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა.

მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.

იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.

მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

149

ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,

გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა.

ყმამან მან დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,

გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

150

ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,

თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-

დადებული.

მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,

აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

151

უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,

ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან,

მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან!

მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

152

“მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,

ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა

ზრულსა,

ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,

აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

153

“მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,

მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,

ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა!»

მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

154

“პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად,

ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა

ყმურად, -

მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.

ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

155

“ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,

ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:

ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,

ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

156

“ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი,

ჰპატრონობდი;

დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,

წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა

სძღვნობდი,

აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

157

“ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,

აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,

მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,

არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

158

“მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,

აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, -

მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.

გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

159

“მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,

ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდე ზედა-ზედ-რე!

მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,

ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

160

რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,

თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა,

მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა!

ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

161

«ჩემად ნაცვლად დაგაგდებო», - ესე სიტყვა ვით

მიბრძანე?

რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?

შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!

სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!”

162

ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა

ჭრელად:

რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.

მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

163

“ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა,

უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?

სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა,

კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ

დამკარგა.

164

“ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;

მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;

აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;

წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა

თავის ყმათა თანა

165

დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო

ზრდილნო,

ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,

თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,

წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო!

166

“მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:

თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,

ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,

პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და

ცერასა.

167

“საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,

დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,

გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,

მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

168

მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,

სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა

სცნობდეს,

ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ

აჭნობდეს,

შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.

169

თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი.

ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი,

ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;

მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ

სიცილი”.

170

ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,

წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა,

ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა;

მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

171

ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”.

მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,

მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა,

მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ ა.

172

იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.

ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?

ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა,

მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

173

რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,

იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,

მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,

ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

174

“ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა

დანერგვიდეს!”

დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;

ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,

მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა

გარდმოჰყრიდეს.

175

შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,

უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.

რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,

თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

176

ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,

უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?

განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!”

იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.

ავთანდილისაგან მის ყმისა

ძებნად წასლვა

177

ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:

საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს.

ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,

იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

178

ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა,

დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა,

მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;

თქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი

არა”.

179

ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;

მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;

თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,

მოვჰშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

180

ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,

გულსა უთხრის, თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა.

უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა,

მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.

181

მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა

შესართავისად.

უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.

თქვის: “საყვარელო, მოგშორდი, გული შენ დაგრჩა, ვთქვა

ვისად?

შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

182

ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,

ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა,

მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.

ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

183

მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,

თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,

იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,

დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

184

მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,

გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა.

მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,

ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

185

ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს;

თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;

“ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს! - კვლა ამისთვის გულ-

მოშიშობს, -

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ

იშობს”.

186

საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად,

თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე

ველად?

ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა

მლეველად,

მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა

მკვლეველად?”

187

“თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,

რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,

დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი,

მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!

188

“უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული,

მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული,

მერმე მივიდე ცოცხალი, სადმე სხვაგან მე რებული!”

ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

189

იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად

ამრუდენ?

მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,

გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?

დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ”.

190

კვლაცა იტყვის: “დათმობა სჯობს” და თავსავე ეუბნების:

“დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,

უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად

მედინების,

განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

191

თავს უთხრა: “მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა;

მიხვალ, დაგვხვდების თინათინ, - ანათებს დღესა

მზიანსა, -

გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?”

იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შაბნარ-წყლიანსა.

192

“ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად

მომივლიან,

მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;

უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.

აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?”

193

მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია,

მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია.

გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,

ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

194

მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა,

მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა;

თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა,

მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

195

თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და

კვნესით ა,

ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,

ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,

შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

196

ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს;

ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს;

თქვა, თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც

იცოდეს!

აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს”.

197

ხელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მხიარული.

ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,

თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,

ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

198

უყივლა, თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა

დაგამსგავსენ!”

მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი

ავსენ,

ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,

სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.

199

ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;

მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა:

“ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა

მწარეთა,

დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

200

“კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,

გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა

გარდავხედით,

სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,

ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

201

“ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,

მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:

«მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი გავაქილენით,

ვერ გავიჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

202

“დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,

ვთქვით: «გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა

მკლავითა,

თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,

თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით

დამნახავითა».

203

“ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია,

ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია,

მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,

დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

204

“ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია,

ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, - მერანი რამე შავია, -

თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,

ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

205

“ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით,

ვთქვით, თუ: «მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად

ენით!»

მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,

ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა

დადენით.

206

“მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;

ჩემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით;

ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალეთ ჩვენებით,

მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

207

“ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი

ანატიფნა,

იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:

არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,

მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

208

“უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით;

ხელი მოჰკიდა, «დადეგო!», ესეცა ჰკადრა კიდ ენით;

მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,

თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

209

“მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,

ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,

მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა,

თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

210

“აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,

აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”.

შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,

ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

211

აჰა, მიჰხდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,

რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა.

კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,

მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

212

უთხრა, თუ: “ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,

მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,

აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,

ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

213

“ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,

აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!”

უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა,

ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.

214

ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,

ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,

ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.

დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

215

მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:

“საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

216

“რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად,

რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,

მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,

ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-

მეტად”.

217

ავთანდილ იტყვის: “ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?

რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;

სადაცა მივა, მივიდეს, რაზომმც მოვლოდეს ზღუდენი,

მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი”.

218

წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,

დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი.

არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.

მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა

მოსალამენი.

219

დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი

კლდენი,

კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,

წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,

ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის

ანაყრდენი.

220

მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი კლდენია;

ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,

მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,

მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

221

რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,

ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,

ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,

იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

222

ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:

ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი

გვწვიდეს”.

ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი

გარდმოსწვიმდეს.

ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს.

223

იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,

ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა;

იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.

ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-

ზმასა.

224

სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,

ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,

მას ამასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;

შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

225

ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!”

გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,

შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა,

შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

226

მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ჯდა.

ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა

გაიგლეჯდა;

ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა;

ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

227

ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,

ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუთუ მზეაო, - თქვა, -

ცისა?”

ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა;

ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

228

მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,

შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;

ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა

მოეფარა,

თქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად

მომიგვარა.

229

“აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?

ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,

ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,

მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.

ამბავი ავთანდილისა,

ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან

230

ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,

ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული.

მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-

დასხმული,

ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

231

ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, -

ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა;

ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა;

ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

232

მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,

ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა,

ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,

ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

233

ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,

უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,

მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?

სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

234

ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:

“თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!

აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;

ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა”.

235

კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა?

მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.

შენ ერთხელ მეტყვი, «მითხარო», მე ასჯერ გეტყვი

«ვერასა»,

ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა”.

236

“ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან;

ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან;

შენ მიპოვნიხარ, - სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, -

ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”

237

ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?

მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით

მაწყენო!

გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:

ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”

238

კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,

მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,

პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,

ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

239

ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?!

რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო?!

გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,

თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა

მოგაკვდინო!”

240

ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი:

თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და

მოუკლავი.

რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?

კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან

თავი”.

241

კვლა ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?

ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!

მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,

ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.

242

“ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია,

მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა

ფონია;

ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.

ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი

მისანდონია?”

243

ყმამან თქვა, თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,

სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”.

გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა

ფრქვევა,

ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ, არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!”

244

ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ

დამტკბარია;

ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;

ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.

კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

245

ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა,

მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;

ყმამან ცნა, თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”.

ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

246

უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,

გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად;

აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,

ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

247

“თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,

მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;

სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;

სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”

248

რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,

გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,

კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.

ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

249

იტყვის, თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,

ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”.

კვლა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;

ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

250

“ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა

დგმისად;

ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;

ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი,

სად!

გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.

251

“მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,

მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე.

ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე,

ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

252

ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:

“ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.

წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,

აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

253

“მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,

არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,

არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე;

შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

254

“აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,

რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;

თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა

ჰმილდები,

მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-

სწბილდები”

255

ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:

ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,

უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,

ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

256

“ეგრე უთხრა: «ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,

წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე»;

მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,

შემოჰყივლა: «არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?»

257

“აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,

სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა;

რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,

თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

258

ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.

ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;

ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,

რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

259

“იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების;

თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან

დაიჯერების;

მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების,

დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

260

“გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:

ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;

მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,

სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

261

“ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:

ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,

ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,

აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

262

“ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო;

რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო;

ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,

თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

263

ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.

ამას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;

მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,

უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

264

ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა ჟამად ღმერთმან, რაცა გინა,

მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;

იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა;

ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

265

ავთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა.

იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;

ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,

ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა

იდუმალითა.

266

ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.

დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;

შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან;

დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა

დანამან.

267

ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით

ნააზატები.

მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;

მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,

სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

268

მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა,

ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;

მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,

ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

269

ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;

შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი,

იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.

ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

270

“რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!”

მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა

ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,

იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და.

271

“სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე,

არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე,

მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე,

ვთქვი: «ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ

ხვალე»”.

272

ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-

ბევრად;

მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,

არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;

მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ

რად?

273

“ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,

ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?

გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;

შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

274

უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,

მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!

ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-

მოსრულისა?

ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

275

“ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა,

სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!

ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?

შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

276

ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;

რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,

ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია.

არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”.

277

ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე.

კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!

ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!

განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

278

ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,

მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,

იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,

ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”.

279

ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,

სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა

ვარებ,

არას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ;

რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

შეყრა ტარიელისა

და

ავთანდილისა

280

ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;

“არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,

ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;

იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

281

გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,

ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე

ბარად,

რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად,

ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა

მე და რად!

282

მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს,

ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი

გამოსჭვირდეს,

ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,

ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად

ღირდეს.

283

მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,

ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა

ცხელითა.

ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:

“თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა

ბნელითა”.

284

ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;

ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,

ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული?

მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

285

ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:

“ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია,

მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,

მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

286

“მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;

თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.

თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია,

გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

287

“შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა

გარდგეკიდენით,

პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,

გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,

შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა

მიდენით.

288

“ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.

მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,

ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,

ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

289

“ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.

მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,

ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;

აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

290

“მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,

მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილსა».

სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.

არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

291

“აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;

ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;

მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;

მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ,

ა”.

292

ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,

იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი;

ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;

მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

293

“რას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა

ვჰგვანდით?

თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი

ღაწვთა ვბანდით.

რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,

აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა

მიიტანდით.

294

“მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე,

ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,

თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე.

ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე!

295

“კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,

მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;

მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,

ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

296

“აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!

ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,

გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:

ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!”

297

ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?

მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა

სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,

რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა

დენისა.

298

“ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;

დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა;

იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,

შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

299

ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების;

მიკვირს, თუ: ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!

მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,

შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!

300

“წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;

ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ

მამაცურად.

მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად!

მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად,

მურად”.

301

ასმათ უთხრა: “ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა

ერგების!

მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!

ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,

ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების.

302

“მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;

ნუთუ ყმას ღმერთმან გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა!

თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.

არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

303

ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული;

ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული;

რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!

კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

304

“კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია!

მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია,

კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია;

აწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

305

“მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთით მზითა

ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:

პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,

კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა

ანაგზითა”.

306

ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,

ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ

დაჰრიდოს;

ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!

შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

307

ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,

დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;

მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,

მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

308

ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;

ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;

ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა,

მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი

გარდმოყარნა.

309

მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,

იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,

ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!

ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ

დადაგულო?!”

ტარიელისაგან

თავის ამბის მბობა ავთანდილთანა

310

“ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა;

საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!

იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,

ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

311

“ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:

ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,

უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,

ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა

მწყობელი.

312

“მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,

სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;

ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;

ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

313

“ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.

თქვა: «წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,

ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და

ზარები”;

ბრძანა: «წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები».

314

“ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,

შესთვალა: «შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;

აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,

სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა».

315

“ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.

შესთვალა: «ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა

მფლობელმან,

რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს

მჯდომელმან.

აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან».

316

“ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა.

თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.

მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა;

სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

317

“თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.

თქვა: «ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!»

ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.

მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

318

“ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,

ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.

ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!

მეფემ ბრძანა: «შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი

არსა».

319

“მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,

საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და

ქვეყანათად,

ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-

ქმნათად;

მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

320

“ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა.

ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;

ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა;

არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა-სმა შვილისა.

321

“ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა,

მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;

იტყოდეს ჩემნი მნახავნი: «მსგავსია ედემს ზრდილისა».

აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

322

“მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”.

ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა

ქალი”.

დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი;

თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

323

“წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა,

მოციქული - მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა;

მზე და მთვარე განცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა;

ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

324

“ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.

ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;

ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.

საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

325

“საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.

მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.

ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და

დედოფალსა.

აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

326

ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;

ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;

ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა.

თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

327

“მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.

შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,

მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;

მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

328

“იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;

მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,

მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ ამა ზომსა;

ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი

ლომსა.

329

“მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა;

ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,

კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა;

იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

330

“დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;

ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა

დგის ჩრდილი.

დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,

მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა

შვილი.

331

“სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;

ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;

ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;

მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

332

“თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა

შვილსა;

დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;

ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს

ზრდილსა,

სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

333

“მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან;

მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;

შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;

აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

334

“მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;

ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;

მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;

ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა.

335

“მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,

დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;

გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,

ებრძანა: «შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

336

«ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად

თავისა».

ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,

ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:

«შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა».

337

“ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;

უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა;

გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა,

შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

338

“მათ სადომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა

დარად,

მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;

ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.

არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.

339

“აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;

გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,

მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”.

ამბავი ტარიელის

გამიჯნურებისა

340

კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:

“დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;

მიბრძანა, თუ: «ქალი ვნახოთ», ხელი ხელსა დამიჭირა.

მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

341

“ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:

მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;

მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.

კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

342

“მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,

გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;

მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.

ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

343

“ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,

მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;

ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.

ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

344

“ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;

ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.

მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.

ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

345

“აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!”

მისი ვერ გაძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი;

ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი,

ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა

მემუქარენი!”

346

ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,

დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;

დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,

თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

347

“მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,

იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;

ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.

ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

348

“დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,

დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,

რა სუდად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:

გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

349

“შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,

ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,

პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა.

მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

350

“მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,

ცრემლით მითხრა: «შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა?

სიტყვა თქვია!»

მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია,

კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

351

“სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან;

მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;

მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.

სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი

მწვიდიან.

352

“აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი რაგვარია?

სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია».

ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.

დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

353

“სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი;

მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;

ვთქვი, თუ: «ჰაი, რაშიგან ვარ მე სიცოცხლე-

გარდამხდარი!»

თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

354

“ვთქვი, თუ: «ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,

მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე,

აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!»

მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.

355

“მე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა.

ახარებდეს: «წამოჯდაო», დედოფალი გამორბოდა;

მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,

იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

356

“იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;

მე მოვახსენე: «პატრონო, გული აწ უფრო მრთელია;

ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია».

ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

357

“გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;

ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.

შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;

ვთქვი, თუ: «მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა

ღირსა!»

358

“ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,

გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.

საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან:

ვთქვი, თუ: «რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?»

359

«მონააო ასმათისი». - «რა იცისო», ვარქვი, «ჰკითხე».

შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;

გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა

სითხე?

მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.

360

“მე გამიკვირდა: «სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს

თხრობასა?

მიუვოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,

ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს

გმობასა».

დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

361

“დღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს კვლავ

ალთა,

ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად

მავალთა;

დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა

მრავალთა,

მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

362

“მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,

სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა;

სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.

გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

363

“ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;

ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა.

«მონააო ასმათისი»; შემოყვანა ვუთხარ შინა.

გულსა შინა დავუზრახე: «რა მპოვაო, ანუ ვინა?!»

364

“მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;

წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა;

პასუხად ვსწერდი: «ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;

მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა».

365

“გულსა ვარქვი, თუ: «ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ?

ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ;

აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,

თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ».

366

“კაცი მოვიდა მეფისა: «სწადსო ამბისა სმინება».

მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: «ქმნაცა სისხლისა დინება?»

მე ვჰკადრე: «ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,

წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს

ლხინება».

367

“დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: «ამის მეტსა ნუ იქმ აბა!»

ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,

შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,

მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: «შაბა, შაბა!»

368

“შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს

რებულნი;

მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;

მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.

აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

369

“ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;

ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;

ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,

შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

370

“მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:

«ქალი ვინმე გიკითხავსო: «ინახვისა ამირბარი?»

ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი»;

ვარქვი: «საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი».

371

“ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად;

«შადი, - ვუთხარ, - ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა

დაუზმელად»;

გამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარის მცველად.

გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

372

“კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;

მითხრა: «მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა

ღირსმც ა!»

გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?

ვთქვი: «არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!»

373

“შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,

ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა;

ვარქვი: «მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი

გჭირსა?»

მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

374

“მითხრა: «დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა:

გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,

მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.

ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა

წყალობა».

375

“ადგა, მითხრა: «თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა

უბნევია;

ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;

ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია,

ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია».

წიგნი ნესტან-დარეჯანისა

საყვარელსა თანა

მიწერილი პირველი

376

“წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა;

მოეწერა მზისა შუქსა: «ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;

მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.

აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

377

«ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?

სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!

ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,

აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!

378

«შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია,

მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია,

ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,

მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

379

«მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:

წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;

გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად

დასტენე?

მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!»

380

“ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა;

ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალოდა!

გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა;

მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა”.

წიგნი ტარიელისა

საყვარელთანა

381

“თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.

პასუხად ვსწერდი: «მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?

მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!

სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია».

382

"ასმათს ვუთხარ: «მე პასუხსა ამის მეტსა ვერ

მივჰხვდები;

ესე ჰკადრე: «რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად

აღმოჰხდები,

აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,

რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები».

383

“ასმათ მითხრა: «მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:

ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,

ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;

და-ცა-მვედრა: ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს».

384

“მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,

მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;

მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,

ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

385

“ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;

მან მითხრა: «არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა».

ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:

«ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა».

386

ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,

ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე

მწვიდეს;

შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.

მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა

ხატაელთანა

387

“გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;

მივსწერე: «მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი:

მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,

ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.

388

«ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით;

ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;

თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ

მოგეპარებით.

სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით».

389

“კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,

დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;

მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,

აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

390

“პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;

ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,

მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;

ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა

გმობანი”.

ნესტანისაგან

ტარიელის ხმობა

391

“დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,

ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;

წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;

კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

392

«მონააო ასმათისი», საწოლს ვუთხარ შემოყვანა.

მოეწერა: «გიბრძანებსო», ვისი მესვა გულსა დანა.

ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,

წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

393

“ბაღჩა შევვლე, არა დამხდა კაცი ჩემი მოუბნარი;

ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,

მითხრა: «ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,

მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი».

394

“ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,

სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა;

შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,

მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

395

“დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,

ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;

ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:

«აწ წადიო, ვერას გითხრობს», მე კვლა მიმცა ალმან

მურსა.

396

“ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,

ვთქვი: «საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,

მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?»

გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

397

“ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი;

მითხრა: «ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,

სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;

სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს

ლაღი».

398

“მე ვუთხარ: «დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;

ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა,

ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა;

თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ,

დანამალსა».

399

„შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;

საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,

ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;

ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა”.

წიგნი ხატაელთა მეფისა,

ტარიელის წინაშე

მოწერილი პასუხად

400

“ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,

სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:

«არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,

ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?»

401

“მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.

მიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!

რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?

ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა».

402

“ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.

იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,

შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია,

ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

403

“ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;

აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,

სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,

ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

404

“ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,

დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,

თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:

«მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!»

405

“შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა,

თვალთათ, ვითა საგუბარით, ცხელი ცრემლი

გარდმომჩქეფდა.

«ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ

გამეფდა!

ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ

მოჰკრეფდა?»“

ტარიელისა და ნესტანის

პირის-პირ შეყრა

406

“მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;

ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა,

ეწერა: «გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,

მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა».

407

“ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!

შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;

სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,

სიცილით მითხრა: «წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო».

408

“შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;

გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,

ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,

საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

409

“შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან

შრეტად,

გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.

მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,

ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

410

“უბრძანა, თუ: «მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!»

მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.

დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;

მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

411

“მიბრძანა: «ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,

მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:

დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,

მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

412

«თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,

მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:

მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;

ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

413

«ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,

აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;

ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.

გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი

ცითა!

414

«წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;

ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ

კერძ ირე!

მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?

გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!»

415

“მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,

მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად

მკლველად,

შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ

სანახველად,

აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად”.

416

«აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს ა;

მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა;

შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა,

შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».

417

«ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰვფიცე და შემომფიცა,

მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:

«უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა,

ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას

ვსწვრთი-ცა».

418

“დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი

ვთქვენით,

ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით,

მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა

დენით.

მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით”.

419

“მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბადახშ-მინისა.

მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;

ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,

აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა

და

დიდი ომი

420

“დილასა შევჯე, ვუბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა!»

სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად

მზობასა.

ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს

ხრდლობასა,

უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

421

“დავაგდე მზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;

რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია,

მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:

«ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია».

422

“მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე

საშინელი,

მითხრეს: «გკადრებს, - ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-

საქმნელი,

ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,

მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

423

«რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია;

თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია;

ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია;

ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია».

424

“გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით;

მითხრეს, თუ: «ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ,

გლახ, ენით:

არიან მეტად მუხთალნი, - ჩვენ ერთხელ კვლაცა

ვნახენით, -

არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!”

425

«ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,

ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;

გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და

ცითა,

არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და

კვლაცითა».

426

“მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;

შევსთვალე: «რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;

სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ

ქვიტკირები;

ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები».

427

“მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი, ქველანი

თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,

დავჰვედრე: «სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,

ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ

შველანი».

428

“სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.

კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,

ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,

რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა».

429

“კვლაცა ეთქვა: «მართალია ეზომ ჩემი მონახსენი,

მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი».

მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი,

ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-

ძენი».

430

“მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;

კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;

წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:

«შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა».

431

“მითხრეს: «მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,

სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები».

მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,

მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.

432

“კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:

ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:

«დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,

გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.

433

«მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.

თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;

მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი,

ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი”.

434

«რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,

ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;

კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით

გიხმობენ,

აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ”.

435

«მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;

მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;

კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.

რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან».

436

“მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია:

«რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია;

აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია,

თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!»

437

“არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია.

რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!

მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია,

შევსთვალე: «ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და

გორია».

438

“მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე:

«რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე».

ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე.

განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!

439

“ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;

ვთქვი, თუ: «მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა

მახე,

ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე».

მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

440

“ვთქვი, თუ: «ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა

გვიდგებიან,

მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად

დალბიან?

ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.

აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?»

441

“ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;

დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;

რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,

მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

442

“მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;

კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;

ეთქვა, თუ: «ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა,

აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-

ნაკლულობა».

443

“შევსთვალე, თუ: «მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;

თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!

ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია,

მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია».

444

“რა მივიდა მოციქული, კვლაცა რადღა გამოგზავნეს!

კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული

გაამჟღავნეს;

სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს,

შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

445

“შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;

საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;

ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე

გრძელად.

მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

446

“ახლოს მივე, შემომხედეს, «შმაგიაო», ესე თქვესა.

მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი

დგესა;

კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს

მზესა,

შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

447

“შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,

კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;

კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი,

ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

448

“ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;

ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა

აღმოვღვრიდი;

ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.

სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.

449

“საღამო-ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან:

«ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით

ცამან:

მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,

ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან

სპამან».

450

“ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,

რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა;

ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა,

გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა.

451

“იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით;

ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.

რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,

მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.

452

“უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,

დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;

ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-

თეულთა,

ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა

სნეულთა.

453

“მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.

ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ-

ნაღებად;

ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,

ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

454

“ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;

ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;

რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,

ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

455

“გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,

ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე,

ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე,

არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

456

“რამაზს ვარქვი: «შემიგია საქმე შენი სამუხთალე,

აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,

სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,

თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?»

457

“რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე,

ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,

ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე,

ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!»

458

“მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ,

ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,

ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,

საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!

459

“მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;

კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;

ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად,

მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად».

460

“საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე.

უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ

მოვსთვალვიდე;

ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,

თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

461

“ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად!

ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის

სასწაულად;

არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად;

სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა

შენართაულად.

462

“იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა;

მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა:

ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, - ყველაკაი წვივ-მაგრობდა, -

დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

წიგნი ტარიელისა

ინდოეთ მეფის წინაშე და

გამარჯვებით შემოქცევა

463

“წიგნი დავწერე: «მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად!

მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, -

ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;

მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად».

464

“რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,

წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,

ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,

მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

465

“ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.

ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;

რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!

ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

466

“ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,

საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.

მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;

მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

467

“მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,

დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით;

მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით,

დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!»

468

“რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;

ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე.

ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,

ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

469

“მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,

ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.

ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:

«შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?»

470

“მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს

შეცოდებულსა,

უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა».

რამაზს უბრძანებს: «იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა,

მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!»

471

“ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,

კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.

მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,

შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

472

“ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,

მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერმან შემანანა.

თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!»

წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

473

“მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;

ებრძანა: «შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია,

მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,

არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია».

474

“შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,

შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,

მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;

გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!

475

“იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:

«ომით მოსრული ტარეილ საჭვრეტლად სასურველია,

მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;

რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

476

«აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:

რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,

ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული,

გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ

შვებული».

477

“მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;

იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.

ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.

აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

478

“ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.

ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;

ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი,

ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ

კატაბანი.

479

“რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა,

იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა.

მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა,

შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ

ნათელთასა.

480

“მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი,

ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;

სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,

მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

481

“ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.

დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,

ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,

მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შე-ღა-გება».

482

“ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.

პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.

მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად

მეუბნებოდა;

თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

483

შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;

სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!

ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა.

არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

484

“მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა.

არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის

შრეტასა;

კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.

რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

485

“დააგდეს მღერა მუტრიბთა, «სულეთო!», თავი ხარიან;

მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით

გვიხარიან?!

ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;

მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

486

«აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან,

არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან;

აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,

თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან».

487

“მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;

თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;

მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,

რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

488

“კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;

კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.

დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა,

ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

489

“ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.

საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.

ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.

მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

წიგნი

ნესტან-დარეჯანისა

საყვარელსა თანა

490

“მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია:

«თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია».

მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;

მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია.

491

“მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.

აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;

ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,

ვჰკითხე, თუ: «ნეტარ, მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

492

«მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!»

მითხრა, თუ: «გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ-სათნებია,

დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია,

აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია».

493

“წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა.

ეწერა: «ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.

ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,

არ-ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

494

«ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,

შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;

მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღჩად უშენოსა;

შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

495

«თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,

ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო;

შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;

რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

496

«იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს,

რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს;

ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,

ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს»“.

ტარიელის ტირილი და

დაბნედა

497

აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;

თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას

ების!”

იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,

პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

498

ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,

ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;

ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,

კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ

წკანწკარისა.

499

ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა

შემოსჭვრიტნა;

ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი

ხვრიტნა;

მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;

თქვა: “ცოცხალ ვარ, საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი

ხვრიტნა!”

500

ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.

ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.

დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,

დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

501

ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,

გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა;

ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,

მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

502

“ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.

წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.

მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,

იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა

საყვარელსა თანა

პასუხად

503

“მივუწერე: «მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,

გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;

ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი,

სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?!

504

«მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,

აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;

სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,

რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

505

«განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე;

ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე;

დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;

სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!»

506

“ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,

მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;

გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა,

ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

რჩევა

ნესტან-დარეჯანის

გათხოვებისა

507

“დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან

ჟამითა;

ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;

ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,

რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

508

“მიბრძანეს, თუ: «ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-

გვლია;

ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;

ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,

ყმისა არ-სმა არად გვაგვა, ამათ ზედან წაგვითვლია.

509

«აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,

რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,

სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,

არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ

ვამახოთ».

510

“ვთქვი: «თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების,

მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;

ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,

სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების».

511

“დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;

ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!»

მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,

თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ-რომელია».

512

“რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;

ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.

ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,

ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.

513

“დედოფალმან თქვა: «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით

მჯდომელი,

მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა

რომელი?»

შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო

მნდომელი!

მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა

მხდომელი.

514

“გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;

შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;

არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი,

თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი».

515

“კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,

გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;

ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე

ვინატრიდითა!

თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა

ვჰხდიდითა!»

516

“კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,

დაჰვედრეს, თუ: «ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად

ნაბრძანებად».

მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,

გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის

თათბირი და გამორჩევა

517

“მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.

ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,

წიგნი მომართვა, ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად,

ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად».

518

“შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა

ზომით!

ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა

დგომით;

ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა

წთომით,

დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

519

“იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.

ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა.

ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა

გარდმოსწვიმდა,

ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

520

“ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,

შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.

შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,

გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

521

“იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;

ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი;

მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,

ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

522

“ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,

არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;

ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-

ხებული;

მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი,

გარისხებული.

523

“მიბრძანა: «მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა

მტკიცისა,

გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!

მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!»

ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?»

524

“ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე

მართალსა:

რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?»

კვლაცა მითხრა: «რას გეუბნა მტყუანსა და შენ

მუხთალსა?

დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა!

525

«შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!

შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი ჰრთულა ამას ნება,

შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,

ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!

526

«გახსოვს, ოდეს «ჰაის» ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა

ჰბანდეს,

მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს?

მამაცისა სიცრუესა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!

რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო

დაზიანდეს!

527

«ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,

ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა

გზეთსა!

ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა,

აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!

528

“ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!

თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!

სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!»

ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო.

529

თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,

კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.

აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ

რეტად?

ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა

ხვრეტად?!

530

“შევჰხედენ, ვნახე სასთუმალს მუსაფი გაშლით მდებარე,

ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,

ვჰკადრე, თუ: «მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,

რათგან არ მომკალ, პასუხი ერთიღა გკადრო მე ბარე.

531

«რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,

ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!

თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქმნია».

მან მიბრძანა: «რაცა იცი, თქვიო!», თავი დამიქნია.

532

“კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი

გამეტეხოს,

ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!

ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?!

მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

533

«მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.

მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.

დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;

თავსა ვუთხარ: «მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა».

534

«მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?

არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?!

ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა,

ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

535

«ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო»;

თავსა ვუთხარ: «ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!»

მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,

ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!»

536

“სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;

იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;

ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.

მიბრძანა, თუ: «ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

537

«არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,

უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;

იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!

მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-

სძლობასა».

538

“მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული,

ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;

ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;

მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.

539

“მიბრძანა, თუ: «გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს,

რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;

თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,

შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!.

540

«კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,

ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,

მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,

ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ».

541

“მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!

რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,

ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:

ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა, არ, სახმარობა!»

542

“მიბრძანა, თუ: «ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,

დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა

კედლად:

რა მოვიდეს სიძე, მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად.

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა

ნედლად.

543

«ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,

მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,

მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, -

სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?

544

«იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,

ჰკადრე, თუ: «სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,

ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,

არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!»

545

«ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,

ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;

ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,

ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან

სხდომა».

546

“ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,

ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;

მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა,

მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

547

“ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.

ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.

ჭირი ბევრჯერ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,

მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.

ხვარაზმშას შვილის

ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ

და ტარიელისაგან მისი მოკლვა

548

“მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო», მოსლვა გვახარა,

მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;

მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,

მიბრძანა, ახლოს მიმისვა, «მოდიო», თავი დახარა.

549

“მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.

გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია;

კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე

სრულია,

უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია».

550

“მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა

წამომხმელნი;

სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;

შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;

მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა

ხმელნი.

551

“მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია,

გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;

მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,

შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისად ყმანია».

552

“მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.

მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,

შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,

დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

553

“მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა;

შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა;

მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:

«ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა».

554

“ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად,

დავჰმორჩილდი;

ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: «ცრემლსა რასა

ჰმილდი?»

მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?

გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა

გავვაქილდი?!»

555

“შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით

მჯდომარე;

მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე,

წავდეგ, მიბრძანა: «რასა სდგა? დღე გიჩანს წინ საომარე!

ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!»

556

“მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი.

უკუვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა

ვუნდი!

ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!»

შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

557

“ასსა ვუბრძანე მონასა: «საომრად დაემზადენით!»

შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.

კარავსა შევე, სასიძო ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,

უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა

დენით.

558

“კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე,

ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.

წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;

ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

559

“ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი;

წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.

ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,

მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

560

“კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:

«აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა».

არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,

ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.

561

“ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე. რა გათენდა ღამე დილად,

ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;

ებრძანა, თუ: «ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,

ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

562

«ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?

თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?

მე, ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე,

დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!»

563

“მე შევუთვალე: «მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,

თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა

ალისა?

მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი

სამართალისა,

მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!

564

«იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! -

ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხდომია:

ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;

სამართლით ტახტი უჩემოდ არავის მისახდომია!

565

«ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:

ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,

ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?

სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!

566

«შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!

ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე.

ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,

სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!»“

ამბის ცნობა ტარიელისაგან

ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

567

“ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე.

რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე.

მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე,

მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

568

“გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინარე.

ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე:

თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე,

აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

569

“იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა;

შორით ვუხმე: «რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად

დაგვდაგნა?»

მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა,

მითხრა: «ღმერთმა სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით

წამოგრაგნა».

570

“ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი

მართალი!»

კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,

დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,

მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა

ნაწვეთალი.

571

მერმე მითხრა: «მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე?

მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:

ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,

დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!»

572

“მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,

მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,

შენ დაგიზახნა: «მიხმეთო», ხმა-მაღლად გახმამყივარდა;

მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

573

«ჰკადრეს: «აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან».

მეფე ბრძანებს: «ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან:

მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,

რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

574

«აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა

მადესა!

მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!

მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?

თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს

ა».

575

“მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,

და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის.

«ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,

მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

576

«დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:

«თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან».

მან ეგრე თქვა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან!

ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ

მან».

577

«პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს;

შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს.

დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს:

«ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა

გლხენოდეს!

578

«როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?

ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე?

არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქმნევინე?

აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!»

579

«ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,

დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.

მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა,

ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა

580

«რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,

წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა,

მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა,

მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

581

«მან უთხრა: «წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;

წმიდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია»;

მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: «იპი-იპია».

ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.

582

«ზღვათაკე გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.

დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ,

და!

ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე

გასაწყინარდა».

დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

583

«რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა!

აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!

ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-

დაუთმობელსა!»

საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.

584

“მე ვუთხარ: «დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? -

რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! -

აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და

წყალია».

სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

585

“მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა;

გულსა ვუთხარ: «ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი

წოლა,

გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა

რბოლა.

- აჰა ჟამი, ვისცა გინა ჩემი თანა წამოყოლა!»

586

“შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;

ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული,

წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული,

ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

587

“ნავსა ჩავჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი,

არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;

მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი,

რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე

ვსძაგდი.

588

“რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,

მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;

თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,

ვთქვი, თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს,

აგრე ვყო-ცა».

589

“ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,

გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა;

ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

590

“ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,

ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი.

მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,

ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა

ფონანი”.

ამბავი ნურადინ-ფრიდონისა,

ოდეს ტარიელ შეეყარა

591

“ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;

ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა

ნაღნი;

არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;

მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

592

“ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური;

მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:

ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,

ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

593

“ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,

შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული

სტკიოდა;

ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,

მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

594

«ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,

მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;

მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი;

შევსთვალე: «დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს,

რომელი?»

595

“მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;

ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,

ვუთხარ: «დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა!»

შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

596

“გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: «შენ ასეთნი ხენი ვით

ჰხენ!»

მერმე მითხრა: «მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:

იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ,

უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ”.

597

“მე ვუთხარ: «დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა

ხეთასა;

არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა».

თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.

მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

598

“ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,

ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.

მერე ვჰკითხე: «ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან

ივნა?»

საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

599

“პირველ მითხრა: «არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო?

ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?

რამან შექმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?

ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?

600

«მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,

ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა

მჯდომელი;

ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,

ცოტაა, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი.

601

«მამის ძმა და მამა-ჩემი პაპა-ჩემმან გაყვნა ოდეს,

ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს;

თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ

დამკოდეს;

მათკე დარჩა სანადირო, - არ მივსცემდი, მომერჩოდეს.

602

«დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე,

ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე;

სპათა ვუთხარ: «მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!»

ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

603

«ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.

არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად

დავჰრიდო, და?

დამიძაბუნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,

ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ ა.

604

«მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა!

გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა,

თვით ბიძა-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,

ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

605

«მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,

ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,

ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,

სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

606

«კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,

იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,

არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,

ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

607

«მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი

გარდვიხლტუნვე,

ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;

თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,

ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი,

მივაბრუნვე.

608

«აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!

ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!

ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,

ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ

ხადილსა!»

609

“ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა.

მოვახსენე: «აჩქარება შენი ყოლა არა უნდა,

მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და

ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!»

610

“ესეცა ვუთხარ: «ამბავი ჩემი არ გაგეგონების,

უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების».

მან მითხრა: «ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!

დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების».

611

“მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;

გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,

პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,

ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

612

“კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი;

შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!»

მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,

ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

შველა ტარიელისაგან

ფრიდონისა

613

“მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;

დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;

კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!

აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

614

“მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;

ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.

ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;

ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

615

“კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,

ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა!

სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;

ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

616

“ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,

კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია.

მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:

იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

617

“თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა,

ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,

მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა,

მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

618

“მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით.

ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით;

ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.

მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

619

“ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა.

თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა.

მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა

ასხნა;

ჩემი თქვეს, თუ: «ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი

ასხნა!»

620

“მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,

აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;

მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,

გვითხრობდეს: «მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი

სისხლნი მიდიან!»

621

“ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-

მეფობით,

თვით თავსა მათსა - მონად და ჩემსა - ყველასა სეფობით;

დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის

მკრეფობით,

ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის

ამბის მბობა

622

“დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,

ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით;

ფრიდონ მითხრა: «გითხრობ რასმე, - ვთამაშობდით,

ცხენსა ვსხედით, -

ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით».

623

“მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა

ესოდენსა:

«დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, -

ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა,

აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

624

«ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;

ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა.

ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა,

ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.

625

«ვთქვი: «რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ

მხეცი?»

ნავი იყო, გარ ეფერა სამოსელი მრავალ-კეცი;

წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი,

მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.

626

«ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.

ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.

მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!

მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

627

«სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,

იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;

დავაპირე შეტევება, ვთქვი: «წავიდე მათკე მე, წა,

ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!»

628

«ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და ხრიალსა,

ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი

წრტიალსა.

ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,

გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა».

629

“ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,

ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,

ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე.

ვუთხარ: «მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ისც ხე!»

630

“ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა,

მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;

ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა,

თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი

გარდმოთოვა.

631

«ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!»

მოვახსენე: «ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად!

იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად;

აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად».

632

“ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული;

მან მითხრა, თუ: «რას ვიტყოდი მოცთომილი,

გაბასრული!

შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული,

სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა

სრული».

633

კვლაცა მითხრა: «ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად

უხებს,

მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს,

იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,

ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს».

634

“წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა;

ფრიდონს ვუთხარ: «ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ ა,

ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა,

მაშა რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?

635

«არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,

ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:

რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენად ჩემად და მისად?

თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად».

636

“მან მითხრა: «ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?

მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;

მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?

ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.

637

«ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა,

შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;

აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა.

ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და

ვალთა!”

638

«ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,

მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია;

მუნამდისცა მოიჭირვე, - გონებამან არ დაგლია.

ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია».

639

“კაცნი იხმნა მასვე წამსა, - ესე საქმე დავიურვეთ, -

უბრძანა, თუ: «ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,

მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;

თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, ანუ ურვეთ?»

640

“აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს;

უბრძანა: «ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს».

მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-

მლხენოდეს,

უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

641

“ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,

მითხრა, თუ: «მცთარვარ, აქამდის ვერ მივჰხვდი

გასაგონოსა

ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!

ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!»

642

“რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა

მცნობელნი,

ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი;

ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი,

მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი

შეუშრობელნი.

643

“მე ფრიდონს ვუთხარ: «ესე დღე ვითა მესაზაროების,

ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;

უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,

დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

644

«მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,

ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!»

ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი,

მითხრა, თუ: «ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი

ყოველი!»

645

“თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს;

მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ კერძ ირეს,

მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:

«ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირ ეს!»

646

“ეგრე ვუთხარ: «თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების,

მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების;

ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,

ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების».

647

“მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი,

მითხრა: «ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი,

ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი?

თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა, სიფიცხენი».

648

“ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი

ვღვარენით;

მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.

სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ

ენით.

გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი

დავადარენით.

649

“ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე,

რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე,

მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;

გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

650

“ვთქვი, თუ: «ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა,

ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!»

მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა:

«ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

651

«აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,

ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ

მონადენთა!»

რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,

მითხრეს: «ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა

ჩვენთა!

652

«უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა!

ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა

ნატერფალსა!

თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა,

სატურფალსა!»

თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.

653

“ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,

მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;

სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.

გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე

მთანი.

654

“ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,

შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,

მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.

საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

655

“დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა;

მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა;

მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა,

ასი ერთ კერძოთ მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.

656

«აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;

ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ

ვბნდები,

ესე ქალი არ დამაგდებს, - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, -

ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

657

“რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,

ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;

ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ

ახავს;

რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

658

“მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;

მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;

მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები;

სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

659

პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა,

ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა;

ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა;

მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

660

ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან:

“შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან;

გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან,

აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

661

ავთანდილ უთხრა: “მე შენი გაყრა არ მომეთმინების;

თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.

მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების,

შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

662

“რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,

მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი,

მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:

სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

663

“რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი:

ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი;

კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.

აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

664

“იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;

მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;

შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,

ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

665

“რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო,

მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო,

კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის

ვირო,

ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ

გატირო”.

666

მან მიუგო: “უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი?

გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;

რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი!

ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი,

განაზარდი.

667

“პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,

გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს;

თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით

გამიკითხოს!

შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

668

ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი,

იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;

შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,

მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

669

ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;

რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა;

ტარიელს თუ ვით ეწყინა, - რა ქმნას, - ამას ვერ

მიმხვდარა;

ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

670

ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა,

მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა,

ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა;

მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

671

“ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,

ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა;

აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,

შეიგენით, მივსცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილისა

არაბეთს შექცევისა

672

იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა!

პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი განამხოკლა;

სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლი

განამლოკლა;

მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

673

მუნ მოვიდა, სადა-იგი მისნი სპანი დაეყარნეს.

ნახეს, იცნეს; რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს.

შერმადინსცა ახარებდეს, ფიცხლად თავნი მისკენ არნეს:

“მოვიდაო, აქანამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!”

674

გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,

აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა

მრწყველსა;

ესე თქვა, თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ

ბნელსა?

მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ

მრთელსა!”

675

ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა;

უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა

გჭირსა!”

დიდებულთა თაყვანის-სცეს, აკოცებდეს, ვინცა ღირს ა,

ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ უნდა მცირსა.

676

მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული.

მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.

მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.

ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

677

შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული,

ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული.

ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-

დაფახული:

“უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და

ხული”.

678

მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:

“შენი წასლვა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!”

მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა,

ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.

679

არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა;

შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,

ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.

მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

680

შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და

დიდობით!

ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით:

მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა

ფლიდობით,

აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და

მშვიდობით”.

681

როსტევან - მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი!

შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:

“ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”.

ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

682

თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:

“ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”.

იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,

მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

683

მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;

ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.

მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,

დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა

მთრვალსა.

684

რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა;

აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;

გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;

მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

685

მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა

მზესა.

მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.

პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა,

სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

686

მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;

ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.

მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა.

უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

687

სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;

დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა;

მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა,

მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

688

“მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ

ახისა!

მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,

ვინ უნახავ-ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;

ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს-მყოფი, ახ ის ა!”

689

რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,

ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან,

ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან.

წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან:

690

“ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სახლად აქვს დევთა

სახლები,

საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები,

ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა-ნახლები,

აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

691

რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,

ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა,

ეამა, უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა:

“ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

692

გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა;

მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა,

კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა

ბრძენითა:

მისლვა ებრძანა, - ეამა, თქმა არ ეგების ენითა.

693

ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი,

ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს რული, ფერ-

ნამკრთალი,

ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი,

მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

694

მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი,

წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა

მჭევრი;

ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,

მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!

695

ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;

სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა;

უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა;

უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ჰნახენ ძებნითა ვისითა?”

696

ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,

ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა.

ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,

მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

697

მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მი, ნები;

იტყვის: «დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა

მინები».

მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს

მოუთმინები”.

მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

698

სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის,

ჭირსა,

მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:

“საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩნსო, ვით ნადირსა,

ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.

699

“ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების?

მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;

თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების;

ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

700

წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად:

“ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;

ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა

თმენად”.სს

ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა

დენად!

701

ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,

განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;

იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა,

რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

702

ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?

მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა, არ-დასაწვავისა;

დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა,

მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

703

“ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;

კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,

აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

704

მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:

პირველ, შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი

დაკარგულისა,

მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა,

ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

705

“საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:

ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.

მაშინ ჭირი ჩნდა ჩემზედა, აწ ასრე ლხინად უხვდების,

რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ

შეუწუხდების?

706

“შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.

ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,

ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ხამს მართ უიცისა,

ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი,

ცისა?”

707

ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,

ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,

ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,

თუ გეახლო, ერთხლ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

708

“ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი!

გული ძეს საგნად ისრისა, მესრვის საკრავად სამალი;

დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;

მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

709

“მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე!

ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე!

მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე,

სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!”

710

ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის

მხდელი,

მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;

ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი,

ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

711

რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,

ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,

მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!

ვაი მოყვრისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!

712

მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა.

ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა.

მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა.

იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა სისხლთა

ხვრეტითა!”

713

ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,

რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს;

რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,

მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

714

სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და

ღარად;

იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად;

მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად!

ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

715

“ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,

დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,

დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია.

აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”

716

ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და

აწანწარებს,

გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა,

მიაწარებს.

საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,

ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

717

ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ

ბნდების,

მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების;

ვით მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი

მოაკლდების,

ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

718

“გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა

მნდომელი,

გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ

გამზომელი,

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

719

რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი,

მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი,

მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი,

პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

720

რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.

ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.

ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი

მსწრობი;

მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

721

მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!

ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა,

მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა;

მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

722

ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი,

შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი;

დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი

სრულნი,

ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

723

ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა;

ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა

ჰკრთებოდა.

ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი

დაიჯრებოდა,

უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

724

ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა.

მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა.

ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!

რაც ა აჯა დათმობისა, გულმან ვისმცა მოუსმინა!

725

წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?

მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,

შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,

ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად

გნახეო!”

726

ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;

კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა

წყაროთა.

არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა

მოვუგვაროთა?

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”.

727

კვლა იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა

წადება,

სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება,

მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,

ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა

როსტევან მეფესთანა.

ვაზირის საუბარი

728

რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;

იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-

ვფარე!”

დათმობასა ეაჯების გულსა: “შენ რა მოუგვარე!”

ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

729

ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული,

ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!”

მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული.

ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

730

ყრმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან;

ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.

ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან;

თქვეს: “სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა

ბუქმან”.

731

დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად

ხელეს,

მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს,

სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს.

გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

732

რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების,

ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;

რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების,

გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების.

733

“მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა;

მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა;

მას ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს

შეუზღველისა;

ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

734

“მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,

მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება, და;

რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,

მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

735

“ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:

«კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;

შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა»;

ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

736

“ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა

საკვეხელსა.

მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა

ცხელსა;

ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,

რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

737

“რაცა გითხარ, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;

თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, უსტასრასა:

არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქმნევს

რასა?

მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

738

“ჰკადრე: «ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ-შეუზრახემან?

ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან!

მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,

გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან.

739

«აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების;

გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების?

თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ

მოგხვდების;

ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

740

«წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ

დაჭმუნდეს;

თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს;

მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-

ბრუნდეს.

არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი

დაძაბუნდეს!»“

741

კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო,

წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო;

მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო,

ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

742

ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია!

შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია.

მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია,

ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ-საწყენია.

743

“თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ

წამაროს!

შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს;

მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!

არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

744

“გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?

ამიკლებს და ანუ მომკლავს: «ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!

რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!»

სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

745

“თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად

მოღორდენ!

რად გაგიშვან, რად მოტყუვდენ, ანუ მზესა რად

მოჰშორდენ?

შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ,

გაგვისწორდენ.

ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

746

ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა

ვიცი;

ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი,

ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი,

თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

747

“მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!

აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა

დაგვითბუნვებს,

ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;

ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

748

“მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!

აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.

სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;

ჭირნი, მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუხდიან!

749

“აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?

რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს;

ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა

მდინდეს,

მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

750

“არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად;

ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა

მოსადებლად.

ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად;

თქვი: რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”

751

ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,

ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც

დაშავდების.

ვიტყვი: მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ

მოგხვდების”.

752

რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა.

მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა.

შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა,

დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

753

მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული,

უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?”

მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული,

მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი

გაკვირვებული.

754

“ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს;

მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს.

აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს,

უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის

ფლიდობს”.

755

რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა,

კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,

თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა

დენითა!

მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

756

რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,

ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა;

შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ

მითხრობდა!

ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

757

“ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.

მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად,

ღადრად!

შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!

აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!

758

“ხამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს,

ოდენ სიტყვა უეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?!

მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!

შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან

მიიქედნეს!”

759

კვლა უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,

თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!

წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!

შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

760

დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა,

შეალეწნა;

დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა:

“ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!”

ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

761

ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ

იძრწივნებს;

გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა

მოიმტკივნებს;

შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს,

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

762

თქვა: “ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა

მიჩვენოს?

რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ, ვინღა

გამითენოს!

ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს,

ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”

763

ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;

ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა:

“მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშა ვითა,

ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

764

ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ

იწურვებს:

- მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა

შეიურვებს! -

“ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს,

თქმულა: «ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს».

765

“ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა:

რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა!

მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;

ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან

თმობა.

766

“მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია;

ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია;

განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია!

შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ

გამცუდებია”.

767

ყმამან უთხრა: “აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს.

იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.

ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან

აროს,

ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

768

“უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა,

მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა;

ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა

ბრძოლასა?

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

769

“მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების,

ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;

არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების,

მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა

გარდიფხვრების!”

770

მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი,

უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი,

მისნი მყოლნი აღ-ვე-ავსნა, მოყმენი თუ უნდა ბერნი.

გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

771

შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად

სარომან,

სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ

მიუმცდარომან,

სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა

მიუმხვდარომან.

კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

772

შესთვალა, თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით

გაქონო,

ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო?

თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო,

სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

773

მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი!

კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი;

ასრე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი.

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ავთანდილისაგან

შერმადინის საუბარი

774

შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა

მფენელი:

“ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი,

შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”.

მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი.

775

იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა;

მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულ-დგმული ვარ ვისგან

ვინა;

უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა!

რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

776

“თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს,

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე

ცრუობს;

გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს,

არას კაცსა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს.

777

“სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:

პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,

მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,

გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

778

“რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა!

აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.

რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა;

შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

779

“აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე,

სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე;

სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე,

სამსახური აქანამდის, კვლა გავლენა გააკვლადე.

780

“მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების,

ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი

კვდების!

შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;

პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

781

ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;

მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი!

მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!

წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.

782

“ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?!

ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?!

დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?!”

ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსამცა ცრემლსა

ჰღვრიდი.

783

“შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა,

მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა!

ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?!

გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

784

“თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;

არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?

გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!

ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!

785

“რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს;

არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.

ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.

მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

786

“მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,

ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს

მღერად;

ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად!

მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა

ვერად?!

787

“აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა;

შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა

ზრდილსა.

მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ

ქმნილსა,

ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა”.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან

მეფის წინაშე

788

დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:

“ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად!

ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა

მომდებრისად;

შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.

789

“ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა.

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;

მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-

თქმულსა:

«სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა».

790

“რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,

მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!

არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა

წყობისა.

791

“წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?

ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.

«სიყვარული აღგვამაღლებს», ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,

შენ არ სჯერხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

792

“ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,

ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,

ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი

ღმერთად,

იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

793

“რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების,

თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების;

მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

794

“რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.

ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;

აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,

სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

795

“არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;

არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;

წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,

არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

796

“რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,

გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;

თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-

მრავლად;

მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად.

797

“მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!

მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?!

ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,

პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

798

“არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.

რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა?!

799

“რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა,

შედრეკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!

კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

800

“ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა

კლდოვანი;

მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

801

“მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად:

ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;

მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად,

თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

802

“თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,

ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,

ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა

მისანდობელმან, -

მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-

მლმობელმან.

803

“მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,

შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები:

მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

804

“რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა

დასადებლად,

მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;

ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად!

შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

805

“ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,

ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ

გეთნევის,

არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,

შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

806

“გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, -

ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, -

ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,

ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა

ფრქვეულსა.

807

“გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.

აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!

ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი

ბნელითა,

სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან

საკრძალველითა!”

808

მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,

უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,

შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”.

მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა

809

ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო,

ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,

უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,

მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-

თქმათაო!

810

“ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ

ზესა,

შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,

მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,

ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის

დანათესსა!

811

“ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,

შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:

მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე!

თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა

შევსწირვიდე”.

812

რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,

შერმადინცა დააბრუნა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;

მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი

ღარნა;

პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

ცნობა როსტევან მეფისაგან

ავთანდილის გაპარვისა

813

აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა.

არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-

გამწყრალსა;

რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,

ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

814

რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,

როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან

თქმული

მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული,

აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.

815

“თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?

მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;

ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,

აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა

გააკვლადე”.

816

კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი,

რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:

“შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!

კვლა ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

817

რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,

მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.

მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი

წინანი,

ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მისცა

ვინანი”.

818

რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;

კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ

გაამჟღავნის;

როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;

თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

819

თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,

უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი,

მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!”

რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

820

კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად;

მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად,

მთვარულად?”

მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად:

“მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს

დარულად!”

821

რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი;

მოთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ

თვალნი რეტნი! -

პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი

მჭვრეტნი, -

სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!

822

“თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,

მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს

სენები!

გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები,

შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

823

“ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?

ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-

სრულსა,

ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,

აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

824

“ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომმცა დია ირები:

შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,

ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები,

მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

825

ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,

დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,

იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;

თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე

მიგვიდრკა ცისა!”

826

რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,

უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად

დაგვიძვირნა!

რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად

გაგვწირნა,

სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”

827

ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს

გვიანად.

მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?”

მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,

ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

828

მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი;

დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;

იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.

მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს

შეუფერი!”

829

რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;

მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,

ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი

სხვანი,

შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცნეს

გზანი!”

წასლვა ავთანდილისაგან

ტარიელის შეყრად მეორედ

830

მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს,

რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,

მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,

ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

831

აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:

მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა

მცრობასა,

წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,

უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის,

მიჰხდის ცნობასა.

832

რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის დაძრვად

ენისად,

მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა

დენისად,

ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა

თმენისად,

რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

833

თქვა: “ჩემო, შენი შორს-მყოფი კრულია, ვინცა

დადუმდეს,

რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,

თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.

სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!

834

“მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას მეჭვდე ლხენასა?

თავსა მოვიკლავ, მე თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა,

მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა,

მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

835

ტირს, იტყვის: “დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის

ათმანო;

ინდოთა რაზმი ჩემად კლვად თქვა, ესე ტევრი ვთხზა

თმანო.

თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მომკლა, სათმანო!

ბაგე-კბილო და თვალ-წარბო, მომცემდი პატიჟთა,

თმანო!”

836

იტყვის: “ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,

ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,

ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,

ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

837

“ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,

შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!

ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;

მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

838

ამას მოთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის,

დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის;

რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,

მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

839

მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!

შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,

შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,

მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!”

840

ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;

რა წყალი ნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა

წყლისასა,

მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა

ტბისასა,

კვლა გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.

841

მარტო მოთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,

მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის

კლდიანი,

შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი,

იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე ვაგლახ, იანი!”

842

აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,

რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ

გვარსა!

ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა.

ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

843

რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,

ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების;

ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.

კაცი კაცსა მოელოდეს, მოლსვა დია ეამების.

844

ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?”

ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,

ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;

აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით, არ ამბავითა”.

845

ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;

ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა,

იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!

ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!

846

“მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,

რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა

მისჭირდა?

მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?

მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!”

847

კვლა ქალი ეტყვის: “მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა,

მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:

არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?

იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

848

“გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;

უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.

შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

849

“შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,

მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა!

ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა,

ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

850

“ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია:

არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,

დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი

სდენია;

თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა

ბრძენია.

851

“მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-

მოდებულსა:

«მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე

დებულსა».

მიბრძანა: «მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,

ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა.

852

«მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,

მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომმცა გამდის რუები;

თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და

უები,

ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს

სათუები».

853

“ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;

ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა.

მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულთქმისა ზედა-

ზედისა,

დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!

854

“ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:

«ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».

აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;

თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”.

855

ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად

მისად,

მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად:

გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად

წყლისად,

მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

856

“ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და

ჰბურვენ,

მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ

ვასურვენ,

გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი

მოვიმდურვენ,

ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

857

“პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად

ცხოველი,

მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი!

მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,

მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი.

858

“ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,

არ ვუტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა;

აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,

ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

859

“დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,

არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო;

წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,

თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა

ვჰკადრო!”

860

ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,

ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;

ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა;

“რად მიმეცო ამა ჭირსა?”, ბედსა ამას უზრახვიდა.

861

იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა

მხედსა,

რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?

ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა,

მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!

862

“მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,

იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;

მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,

სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

863

კვლა იტყვის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა.

რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?

სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,

აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”.

864

ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი,

ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;

სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი;

ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

865

იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე,

რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!

გამკითხველო, გამიკთხე, აჯა ჩემი შეისმინე,

დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მომილხინე!”

პოვნა ავთანდილისაგან

დაბნედილის ტარიელისა

866

მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,

ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;

ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუყრილი;

თქვა: “უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი”.

867

რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,

აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;

ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,

ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

868

რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:

ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,

საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,

მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

869

ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-

მოცხებული,

კვლა სხვაგან - ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-

დანარცხებული;

მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის

გაფიცხებული.

მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

870

თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,

მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.

ყმა სახელ-დებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა,

ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!

871

ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,

ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა;

ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და

ხელსა?”

მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

872

ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.

ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.

მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.

ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა!

873

უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,

გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;

აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.

მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე”.

874

ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?

ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?

ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?

რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

875

“თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:

ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.

თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

876

ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,

მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა

აისრულებ?

ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა

მოიძულებ,

თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად

იწყლულებ?

877

ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?

ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?

მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?

არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

878

“ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად,

პირად?

მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?»

მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების

რაცა ძვირად;

ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად».

879

“რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,

მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?

უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო,

რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?!

880

“ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,

ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა,

რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა,

ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.

881

მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,

ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;

რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა!

აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

882

“ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:

აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,

მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე

გავიხარენით,

მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

883

“საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!

მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს,

მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს.

ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს!

884

“მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:

სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;

არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი

რასა?

დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.

885

“რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად

მაგისად,

სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის

წამისად;

აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,

მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.

886

“ბრძენი! ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს

ბრძნობასა!

ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა;

ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;

მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა”.

887

კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა,

ეტყვის, თუ: “მოჰკვდე, რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა?

ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა!”

ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა, ვერა, ვერითა.

888

მერმე უთხრა: “აჰა, რათგან არ მომისმენ არას, არა,

აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;

თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-

მჭნარა!

ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!” - ცრემლი ამდუღარა.

889

“სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,

მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;

ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,

შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

890

“ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,

ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,

ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;

მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!”

891

ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა,

იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,

ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა;

დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

892

ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”.

მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;

მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,

ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

893

შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,

მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,

მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;

მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

894

რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,

განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,

ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან;

ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

895

შე- რასმე -ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული:

“ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:

ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,

რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე

სული”.

896

მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!

ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,

მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;

არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

897

ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა;

აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ

თნევასა:

სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრისა ლევასა,

ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

898

“სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,

უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;

აღარად გინდა ასმათი, - ნახე მართალი ბრჭობილი! -

პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი

დობილი.

899

“თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,

თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი

ხმობისა,

მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი

ცნობისა,

გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

900

მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-

მეტად:

საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;

მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,

რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა

რეტად”.

901

დაჰმორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი;

ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:

კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

902

ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა,

გულსა,

მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად

წყლულსა;

არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა

თქმულსა:

არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

903

“არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!

არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?

მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.

ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-

გვხვდების”.

904

მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად

ღირდეს, -

გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა

ჰგმირდეს, -

მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავძლო, მეტის-მეტი რა

მიმჭირდეს!

შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?!

905

“ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,

მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-

შრტების;

რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,

თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!”

მბობა ტარიელისაგან

ლომ-ვეფხის დახოცისა

906

“რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,

მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;

შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,

ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა

ცხენითა.

907

“იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს;

ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,

ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,

მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

908

“ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ერთგან

რებულნი, -

სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსეს

დებულნი, -

შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი,

ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

909

“პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:

თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ

დაჰრიდნეს;

გამოჰრიდა ვეფხმან გული, - დედათამცა გამოჰრიდნეს! -

ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

910

ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,

შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!»

ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა,

თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა

თმობასა.

911

“ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ

ხელითა;

მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;

მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა

მღვრელითა,

ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

912

რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,

გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;

მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;

სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა

ვჰღვრიდე!

913

“აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;

სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად

გიკვირდა!

სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”.

ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა, ა-ცა-ტირდა.

914

ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;

უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ

დასჭრი და!

ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;

თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ

შეგყრიდა.

915

“სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,

მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა

გასძლებს;

მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,

გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

ტარიელისაგან და ავთანდილისაგან

ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

916

იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს;

რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს!

მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,

აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

917

ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,

შენ ხარ სავსება ყოველთა, აგვავსებ მზეებრ ფენითა;

გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!

დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

918

ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია,

საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.

ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.

ვა შენი ბრალი, თვარა-და სიკვდილი ჩემი ლხინია!

919

“სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო,

ცნობილი?

მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა

ლტობილი!

უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!

ვა, წარხდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

920

ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;

იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?

შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,

გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ

ცხელი!

921

“ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,

ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?

გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,

ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ

დაჰლეო”.

922

სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;

ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა,

დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;

ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

923

მწვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,

მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა,

მას წეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,

დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის

დრამისა.

924

ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!

მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,

ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

925

მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,

იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი.

რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;

ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

926

ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?

რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;

კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,

არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

927

“აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა;

მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.

ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,

წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით ა.

928

“ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,

ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;

რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,

აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

929

ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?

შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა:

ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება

წყლულისა?

იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

930

“ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,

არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!

სდევს ფათერაკი მიჯნურსა, განჭვრიტეთ, გაიცადენით,ს

თქვენ ერთმანერთსა არ მიჰხვდეთ, მე სულნი

ამომხადენით!

931

“ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია!

ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!

ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,

რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

932

“თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;

ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,

მოვახსენე: «რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,

ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?»

933

“მან მიბრძანა: «მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,

შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად».

მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ

მახმურად,

აწ შევიქცე, რა ვუამბო? - «რად მოხველო ჯაბან-

ხრდლურად?»

934

“მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:

მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;

ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.

შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

935

“სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,

გწადდეს - გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა

შმაგითა;

მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,

ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა

დაგითა.

936

“ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა

აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;

ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა;

ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი

ყეფსა.

937

“ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსავ არ მოვიდე,

ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდი კიდე;

ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა

ჰღვრიდე,

მაშინ გწადდეს - იხარებდი, გწადდეს - ჭმუნვა გაადიდე.

938

“აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!

მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;

არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,

არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.

939

მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,

არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;

თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა

სწადდეს,

ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

940

“რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;

ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;

შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა

ხელობა,

უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა

გრძელობა!”

941

საუბარი გარდაწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;

ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;

შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,

ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

942

ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა

მღვრელია!

გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა

ელია?!

მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,

ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!

943

დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს.

ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი

დალამნეს;

სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,

მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე

ალამნეს.

944

ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,

ასმათ ტირს, მოთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ

ენანი!

მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,

ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!”

945

მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,

ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,

არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,

ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

946

ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა

დენისა!

რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?

მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,

აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა”.

947

ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,

მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:

“აღმოსავლეთით წადიო, პირსა იარე ზღვისასა,

თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა”.

948

თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა

პირსა,

სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა;

მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.

ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ

ძვირსა.

949

ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს;

მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს;

თვალთათ, ვითა წყაროს თვალით, ცრემლი ველთა

მოადინეს,

დიდხან იდგეს შეჭდობილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს.

950

გაიყარნეს ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,

ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ ვლიდეს შამბთა ეჯით;

ვირე უჩნდათ ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;

იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

წასლვა ავთანდილისაგან

ფრიდონისასა

951

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე

გჭირსა!

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!

მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

952

ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ხმა მისწვდების

ცათამდის,

იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა

მდის;

აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.

კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

953

ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა;

ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა;

კვლა თინათინის გონება ავსებს უფროვე ჭირითა;

ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

954

ვარდი ჭნებოდა, ღრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა;

ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;

გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ ა;

იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე,

მზეო, და!”

955

მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,

შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და

ბარად;

ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-

დამცთარად,

მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?

956

“თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,

მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?

მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;

წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ

გაამსივნებს”.

957

მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:

“აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,

ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა,

მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

958

“მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,

გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,

შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა,

მას უთხარ, თუ: «ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა».

959

“ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა,

ღმრთულსა,

მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;

ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!

მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის

წყლულსა?

960

“მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,

შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,

მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,

როგორ გასრულვარ, შენ იცი, გული არღა არს ლხენითა.

961

“მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,

ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;

შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,

ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

962

“ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:

მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს

წვასა;

დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა

ტბასა,

კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა ვითა თმასა.

963

“მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,

მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვლდები,

ზოგჯერ

ვწვლდები;

მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები,

მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის

ვკვდები.

964

“აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:

მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,

მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან.

მას გააგონენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

965

აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია,

რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია;

მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო

სთმობია,

მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

966

“თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, - სიცოცხლისა იტყვის თუსა, -

ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”.

მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა

რუსა,

მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

967

რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი

სდიან.

968

მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი:

კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით

მფრინველნი,

ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,

რუსნი, სპანი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.

მისლვა ავთანდილისაგან

ფრიდონისას

969

ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;

შორით ნახნა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა;

მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა,

ეს სამეფო ვისი არის, ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?”

970

მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა,

გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;

აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრეა ფრიდონ

მზღვრებითა;

ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ

დავბნდებითა.

971

“ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,

მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი

ცხენისა;

ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,

იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა”.

972

ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;

მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,

რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?”

მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე.

973

მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,

მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-

ხრმალი;

აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;

ვა, რად დაგვწვენ უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ

ალი!”

974

ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-

მოკლულნი,

ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-

ნაკლულნი!

თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით, არ

საპყრულნი!

ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან

მხიარულნი”.

975

კაცნი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,

ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა;

მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,

ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და

მინასა.

976

ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,

მოვიდოდიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,

ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,

გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

977

მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;

მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს

მსრველსა,

ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,

ისრვიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

978

კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,

უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?”

მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,

იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

979

მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,

გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!

მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე

ვითა,

ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.

980

მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;

ყმამან ცხენი შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა,

შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,

გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ

აქშინდა

981

იგი რა ნახეს მესროლთა, სროლასა მოეშლებოდეს,

ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,

იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,

ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

982

მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;

ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა;

მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.

ფრიდონს უკვირდა: “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის

წყრებოდა.

983

ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი,

რა ქმნეს, ალყა რად მოშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?”

მონა ფიცხლად მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,

დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის

თქმანი.

984

ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული.

- წა, ჰკადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:

ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,

ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

985

მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად,

უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად

დღისისად;

ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;

«ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად»“.

986

რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,

თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო

აუჩუქდა,

მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;

შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

987

ფიცხლად ჩავლო იგი ქედი, ჩაეგება ფრიდონ წინა;

რა შეხედნა, მან ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ ა?”

მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;

ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი

აფრქვევინა.

988

მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ;

თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;

რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ,

მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ან გაყიდონ.

989

ფრიდონისებრნი მოყმენი ვინა ვინ ვით ეგებიან!

მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან;

მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,

დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი

ჰკრთებიან.

990

ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ

სრასა.

დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა;

ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმენ ჯრასა,

თქვეს: “ასეთი ხორციელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!”

991

ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა,

გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა,

ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,

იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ

ყმობასა.

992

“მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,

დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,

ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა

შვილობით,

საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

993

“დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;

მინდორს ვნახეთ, ტარიელ ჯდა, ცრემლთა ღვრიდა,

ველთა რწყვიდა,

გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,

ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ

სწვიდა.

994

“მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;

მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,

ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგთა სული ჰხდებოდა;

მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

995

“მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად

მწყრალთა,

თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა.

რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,

ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

996

“ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.

მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.

მე ვერღა გავძელ მისისა ამბისა ვერ-დასტურობა,

გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლისა მურობა.

997

“იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.

მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;

ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-

მიხდილი,

შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

998

“ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია;

მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;

მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია,

ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

999

“ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-

ნაწთომი;

ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,

მიართმევს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი,

მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

1000

“მე უცხოს უცხომ მანატრა მოსმენა სანატრელისა,

მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.

რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,ს

ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

1001

“ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების, არ დადგების;

მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;

არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა

ჰკრთების.

ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

1002

“მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა;

შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;

მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;

შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

1003

“დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა.

დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა;

გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,

აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

1004

“შენი მან მითხრა ამბავი მისგან ძმობისა შენისა,

აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ - საქებარი ენისა;

გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,

მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა

ამაზრზენისა”.

1005

აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა;

ორნივე სწორად მოთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,

გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა,

მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა

საგუბარითა.

1006

ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,

ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.

ფრიდონ ტირს, მოთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა

შვიდისა:

“უხანობა და სიცრუვე, ვა, საწურთოსა ფლიდისა!”

1007

ფრიდონ მოთქვამს: “რა შეგასხა, ვერ-საქებო, ვერ-

სათქმელო!

ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსმელო,

მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,

ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

1008

რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;

თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;

შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია,

ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

1009

ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;

სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.

ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა,

მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

1010

ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული

სრულითა,

სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;

მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!

შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-

წასრულითა.

1011

შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:

იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;

თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით თქვა ქება

მათი!

ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1012

დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,

უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,

მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,

მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

1013

მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა

გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,

შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა,

შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

1014

ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,

ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა,

სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა

მიაპყროდა,

მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1015

ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:

მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩნს და მით თავსა ვევნები,

მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს

მოუთმენები,

გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1016

“მართალ არს, შენი გამყრელი თვალთათ თუ ცრემლსა

ღვრიდესა,

დღეს წარუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;

დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა

სწვრთიდესა;

სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

1017

ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის;

ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;

წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, მტერი შენი დაემხობის,

მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1018

“ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი;

თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,

აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.

არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი ცრემლ-ნადენი”.

1019

მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,

სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,

სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ-ნაკლულითა,

ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1020

ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა;

წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა.

აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,

მოთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ

დაგვზრვიდა”.

1021

ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა, მიეცნეს წუხილსა.

მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა;

ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა,

იტყოდეს: “მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ

წუხილსა!”

1022

ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,

მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა,

მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,

ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

1023

“აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,

კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, სახედავითა შავითა;

ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,

შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველი ჩნდა

ვითა”.

1024

მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა

ღვრანი,

აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,

გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,

ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკლველი

ტანი.

წასლვა ავთანდილისაგან

ნესტან-დარეჯანის საძებრად

და ქარავანთა შეყრა

1025

ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა.

არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა;

იტყვის: “მოგშორდი, სიცრუვე, ვა, საწუთროსა კრულისა!

შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1026

“რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირთა სამს ალებისა?

რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?

არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,

შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.

1027

ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,

წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,

დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა

ფონითა,

ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა.

1028

სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,

ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი.

ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი.

მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს,

დაყმუნვებულნი.

1029

მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა.

შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.

ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,

ჰკითხა, თუ: “ვინ ხართ ვაჭარნო?” - მათ საუბარი

ჰკიდესა.

1030

უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.

მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.

ჰკადრეს: “ხმელთა სინათლეო, შენ ამოხვე ჩვენი მლხენი,

ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.

1031

გარდახდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,

მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვმან მაჭარნი,

ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი,

საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან

ნაჭარნი.

1032

“ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,

ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;

ვჰკითხეთ, თუ: «ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?»

გვითხრა: «თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე

ბარე?!»

1033

“თქვა: «ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,

ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა,

მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა;

ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!»

1034

“ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,

დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა;

შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,

ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია

რჩომისა”.

1035

ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად

ცთების!

რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;

მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-

მწვთების,

ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა

დააცვთების”.

1036

მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,

თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა,

აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”.

შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.

1037

სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა.

მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.

გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,

მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1038

კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;

შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;

ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,

ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს ა.

1039

“უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;

განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;

ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, -

ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1040

“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,

შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;

მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი

მკლავნი!

მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

1041

ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.

მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;

ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,

ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა

ხრმალითა.

1042

კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,

აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;

ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,

კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1043

ძელი მოსტეხა ავთანდილ დარჩა ნავ-დაულეწელი;

შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;

ვეღარ გაესწრნეს, გარდუხდა მტერთა მი და მო მლეწელი;

არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

1044

მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;

ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;

ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის

რვასა;

დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1045

გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.

ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა

სჯულსა!”

არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.

მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს

სიყვარულსა”.

1046

კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!

არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი!

დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,

ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა,

თუნდა ხრმალი.

1047

მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,

ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.

უსამ ნახა მხიარული, - გაეხარნეს, არ იახნა,

ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1048

ავთანდილის მაქებელად ათასიცა ენა ენდა!

ვერცა მათ თქვეს, ნაომრობა როგორ ტურფად

დაუშვენდა;

ქარავანმან იზრიალა, თქვეს: “უფალო, მადლი შენდა!

მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1049

მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა;

ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა:

- მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, -

“შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ

ძნელსა”.

1050

ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა

მხადსა,

ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა,

იგი იქმენ ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;

ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1051

“ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი

თქვენი.

მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?

აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე, რაცა ვთქვენი;

ნავი სავსე საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1052

ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,

ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს.

მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,

ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს.

1053

იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,

მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!

მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;

დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1054

ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:

“შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენც ვიცით ჩვენი

ცვილობა;

რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,

რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა”.

1055

ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,

ღმერთსა შეესმა ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია,

მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია!

რა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1056

“მე თუცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,

ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;

რას ვაქმნევ თქვენსა? რად მინდა? ოდენ ვარ თქვენი

მხლებელი;

სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1057

“აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,

რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,

ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:

საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი.

1058

“ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,

«თვით თავადია ჩვენი», თქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.

მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;

თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”

1059

ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;

მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია,

რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია,

მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1060

მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან,

მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;

შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,

მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა,

სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისა

გულანშაროს მისლვისა

1061

ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.

ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,

გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა მეტად ბევრითა.

მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

1062

მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა;

ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;

მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა;

იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1063

მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა,

მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა

მკრთომელსა,

ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:

“ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა

მჯდომელსა?

1064

“წვრილად მითხარ ყველაკაი, - ყმა მას კაცსა ეუბნების, -

რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?”

ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად

მემეცნების;

რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1065

“ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,

თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;

აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა;

მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და

დავლითა.

1066

“აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყოს ბერები:

სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები,

ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-

ფერები;

ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ ა მტერები.

1067

“დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ:

იყიდიან, გაყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;

გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით

ჰკრებენ;

უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1068

“მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;

ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა:

თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა;

პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1069

“რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა

სძღვნიან,

უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,

უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;

მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაყიდიან.

1070

“თქვენებრთა საბატიოთა მათ ჰმართებს გამოსვენება;

დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება.

აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!

გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1071

“ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,

პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;

მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;

წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

1072

ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”.

მებაღე მირბის, იხარებს, ოფლნი მკერდამდის ჩასდიან.

ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან,

ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1073

“ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა,

საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;

ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.

მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1074

ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,

მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი;

შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი;

მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა - თათი.

1075

ზარი გახდა, შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად,

იქით-აქათ იჯრებოდეს: “ვუჭვრიტოთო ამას რულად!”

ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-

წასრულად;

მათთა ცოლთა მოიძულვნეს ქმარნი, დარჩეს

გაბასრულად.

1076

ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,

მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა;

ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;

ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე- ვით -ვატყევ, არ ეწყინა.

1077

ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა

მზმელი

ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,

მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-

მსმელი;

დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

1078

მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.

ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ:

“ვარგა”.

ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;

სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა.

1079

დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,

ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა,

ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ, - აჰკიდა, გააწევინა, -

თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე

ვინა”.

1080

ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა.

ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;

ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა-მქისსა;

ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.

ფატმანისაგან

ავთანდილის გამიჯნურება

1081

სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:

გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და

მოგენდობის,

მართ ანაზდად გიღალატებს, - გაჰკვეთს, რასცა დაესობის,

მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1082

ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,

სიყვარული მეტის-მეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა.

დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,

იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!”, აწვიმებდა, ცრემლთა

ღვრიდა.

1083

“მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა

დამიძვირდეს!

თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავძლო! ცეცხლი უფრო

გამიხშირდეს.

ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა

სჭირდეს?!”

წიგნი ფატმანისა

ავთანდილთანა სამიჯნურო

1084

დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,

მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,

მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი,

უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:

1085

ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი

დასაბადებლად,

მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა

მწადებლად,

ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა

მადებლად,

მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1086

“შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ

ბნდებიან,

ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ

კრფებიან!

შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან,

სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1087

“ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა

თხრობასა,

მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ

თმობასა,

გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,

თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივჰხვდები ცნობასა!

1088

“მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,

ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,

მუნამდის გავძლო სულთა დგმა, გული რაზომცა

მტკიოდეს,

სიცოცხლე, ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი,

ოდეს!”

1089

ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.

ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი;

თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი,

რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი!”

1090

თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქმნევს, ანუ რა მისი ფერია!

მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1091

ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;

მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინ ა;

რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა,

რათამცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა

ისმინა!

1092

“ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა,

მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით

მავალთა;

მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომმცა, ცეცხლი, მწვავ

ალთა,

ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1093

თქვა:“დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,

აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;

რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,

მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა

დამალულსა”.

1094

კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ

მოსთმინდების;

მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;

ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების,

კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

წიგნი ავთანდილისა

ფატმანთანა

1095

მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.

შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა

დება;

შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,

შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.

1096

ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!

მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,

აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვებ მარტოსა მე,

მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1097

მას ღამითვე, საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,

შეღამდა და წა-ცა-ვიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა:

“ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”.

მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა, თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1098

წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუწვევითა.

ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა,

დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე, ვითა,

ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1099

ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი;

შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,

შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი,

დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.

1100

ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.

მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;

უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,

გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

1101

“გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,

მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:

ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,

დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”

1102

ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი;

ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;

ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს

წკარნი;

თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით

მომაკარნი!”

1103

მოთქვამს: “მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი

შვილნი,

იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,

გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი!

ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1104

ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;

უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე

ვებული?

რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?ს

დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1105

დიაცმან უთხრა: “ჰე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,

ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;

დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა.

თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1106

“ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,

ხვაშიადის ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;

ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის

მხვრეტსა.

1107

“ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით:

მო- ვითა -ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,

მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!

მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა

ლამით.

1108

“თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,

დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი, რითა.

ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა,

თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1109

რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა,

ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!

“ამა საქმესა ვერ-ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნწე არსა”.

ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი

არსა!

1110

ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად,

წინამძღვარად,

გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა

არად;

იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად,

რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1111

მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,

კვლავე მიჰყივლა: “ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად,

თუ მო- ვითა -ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,

ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1112

ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;

ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა,

ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა,

დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1113

მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა

წინამძღომელსა;

ხმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”.

უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა?

იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.

1114

კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.

ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,

თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა,

თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.

1115

იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;

ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;

ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვცანითა.

ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

1116

მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია.

ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწასა გარია,

ზღვათაკე სარკმლით გატყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია,

მისთვის არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარია.

1117

ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.

წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!

ესე მიკვირს, სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა!

რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1118

“რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,

უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,

თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,

აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1119

“აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?

რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად”.

ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად,

გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა

შრეტად.

1120

“მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;

ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!

ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით,

თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად

დაემზადენით”.

ფატმანისაგან

ნესტან-დარეჯანის

ამბის მბობა

1121

ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა

არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;

ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,

დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

1122

“ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება

ძღვენისა,

მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;

ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა, ებნისა,

მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1123

“ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,

მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;

დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა

ვინ ა,

დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1124

დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი

ვსძღვენით;

ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით;

ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,

კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.

1125

“ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,

გავიტანე ხათუნები, - მათი ჭმევა ჩემგან ხამსა;

მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,

ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.

1126

“იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,

მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა

წაკიდებულნი,

მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი,

კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1127

“ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად, ამოდ,

დურად;

სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად,

რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,

მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1128

“უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა,

ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა;

შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,

მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა

რასა!

1129

“მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;

ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;

იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი,

გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

1130

“გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,

მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა;

ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა,

მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1131

“მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა,

აჰხადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა,

თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,

მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1132

“რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა;

დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,

უკმოვიხშევ კარი ჩემკე, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1133

“მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი,

ვუჩვენე: «ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი

რომელნი?

ჩაეპარენით, ჩაედით, ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი,

მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მნდომელნი.

1134

«თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და

დახოცენით,

მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!»

ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,

დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1135

“მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,

შევუზახენ: «დახოცენით!», დაიპყრნეს და თავსა

სჭრიდეს;

იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;

ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

1136

“რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!

ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა!

ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა!

მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

1137

ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;

ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;

ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,

ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი

თხელნი.

1138

მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”.

ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,

გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,

ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1139

“ვჰკადრე: «მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა

ტომთა?

იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?»

მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა,

ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.

1140

“რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,

გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა;

ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა

ღარითა;

მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1141

“მითხრა: «შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,

რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!

ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;

თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!»

1142

“ვთქვი: «უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა;

მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;

ხმობა, უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.

რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?»

1143

“ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი;

სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი,

ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი;

ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან

მოქრის ბუქი.

1144

“მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით,

მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით;

არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,

ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1145

“ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა,

დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა

ფრქვევა!

შევეხვეწი: «დადუმდიო», წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.

აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

1146

“შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,

შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები,

მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,

შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1147

“ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,

თუმცა მეკითხა: «ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?»

მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,

მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1148

“არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,

მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,

მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,

ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1149

“სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;

ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,

მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა:

სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე - ნაჭედისა.

1150

“მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი;

ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი;

ვთქვი, თუ: «ვუთხრა, გამამჟღავნებს, დარბაზს მივა ისი

ფლიდი».ს

ესე მეყო საგონებლად, შევიდი, თუ გამოვიდი.

1151

“ვთქვი, თუ: «არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა

მოეგვარების?

არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;

ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების;

ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

1152

“მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა

დებასა!

მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა;

არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,

სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

1153

“მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,

მერმე ვუთხარ: «გითხრობ რასმე, მაგრა პირველ

შემომფიცე,

არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე».

ფიცი ფიცა საშინელი: «თავიცაო კლდეთა ვიცე!

1154

«რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა,

არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა».

მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:

«მოდი, მომყევ აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა».

1155

”ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი.

უსენ გაკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი;

თქვა: «რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?!

თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ

ღმრთისანი!»

1156

“ვთქვი, თუ: «არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა,

რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;

მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,

ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა».

1157

“მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;

ვჰკადრეთ, თუ: «მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,

გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა?

რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი

ლალისა?»

1158

“რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა:

ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;

გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რე-შენდა,

მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

1159

“ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:

ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა.

კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,

«არა ვიციო, მიმიშვით!», ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1160

“დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი

ვლამეთ,

რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ!

ძლივ ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ,

ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1161

“უსენ იტყვის: «ბევრ-ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;

ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!

უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,

მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!»

1162

“მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით,

ახით.

შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით.

ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,

გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1163

“რა გამოხდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,

უსენ მითხრა: «არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩვენი.

მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი».

მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!»

1164

“უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები.

დავვედრე: «დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი

მთრვალები;

ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები».

კვლა შემომფიცა: «არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!»

1165

“უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი,

უსენ არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, -

წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.

აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი,

მსწრომელი.

1166

“რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,

კვლა შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა

ჭიქანი.

დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!

მართლად თქმულა: «არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა

რქანი».

1167

“უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს,

მთრვალსა:

«დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა

თვალსა,

მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა?

ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა

ნაათალსა».

1168

“თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: «ჰე მაღალო ხელმწიფეო,

ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!

რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?

დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

1169

«ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი

ძღვნისა;

სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის

ძისა;

მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მსგავსი

მზისა,

მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა».

1170

“რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,

უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.

მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,

უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის

თქმულისა.

1171

“მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.

შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,

თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,

მოვიდეს; დია გავკვირდი, ვთქვი: «რამე საქმე ზესია».

1172

“მისალამეს, «ფატმან, - მითხრეს, - ბრძანებაა ღმრთისა

სწორთა:

დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა

ორთა,

აწ მომგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა».

ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1173

“მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: «რა ქალი გინდა,

რომელი?»

მათ მითხრეს: «უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა

მკრთომელი».

არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი,

ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1174

“შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-

დასხმულად,

ვჰკადრე: «მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ,

რულად!

ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა

სრულად,

შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-

მოკლულად».

1175

“მან მითხრა: «დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!

ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.

კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!

სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ-ახალია, ძველია».

1176

“თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი,

ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი,

ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.

მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1177

“შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა,

თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,

თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა,

მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის

კვდებოდა.

1178

“ვარქვი: «ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი».

მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი.

ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;

იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1179

“ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,

ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები;

იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,

გაკრთომით უთხრა: «ჰე მზეო, აქა ვით მოიგვარები?»

1180

“ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა

მფახველად;

მეფემან ბრძანა: «გამხადა ნახული მე უნახველად,

ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად!

ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ,

ველად!»

1181

“გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:

«მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?»

მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა;

თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

1182

“არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,

სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა;

ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა,

მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1183

“მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით

იხსნების?

ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების:

ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების,

მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.

1184

«ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი;

ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.

1185

«ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,

მე დავახვედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული;

მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,

მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა

მოშორვებული».

1186

“ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა,

გულოვანსა,

უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;

მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა

ხანსა,

მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1187

“მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,

მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,

დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,

მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1188

“მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!»

დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;

ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,

მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1189

“უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად;

ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად;

უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.

სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1190

“გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი,

ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: «რა ბედი მიც ჩემი

მკლველი!

სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის

ხელი,

რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად

ძნელი!»

1191

“კვლაცა იტყვის: «ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,

ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?

რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!»

1192

“ხადუმნი უხმნა, უბრძანა: «ისმინეთ, მოდით ცნობასა!

მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა

პატრონობასა,

დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა,

ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს,

ნობასა.

1193

«არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;

მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია!

სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია,

თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

1194

«უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,

თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ

ხანასა;

ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,

მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა».

1195

“შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,

მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი;

მისცა, უთხრა: «გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი,

მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი».

1196

“მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,

დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,

გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.

ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1197

“ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,

დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა

ღრჭენასა:

შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,

კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1198

“რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,

ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,

სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი.

დარჩა მთვარე გავსებული გველისაგან ჩაუნთქმელი.

1199

მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.

ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.

გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა!

შინა ყოლა არ შემომყვა: «რად მაწვეო», შემანანა.

1200

“მიბრძანა: «თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,

მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!

ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა,

ვირემდის ცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს

რბენითა».

1201

“შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,

შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ-მოკვნესი;

ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.

წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.

1202

“დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,

მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;

მე მკითხეს, ვარქვი: «თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე

ვარი,

მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!»

1203

“მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი,

მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი

ხლებულნი.

დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი.

მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-

კლებულნი.

1204

“მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;

აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:

მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.

კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1205

“მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად

ნასი.

ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;

ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,

ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

1206

“ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:

ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.

გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად,

აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!

1207

“დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა.

ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;

მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა,

ამად გკადრე: «ნუ მოხვალო», მოგაგებე მონა წინა.

1208

“აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის

არენით;

შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით;

ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,

იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1209

“თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა,

შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;

მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,

შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე

ქვითა!

1210

“მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! - მადლსა გკადრებდე მე

რასა, -

რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!

აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,

აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”

1211

ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;

არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1212

“იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,

რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”.

კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი

სდენოდეს:

“ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა

ჰფენოდეს!”

ამბავი ნესტან-დარეჯანისა

ქაჯთაგან შეპყრობისა.

ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა

1213

ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე!

შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;

პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?

მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად

არე!

1214

ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად

ხმელთა,

სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა;

მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა

ცხელთა,

ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა

გადმომღვრელთა.

1215

“სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა,

მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;

უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა,

ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1216

“დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, - ჩასლვა იყო ოდენ მზისა, -

წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;

ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,

ვთქვი: «კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა».

1217

“მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა,

მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა;

სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,

სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1218

“მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: «ამოდ

გავიხარენით,

მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,

არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით,

ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით».

1219

“მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;

მონამან უთხრა: «ჰე ძმანო, განგება რამე ზესია:

მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,

ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1220

«მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;

მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა:

მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,

აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1221

«დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,

ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;

მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია,

აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.

1222

«გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა,

შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა,

ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?!

როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

1223

«როშაქ ბრძანა: «მო-მცა -ვინ -მკლავს, მე ტირილსა არ

დავჰხვდები.

მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,

შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები,

მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები».

1224

«გვითხრა მისთა ხელისათა: «წავალ, თანა წამომყევით!»

წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.

დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით

თევით;

დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1225

«მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,

დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;

ვთქვით, თუ: მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა

ხმელსა!

დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1226

«ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; ზოგთა თქვეს: არის

მთვარეო;

მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო!

შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;

მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1227

«გვითხრა: «ვინ ხართ, ცხენოსანნო? თქვენ სახელნი

თქვენნი თქვენით;

გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით!»

ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,

პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1228

«ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;

მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;

ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,

კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1229

«კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.

არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;

როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,

აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1230

«კვლა ვჰკითხეთ: «გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ

ნათელისა,

ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?»

მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.

რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

1231

«არცა-რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი,

არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი;

ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი,

ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1232

«როშაქ გვიბრძანა: «ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ

სათქმელია,

ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;

ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,

მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1233

«ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია,

მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.

თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,

პირველ - მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია».

1234

«მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით;

დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა

მოვეკიდენით,

არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;

იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი

დენით.

1235

«მე როშაქს ვჰკადრე: «გამიშვი კვლა ადრე თქვენი

მხლებელი;

აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი».

მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,

თანა წავიტან, წა-ცა-ვალ მე მათი ზედა-მსწრებელი».

1236

“მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.

მე გავიგონე, შე-რე-მშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,

მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,

ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

1237

“მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა,

ვჰკითხე: «მითხარ, რას იტყოდი? გაგონება მეცა მინა».

მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,

ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.

1238

მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:

უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;

მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: «ნუ

დასდგებითა,

მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა».

1239

“სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა:

«მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,

ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად თვალნი, მართ ვითა

მზისადა,

ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1240

«როსანს შევჰრთოთო, - დულარდუხტს მეფესა

უბრძანებია, -

ჯერ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;

შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია».

ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1241

«ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,

მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია;

ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია,

დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1242

«ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:

ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,

მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,

მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1243

«გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,

ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,

ქალაქის კართა სამთავე - სამათას-სამათასები.

გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!»”

1244

ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,

რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,

შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:

“ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან!”

1245

ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის

სასურველად,

მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად,

მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად,

ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

1246

“მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,

მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!”

ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა

მკრთალსა,

არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.

1247

“ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი

კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი,

ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი;

მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი,

დაწბილებულნი.

1248

“იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,

ქართა აღძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,

ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,

სწადდეს - დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს - ბნელსა

ანათობენ.

1249

“ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,

თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”.

ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ

ცხელანი,

დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1250

გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა

მდენელი;

თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა

მომალხენელი;

ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,

წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ-მომფენელი!”

1251

მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.

ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;

ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა;

ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1252

მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა;

ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,

ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა

ძრწოლითა,

გული მხეც-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.

1253

ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა

შესართავისად,

შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;

იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდი ა ვისად,

უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად

ყვავისად!”

1254

მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;

გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;

ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1255

გათენდა. ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;

დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,

მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები:

“რაც გეწადოსო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1256

ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!”

სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;

მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,

მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1257

ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;

ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;

ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,

შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1258

ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.

მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა:

“შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!”

თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.

1259

პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა,

ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;

საღამო-ჟამ გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა,

ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”.

1260

ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა;

იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო, ხისა!”

გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,

ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1261

ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია,

დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,

მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,

ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1262

“გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა;

მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა,

თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა,

მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1263

“შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი.

მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, -

იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, -

მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1264

“რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად

მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;

მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი

სად,

გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1265

ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,

ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა;

უბრძანა: “შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,

ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ ნაფუშავისა.

1266

“მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა,

ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა;

ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,

ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა

ხლებასა.

1267

“მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული,

ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი, ჩვენგან ცნეული;

მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,

ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან

ძლეული!”

1268

ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო,

რანი,

დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!”

მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი;

უბრძანა: “ქაჯეთს გაგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1269

“აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემი შენისა გრძნებისა,

ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა

გზნებისა,

მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”.

მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა

ნესტან-დარეჯანთანა

1270

ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,

შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,

სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,

ბროლო და ლალო - ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

1271

“თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,

მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე;

შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე;

ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე.

1272

“მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,

ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთშიგან ქებული,

სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;

შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1273

“ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,

ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?

მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:

ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ ა?

1274

“რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;

მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე!

შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე,

ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

1275

- “წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები;

დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და

ლალები;

ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის

თვალები,

შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის, არ გებრალები?”

1276

ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა.

“ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!”

მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,

მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.

1277

წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა.

რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.

უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,

მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1278

ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,

შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი;

იგი მზე დაკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი,

შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად - იანი.

1279

ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად

დაჰბნდები?

მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები;

ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,

მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”

1280

პირ-მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა,

ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.

მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;

იკითხავს, სულთქვამს, უსტარსა ალტობს ცრემლითა

ცხელითა.

1281

მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?

ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?”

მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცნებელი,

რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1282

“ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;

მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;

მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,

ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

1283

“აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,

მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა

ჭირითა.

იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა;

მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა

ხშირითა”.

1284

ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი!

ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი?

უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი,

მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა

ფატმანთანა

1285

პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!

მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?

მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,

აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1286

“შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,

აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები:

ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები,

ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1287

“სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:

ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,

მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,

რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

1288

“ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,

იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,

მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია,

უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!

1289

“შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,

ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;

გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,

ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.

1290

“მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე

სწორითა:

მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.

ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,

არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

1291

“გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,

მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;

ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,

თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა

საყვარელთანა

1292

აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,

მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი!

დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,

ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.

1293

“ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,

ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები,

მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, -

გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1294

“ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!

რაზომმცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.

ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია;

უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!

1295

“ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან

კრულმან?

ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,

ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან

დალახვრულმან!

გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1296

“შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;

ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე;

აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,

ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

1297

“შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,

გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!

მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;

ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1298

სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:

ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.

ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!

აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1299

“აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,

არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,

კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;

ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1300

“ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ

გარდასწვდებიან,

გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,

დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,

მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1301

“ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა?!

ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;

შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;

მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

1302

“შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,

ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა.

არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;

ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1303

“შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი,

შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი

მზენი!

აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი

კლდენი,

სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1304

“ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა

შრომასა,

ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;

მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა

ნდომასა,

დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1305

“მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,

განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!

მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,

თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა

ტკბილი!

1306

“მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან

სულსა,

მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;

მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;

ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, შენთვის

დაკარგულსა!

1307

“წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,

მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-

აღუპყრობელსა,

გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,

მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-

შეუშრობელსა!

1308

“რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;

ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.

შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,

ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1309

“აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!

გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,

ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.

რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა”.

1310

ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,

რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.

თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,

ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1311

იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მომავალი,

წამ-ერთ მიხდა ფატმანისას, დღე იარა არ-მრავალი.

რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,

ხელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა

მთრვალი.

1312

ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი,

დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი,

წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა

შარშანდელი,

ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-

ამწყვედელი”.

1313

ხათუნმან უთხრა: “ჰე ლომო, ცეცხლი აწ უფრო

ცხელდების,

მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;

ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, - ხელი ეგრეცა ხელდების, -

თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

1314

ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი,

უბრძანა: “მკვდარნი აქამდის აწღა ვართ

დაცოცხლებულნი,

რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი,

ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით

ვაგლახებულნი!

1315

“მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი;

მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.

მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,

თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1316

“ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;

მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს

შევეყრები;

აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,

ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები.

1317

“სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა”.

მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ლარისა,

უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,

ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა”.

წიგნი ავთანდილისა

ფრიდონთანა

1318

დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,

ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,

მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,

უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1319

“ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,

კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;

მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,

დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1320

“იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.

მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია.

ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,

ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1321

“გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,

სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების;

რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების,

არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა

გაგილბილდების.

1322

“აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,

გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე;

ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,

ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1323

“ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია:

ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია!

ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია?

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან

თქმულია”.

1324

ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან,

მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან;

შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა ჰგია,

მან,

მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1325

მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,

გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა;

მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა;

მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1326

ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა,

იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა

მწველითა!

რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა?

და-ცა-გვმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა!”

წასლვა ავთანდილისა

გულანშაროთ და ტარიელის

შეყრა

1327

გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა,

პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;

მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა,

ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1328

მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,

ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,

ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა.

სულთქნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1329

აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;

ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა;

უბრძანა: “გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად

შემხედვარითა,

მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.

1330

რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი.

ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი,

უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი,

სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1331

ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია,

სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;

ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო, რაცა მსმენია,

არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!

1332

“თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა,

მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა;

სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, - იგონებდა, იხედვიდა,

ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

1333

მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,

მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სიხარულითა.

ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა:

შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.

1334

ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი

სცხებოდა;

შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა;

ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა,

შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლდებოდა.

1335

ხრმალი გატყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა.

ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.

მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა,

ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად

პობილსა.

1336

ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:

- სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,

ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, -

“რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!”

1337

ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;

გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;

ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,

აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.

1338

ტარიელ უთხრა: “ჰე ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია,

ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, - ნახვა შენია;

სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია:

კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!”

1339

რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა,

მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გაძლო, აუჩქარდა,

გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა.

რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1340

წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან,

პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან,

სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან.

მისნი ვერ გაძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1341

ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა,

შეფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა,

ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა;

მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1342

ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,

ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა

ჭერითა;

გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა,

მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.

1343

პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:

“რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა;

წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად

დასაშრეტსა!

ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1344

“მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?

თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა!

ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა,

თქმულა: «სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა

ქებულსა!»”

1345

უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად.

ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად,

მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,

მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1346

ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;

ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,

თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.

ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-

ნაკრთომისა.

1347

ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,

ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,

მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, -

სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე

სტკივიან.

1348

აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,

ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,

მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.

იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

1349

ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა,

იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;

დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი

დღისისა.

ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.

1350

იტყვის, თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,

აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს დავსხდეთ ქმნად

ღიმილისად;

ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად!

ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1351

“ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,

მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი

ვარნეთ,

ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით

დავიყარნეთ,

უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1352

მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.

შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა

ჰკრთებოდა,

მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა;

ვინ ღირს ა, თუცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1353

ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:

“მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!

ვითა ზე-მთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა,

დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა.

1354

“მე ვერა გიყო, ნაცვალი, ღმერთი გარდგიხდის ციერი,

ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!”

შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;

აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1355

ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი.

შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, -

ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, -

მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

1356

აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა,

აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.

ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა,

არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.

1357

მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით:

“ჰე ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით:

ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი

ვქმენით,

აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა

ლხენით!”

1358

ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად;

მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,

ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად:

“რა ჰქმენო, რა სცან, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად”.

1359

ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,

ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა;

უთხრა, თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა;

მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

1360

ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,

გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,

ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა;

იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა!”

1361

ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია;

ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,

მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,

ბოროტსა სძლია კეთილმან, - არსება მისი გრძელია!”

1362

ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა;

ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;

ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.

1363

ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: “გვიყოო, რაცა

სჯობდა;

აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა”.

ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა.

ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1364

ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები,

გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები:

მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები,

მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები.

1365

“მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;

მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”.

ეამა, ადგნეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,

დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

1366

პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა,

მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა,

ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა;

ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა?!

1367

იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.

პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;

მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,

შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ-გახსნილი.

1368

ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,

ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხრმალი ბასრისა, მჭრელიო;

თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო!

უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო”.

1369

კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,

რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:

ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, -

ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1370

თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან,

ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;

ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,

მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

1371

თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;

ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმოთ

მონახედითა”.

აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,

თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს

ღვედითა.

1372

ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები;

გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები.

ავთანდილ თქვა: “ამას იქით დავამაგრო ხრმალთა ნები,

ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

1373

აქა, მხატვარო, დახატენ ძმათ უმტკიცესნი ძმობილნი,

იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი,

ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი;

რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.

ტარიელისა და

ავთანდილისაგან წასლვა

ფრიდონისასა

1374

რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,

ნურადინის ქვეყანამდი შეისვიან მათ უკანა;

მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;

ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა!

1375

იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;

ჯოგი ნახეს, მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა.

მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქმნევ კარგთა

სიშმაგეთა,

მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა!

1376

“ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,

გამოემართვის საომრად, ველთა სისხლითა დაღებად,

ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის

დაღებად, -

ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად”.

1377

დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა.

მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა;

უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა

ზესებსა?

ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

1378

მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს.

მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:

“გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა

ამოგვწყვიდნეს!”

ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ

დაჰრიდნეს.

1379

შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა.

ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.

იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა;

დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1380

რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”.

მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა;

ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას

გეწყინა?

პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

1381

ფრიდონ ფიცხლად გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის-

სცა.

იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა.

ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობით უსაზომო მადლი

მისცა;

დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1382

ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე,

მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!”

ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი

მთვარე,

ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1383

ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად

გებულსა.

ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა;

ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა;

მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1384

უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,

მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”.

მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:

“ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1385

გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;

აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,

დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,

თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1386

უთხრა, თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, -

ჰგავს, მოსწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა

ხელისა,

მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წასლვა სჯობს გზისა გრძელისა,

თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1387

“დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და

ცოტანი;

სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;

ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა

კოტანი,

მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო, ტანი.

1388

“ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა

გემაგრების;

ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების;

თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,

მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ

მოგვყვების”.

1389

იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა.

მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.

თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა.

ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ

შენაზარსა.

1390

ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა;

ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა.

ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს

მიახლებულთა,

აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1391

ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან:

რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან;

მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან,

გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1392

გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.

მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;

თქვეს: “ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა

ძნელია;

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

თათბირი

ნურადინ-ფრიდონისა

1393

ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ

დამცდარია:

ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;

პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,

ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1394

“ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,

მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან,

მწვრთიდიან;

ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან,

ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1395

“აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა,

მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა

გრძელისა,

მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა,

თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1396

“აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა;

შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,

ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!

თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

თათბირი

ავთანდილისა

1397

ავთანდილ უთხრა: “ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან:

ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი

გტკივიან;

სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ-ივიან,

მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან?!

1398

“რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება,

გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება;

წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება,

ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.

1399

“სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა

იდუმალსა,

ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,

სავაჭროდა მოვეკაზმვი, საქმესა ვიქმ მე მუხთალსა,

ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა,

ხრმალსა.

1400

“სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;

მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,

მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,

ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა

რუები!

1401

“შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,

თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად

გმირისად;

კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი

სად.

თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა

პირისად”.

თათბირი ტარიელისა

1402

ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,

თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა,

პირობა;

ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა,

კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

1403

“მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:

ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე

ვითა,

თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა?

ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ

სათნევითა.

1404

“მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:

გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,

სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ

ცხენები;

მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე

ნები.

1405

“ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ

კარებსა,

სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ

გარებსა,

მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა

ღვარებსა,

ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ

ნახმარებსა”.

1406

ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა:

მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კარსა ვერა;

ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,

თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”.

1407

ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა.

ამას ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,

ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,

გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1408

კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები,

დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:

გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,

ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1409

იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;

მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა

სვეტითა;

ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა;

დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1410

ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:

რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,

მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,

მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1411

თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია,

მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;

მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.

აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელნი ომნია!

1412

სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები;

თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.

მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები,

გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდა

ფარები.

1413

პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,

მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-

ხმიერად;

გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,

მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

1414

ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.

რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.

სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი,

იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1415

მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა:

კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო

მზისა;

მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე

ცისა,

ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი

მკვდრისა.

1416

კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,

აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.

სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახნეს კაფისა,

რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1417

ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს,

მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი

მოეღვარნეს,

უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,

თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?”, მისად ჭვრეტად თვალნი

არნეს.

1418

ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა.

ციხისა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;

მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,

ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტერისა.

1419

ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული,

თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,

ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული,

ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.

1420

გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს

ხვრელსა,

ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,

მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,

მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1421

ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;

ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს.

მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,

აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1422

მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.

კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.

აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბნეს სამნივე ძმობილნი,

მას მზესა მისცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი.

1423

მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,

აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა,

მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით

ნარნარითა,

ორნივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1424

ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,

მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;

არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,

თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს,

ითხეს.

1425

სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;

ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ

უხაროდა;

მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა,

რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1426

მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;

სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,

თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,

იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1427

სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,

წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია;

ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,

თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი

გარდუხდელია”.

ტარიელისაგან

ზღვათა მეფისას მისლვა

1428

ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,

შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით

მსპობელი;

ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;

მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1429

“აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;

მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;

ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,

მისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.

1430

“მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,

სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,

კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,

მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1431

“თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,

გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;

მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,

ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!”

1432

რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, -

წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა -

მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა

მბრჭობელსა,

მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.

1433

ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,

მას მოაქვს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა;

ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;

უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

1434

შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,

გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა

სპათასა;

შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,

ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1435

ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი

ნელი,

მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;

იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, განმინათლდა რათგან

ბნელი!

ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.

1436

ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ

გამწყრალი:

“ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გა-ცა-

მწკრალი,

აწ ეგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,

მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვარ არ-

დამზრალი”.

1437

ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა.

ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა;

უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,

პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ხიდსა.

1438

მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;

ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ-დანადები ფასისა,

იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,

კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1439

ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,

იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა.

დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა,

მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1440

ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი

ძღვენი:

ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,

თვითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,

მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა

თქვენი!”

1441

ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა:

“დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,

მერმე, აგვავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა,

ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.

1442

ზღვათა მეფე მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო,

მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ-მჭვრეტელთა შორით

მკვლელო,

მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო!

რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!”

1443

ტარიელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია;

დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;

აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,

მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.

1444

ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, ჰკადრებს მადლსა მეტის-

მეტსა:

“მე, მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;

რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა.

ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!”

1445

ზღვათა მეფესა ეტყოდეს სამნივე შუქთა მაფენი,

კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:

“უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი, ნა-ჩანგ-

დაფენი,

მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

1446

“შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი საესავიო,

მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო”.

მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო,

რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს

მკლავიო!”

1447

მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა.

გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა.

თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,

ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1448

გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა,

კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ

დანამტკიცართა;

ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა,

ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1449

მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,

კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა მათთა

მთხრობლად:

“მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,

ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქმნებით

დაუზრობლად.”

1450

იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,

მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა;

მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა,

მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1451

მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები.

ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,

ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰყრის ცულები,

აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1452

ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა,

უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა,

აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ-სიძვირით ა;

მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1453

ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-

დაზრულნი,

ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,

სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩნს, ოდეს გნახენ

მხიარულნი.”

სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი

მოყვარულნი.

1454

დიდებულთა თაყვანის-სცეს, მოახსენეს დიდი ქება:

“რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი

ღმრთება!

ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა

დება,

წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც

განკურნება.”

1455

მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს.

მეფე ეტყვის: “ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის

დაიხოცნეს,

იგი შვება საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს,

ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1456

“თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,

მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”.

ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,

ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.

1457

მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,

რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით

ახეს;

დადუმდეს და მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ

გსახეს,

თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა

ივაგლახეს!”

1458

“ვინ ღირს ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!

თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”.

კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნურად იქმ გამწარებასა,

ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1459

ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა;

მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა,

რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,

აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა

მილსა”.

1460

მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია;

სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია,

დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,

მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1461

შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია,

შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;

მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,

მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1462

გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები.

გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,

ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,

თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და

ნესტან-დარეჯანისა

ფრიდონისაგან

1463

მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,

წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად

ფრქვეული;

ავთანდილისთვის - ყვითელი და შავი ერთგან რეული;

მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-

დალეული.

1464

მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;

ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა

ლბილისა

ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;

ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1465

მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,

ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,

კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,

მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

1466

კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,

მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა

მრთელისა;

კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,

ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1467

იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.

ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.

აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა,

ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

1468

ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;

ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა;

დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.

აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1469

ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:

“არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,

არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,

მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1470

“ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,

აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:

შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,

ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1471

“უთხარ: «ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-

ნახულსა!

ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!

თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,

არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1472

«აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები?

ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;

ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები.

თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები».“

1473

რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,

მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა;

თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან

წყლულობა!

ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-

ნაკლულობა.

1474

“ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა,

საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით ა,

არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,

მას ზედა შველა რად მინდა?! რად მეჭვ რასაცა თნებითა?

1475

“რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,

ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი;

მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი,

უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.

1476

“მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი:

«მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?

ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი,

ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1477

«გებრძანა: «შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა».

ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;

მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა,

მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1478

«ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:

ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,

გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე,

მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ

მეომარე.

1479

«რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,

მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;

ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.

სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა

თნებანი»”.

1480

რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,

მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი.

ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,

ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.

1481

“მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:

«მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.

ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,

ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები».

1482

“ესე უთხარ: «ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო,

ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;

მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,

ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო»“.

1483

უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:

“არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”.

მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.

ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!

1484

ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,

ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად,

ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე

წელად,

კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-

მლეწელად.

1485

“რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,

გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!

მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-

ნამკრთალია!

ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

1486

“ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,

ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,

ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,

შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

1487

ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,

ხელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან:

“მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,

მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1488

“დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,

მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა,

დიდობა;

თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,

თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

1489

“მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,

არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.

რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!

ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1490

“ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,

რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.

რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?

დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით”.

1491

რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,

არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;

ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,

თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

სამთაგანვე ქვაბსა მისლვა

და მუნით არაბეთს

წასლვა

1492

ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს,

ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად

გააკვლადებს,

თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.

1493

ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,

თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,

ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი,

დანათხზენი,

მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.

1494

იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს;

მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა მიადინებდეს;

სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,

მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1495

მას ჰგვანდეს, თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;

იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა;

შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-

მიუმხვდარეთა,

სად ყოფილიყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

1496

ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი

მასპინძელობა;

მუნ მივალ, სადა ყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;

მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,

მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა”.

1497

მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა

კლდეთასა.

ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.

ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა,

ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა

დღეთასა.

1498

მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,

პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,

ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;

არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

1499

უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები,

კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.

აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათთანა ნარები,

მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაც-დაუკარები.

1500

ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად

გარდიხდების,

მაგრა თქმულა: «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ

წახდების»;

აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,

შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების”.

1501

ფრიდონ მდაბლად თაყვანი-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-

მეტი:

“მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?

მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი,

ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1502

ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,

სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად;

აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად,

ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.

1503

მიჰხვდეს არაბთა საზღვართა, რა ვლეს მრავალი ხანები.

დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები,

მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,

ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1504

ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,

შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;

მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,

გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1505

“მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,

ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;

მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,

დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.

1506

“აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,

შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.

ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,

ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის

მომიტანია”.

1507

რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,

ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;

თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,

ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-

წამწამისა.

1508

ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა.

ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა.

დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,

შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-

მაგრებისა.

1509

მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.

ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.

ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი,

თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!”

1510

რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,

ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:

“აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?

ამისთვის ვიწვი, სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა.

1511

“ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.

იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,

ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,

რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე

ხლებულა”.

1512

ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.

აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა.

მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,

ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1513

მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი.

ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,

მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი,

წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1514

ფრიდონ წაჰყვა. განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა,

ცნა მეფემან, ტარიელი მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა;

გარდახდა და თაყვანის-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,

სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა.

1515

ტარიელცა თაყვანის-სცა, მივა კოცნად, სასალამოდ;

მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,

გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:

“შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

1516

გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,

პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;

კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანის-სცა მან მეფესა,

მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1517

მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.

ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების;

მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!

რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?

1518

“ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა!

მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,

გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა,

ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1519

დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა.

ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა;

ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა-ქცევისა და ზმისა;

დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1520

“მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად,

მაგრა მოსრული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად,

მქენებლად;

თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,

ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1521

“აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით:

ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით,

დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით;

არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩემგან მიუმხვდარებით.

1522

“თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,

მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-

ნამკრთალსა;

მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა,

რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1523

“ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”.

ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა,

ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა.

გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1524

რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,

შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა,

მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი უკუმქარდა,

თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1525

“ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,

ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს;

გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ

მდინდეს;

სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა აღ-ცა-ფრინდეს!

1526

“მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა;

თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;

ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა,

რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი სჯერა!

1527

“თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ

მშურდა.

ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა!

თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად

მომსურდა?

დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1528

რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,

დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა.

კვლა მეფემან თაყვანის-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა,

ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1529

ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, -

ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა! -

წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,

მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1530

მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდახდა, რა მივიდა;

ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა.

მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა

ზრვიდა,

მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა?!

1531

მეფე კოცნასა ლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან;

ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;

უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან;

რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”

1532

მოეხვია, გარდუკოცნა მან პირისა არე-მარე:

“დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე;

ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა-რე,

გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

1533

მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,

ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;

იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირსა.

მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1534

ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას

ჰბრძანებ!

რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ?

მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,

შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1535

ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,

მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,

მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს,

ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1536

მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან.

დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან

კრთომილმან;

გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,

დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1537

ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო!

შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,

მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,

თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ

იანო”.

1538

გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;

ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა

ჩენასა;

სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა,

მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა.

1539

შესხდეს, წავიდეს ყველანი შინა თავისა მარებად,

ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,

არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,

ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1540

შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;

სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა,

მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა;

შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

1541

ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,

მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,

იგი სახლი განანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,

ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1542

თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა,

ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,

დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა

დღეთასა,

მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა”.

1543

ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა,

გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;

უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,

ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1544

ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა,

ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე და გამო გულმან კრთომა.

მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა

ზომა,

ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-

წახდომა”.

1545

“აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა

გრძელობა,

სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა!

ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ

შეუცვლელობა!

თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1546

მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:

“ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,

დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე - სიბერე ვითა სნება,

ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!”

1547

ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად

ეთაყვანნეს,

მოახსენეს: “მიწად ვექმნნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,

მორჩილ-ქმნილნი დაგვამდიდრნეს, ურჩნი მკვდართა

დაგვაგვანნეს,

მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი

აგულვანნეს”.

1548

ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება;

ქალსა უთხრა: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა

დება,

ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქვენი დება,

ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა

გაფლიდება”.

ქორწილი

ავთანდილისა და თინათინისა

არაბთა მეფისაგან

1549

მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე

ზენია,

მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;

ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა

ამაზრზენია,

ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1550

დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,

ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა,

შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,

მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.

1551

იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,

კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.

მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,

მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1552

მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა;

შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა;

მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი

მილისა,

ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

1553

არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი;

მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი;

გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი.

სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

1554

ხვალისად მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია;

ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია.

მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;

ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.

1555

“აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად”.

სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.

ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად

სწორად.

პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

1556

არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,

ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს

ხელმწიფობასა,

გასცემს და უქებს ყოველი უხვობა-იეფობასა,

ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა.

1557

მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,

სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;

რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, -

თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1558

კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,

ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,

კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,

ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.

1559

ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-

შედგმული,

ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული.

ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,

მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

1560

რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.

თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.

ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,

მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1561

ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად,

ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,

შესთვალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,

მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

1562

“უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;

წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,

ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა

ნებამან”.

1563

როსტევან ჰკადრა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?

რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,

ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,

თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-

სჭრიდითა”.

1564

ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.

მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,

ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?”

ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები.

1565

“არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!

«ცოლი უყვარსო, გამწირა», იყო ამისად მსახავად;

მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?

კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!”

1566

ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა;

უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;

რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”.

ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა

წვევასა.

1567

შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია,

კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.

კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.

არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.

1568

ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,

ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი,

მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა

გარდაჭდობილნი,

ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნიმცა ესხნეს

წდობილნი.

1569

მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,

ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;

არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,

მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი

იქედგოროსა.

1570

მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,

იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,

ვარდსა სწებენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.

მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1571

ნესტან-დარეჯან თქვა: “ნეტამც ყოლა არ შემოგცნებოდი,

მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი.

ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,

ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრე შენ ჩემთვის

ჰბნდებოდი”.

1572

თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა

ლხინებო,

რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!

ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი

ვინებო,

აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”

1573

კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;

ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა

თვალნი;

იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.

რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1574

როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,

ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა

უერთხელდების,

ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი

ცხელდების;

ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1575

ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და

კოცებით;

იტყვის, თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით;

რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,

შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

1576

ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;

სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:

“მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”.

უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს

სალა მე!”

1577

გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა

ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,

კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,

მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1578

სამ თვე ვლეს, - ღმერთსა მათებრივ სხვა რამცა

დაებადოსა!

მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!

მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,

ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

ტარიელისაგან

ინდოთ მეფის

სიკვდილის ცნობა

1579

ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი,

კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;

გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;

მეფე ბრძანებს: “მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი”.

1580

მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;

უბრძანა: “ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?”

მათ მოახსენეს: “სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,

ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია”.

1581

გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა,

მაგრა თავი უმეცარ ყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა;

უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა,

არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა.

1582

უბრძანეს: “გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა”.

მათ ჰკადრეს: “ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა

ზეცისა;

დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი

წვეთისა,

მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა”.

1583

თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობ, არის წყლიანი:

“ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,

მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,

კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი.

1584

“მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა.

ამირბარმან სიძე მოკლა ხმა მეფესა დაუვარდა;

იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა,

ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.

1585

“მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,

მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;

თვითცა მოკვდა უბედური მართ საცოცხლოდ არად

ვარგა;

იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.

1586

“ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად,

იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად;

ორნივე გადაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად;

მეფემან ბრძანა: «ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ

ნელად?»

1587

“მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა;

ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა;

ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა,

აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა”.

1588

რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,

ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა;

ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა;

ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.

1589

მომკალ, ქალსა თავ-შიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა!

სული ვარდსა დავამსგავსე, თავ-მოხდილი - ყაყაჩოსა.

თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ “ჩოსა”,

ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა.

1590

ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,

თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია,

ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,

მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.

1591

იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე;

სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე:

“მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე,

ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე.

1592

“ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,

ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო!

მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო?

რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?

1593

ტარიელ მოთქვამს: “გამზრდელო, ჰა, ჰა, რა საქმე

მსმენია!

მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?!

მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი აღარ

შენია,

ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია”.

1594

კვლა უბრძანებდეს: “გვიამბეთ ამბავი დანარჩომია”.

მათ მოახსენეს: “პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,

მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,

რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.

1595

“ჯერთ დედოფალი ცოცხალ ა, მკვდართაგან უფრო

მკვდარია;

იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია;

გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია;

მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!

1596

“მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი;

რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი;

მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი,

გამოგვიშვა, წამოვედით, არა გვიყო ყოლა ავი”.

1597

რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,

ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა;

დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა,

აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!

ტარიელისაგან

ინდოეთს მისლვა და

ხატაელთა დამორჩილება

1598

ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;

აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.

ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?

ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

1599

“იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;

ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი”.

ავთანდილ ჰკადრა: “რად უნდან თქმანი სიტყვათა

მძლეთანი?

მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდენ ფერხითა

ცვეთანი”.

1600

დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,

ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,

ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,

იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

1601

წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;

ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,

მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,

აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” - ჰკითხეს, ხანსა არ

დაზმიდეს.

1602

მათ მოახსენეს: “ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი,

რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”.

უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან

გაფიცხებულნი,

აცნობეთ თქვენსა პატრონსა: «მოვლენ გულითა

ქებულნი».

1603

“უთხარით: «ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,

იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია:

ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,

შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!

1604

«დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!

ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?

აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,

ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.

1605

«აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან;

შემები, რამაზ დააწყევ, პირველვე გამიცხადიან;

პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?!

მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან».“

1606

დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს.

რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:

“მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,

ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!”

1607

ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,

დროშა არაბთა მეფისა მასთანა შენატყუბია;

არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია;

ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.

1608

ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;

შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი;

ტარიელ ეტყვის: “ნუ იქმთო”, მისცა სიტყვისა ნანანი;

მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.

1609

ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა,

მოახსენა: “შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა!

ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა!

გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

1610

“დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია,

გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს

ფრთენია;

ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია,

ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია.

1611

“ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია;

მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია,

თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა ღვარია,

სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია”.

1612

ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა:

“ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა ვინცა აგრე დაგარჩინა!”

ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა.

ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა!

1613

კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მის თანაც არსა.

ვით ნინეველნი, ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა,

ამით დაეხსნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა.

წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა.

1614

ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე:

“ესეაო მამაცისა მეტის-მეტი სიგულოვნე:

ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე;

გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე”.

1615

ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია:

“აღარ დაგხოცო”, უბრძანა, - ძლეული შიშმან თუ ლია, -

წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია;

“ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია”.

1616

თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,

ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,

თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს.

ტარიას ხრმალი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

1617

ტარიას ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;

რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;

მოვიდეს, ნახეს: რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია;

ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.

1618

ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა:

“არ დაგხოცსო, შეგიწყალნა”, - ყველაკაი დალოცვიდა;

ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა:

“მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა”.

1619

მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან;

შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან.

ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: “ღალატსა

ლამიან”, -

არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1620

ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ მეფე თქვენიო,

თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,

ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,

გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.

1621

მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,

სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია;

ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს

სალმობანია,

აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია”.

1622

კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;

ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია;

ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია,

ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

1623

ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია;

რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო

ცხელია;

თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია.

გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1624

რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია,

კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია;

სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით

მილნია,

მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, ვითა ძმანი და შვილნია.

1625

დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-

ქმართა;

ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,

ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,

მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

1626

დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,

უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო, - ესე ჰქონდა წყრომა-

ზრახვად, -

ღმერთმან რისხვა მოაქცია წყლობისა გამოსახვად,

გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-

ახვად”.

1627

ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა

მდენელმან;

იტყვის, თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე

ნელმან;

დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან,

თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა

მლხენელმან”.

1628

ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო!

წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,

მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო!”

დედამან ცრემლნი მოსწურნა: “ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-

აო”.

1629

გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,

ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,

ნესტანჯარს ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით

ხელები?

ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ

ერთხელები”.

1630

რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,

დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;

იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად,

აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1631

ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა

მიმტკივნება;

ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება,

ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება,

ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.

1632

ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა

მათსა;

ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:

“ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ

შამათსა,

ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1633

უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,

დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;

ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,

იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

ქორწილი ტარიელისა და

ნესტან-დარეჯანისა

1634

დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,

ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,

მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,

გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

1635

დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,

დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,

ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,

ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.

1636

ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი

ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;

გონება და ანუ ენა გმოთქმიდა ვითა ვისი!

ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!

1637

ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი -

შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.

მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,

ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1638

თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა

სჯობდეს;

ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა

დაატკბობდეს;

მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.

“ესეაო მეფე ჩვენი”, - იზახდიან, ამას ხმობდეს.

1639

ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი

დაამზადნეს, -

ზედა დასხდეს ხელმწიფურად, - დიდებანი უდიადნეს;

ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად

დაბადნეს!

ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1640

სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;

ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.

მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,

გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან

ჰყრიდეს.

1641

დედოფალმან ეგრე ბრძანა: “ობოლ-ქვრივნი მოასხენით,

ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით”;

თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით:

“ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შეჰვედრენით”.

1642

ტარიელ თქვა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა:

შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა!

ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა.

ღმერთი ალხენს მონანულსა, მოცთომილსა, ცრემლ-

ნადენსა”.

1643

დედოფალმან ლმობიერად “შევუნდობო”, ესე ბრძანა;

მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა;

ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, -

ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა.

1644

ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად,

ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად;

ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად,

მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ

თავად.

1645

ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი:

“სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს

რიდი!”

თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი -

ესე მისცა საბოძვარი, სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.

1646

ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ

დასთვალავს!

ვერ გამოთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს!

რაცა ედვა, უკეთესსა დედოფალი არ დაჰმალავს,

მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა

ჰლალავს.

1647

სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ

ხადოდიან:

“თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, - მართ ამას

მოიტყოდიან,

ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას

იქმოდიან,

სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1648

ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია,

უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია”;

მან თაყვანის-სცა, პირსა ქვე მიწამდის დამდებარია,

წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.

1649

ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:

“რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა

ზრდილსა;

აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, -

ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი

ტკბილსა.

1650

“ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;

მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!”

ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე,

მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?

1651

მოახსენა: “ხელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გასწყრები:

თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები,

მე მეყოფა შუქი თქვენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები,

ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხვაგან ვიარები”.

1652

კვლაცა უბრძანა ტარიელ: “კმარს შენი ჭირთ ნახულები,

გვახსოვან შენნი ჩვენზედა თვალნი ცრემლ-ნაფახულები;

სჯობს, მოისმინო ნათქვამი, ჰქმნა ჩემგან გაზრახულები,

ბოროტი სცვალო კეთილად, გყვენ სპანი ხრმალ-

მახულები”.

1653

დაჰმორჩილდა, მოახსენა: “ჭირთა ჟამი ერთხელია”.

მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია;

ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია,

იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია.

1654

ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;

თამაშობდიან, უსახო მოუდიოდის ძღვენია:

რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!

მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1655

ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა.

უბრძანებდა: “გული შენი, ვიცი, ამად მომემდურვა;

აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,

მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

1656

კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა,

ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა;

სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,

შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა.”

1657

მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო,

მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო”.

ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?

რათგან ისწრაფი, რაღა ვქმნა? მიგელის ლომსა მთვარეო!”

1658

როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები,

კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ

ჩამჩები:

“ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”.

ავთანდილ თქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”

1659

ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,

რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!

ერთი თვალი, - წამღებელმან ვერა თქვას, თუ «ცუდად

ვზიდე», -

ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1660

ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;

იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;

სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი

დალამა;

ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1661

ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;

გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;

კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;

ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1662

გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან;

ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან;

მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ილხინა მჭვრეტთა

ლხენამან;

გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1663

მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,

ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,

ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-

წყლულდეს,

მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1664

ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,

ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ

ითხოვდეს,

ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,

შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად

სძოვდეს.

დასასრული

1665

გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.

გარდახდეს, გავლეს სოფელი, - ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!

ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.

ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

1666

ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს

სარებლად,

ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად,

ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,

ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა

გამახარებლად.

1667

დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!

ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,

პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,

ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1668

ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,

წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!

რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი,

ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1669

ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,

აბდულ-მესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,

დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა,

ტარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-

შეუშრომელსა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!