ენოტი

 enoti

ენოტისებრი (Procyonidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებლების რიგისა. პატარა, ხუთთითიანი, თათითმავალი ცხოველებია. აქვთ ხშირი ბალანი, მოკლე ფეხები, გრძელი კუდი. ცნობილია 7 გვარი; აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გვხვდება წითელი პანდა და ბამბუკის დათვი, დანარჩენი დასავლეთ ნახევარსფეროში ბინადრობს. მ. შ. აღსანიშნავია ცხვირა დათვი , ენოტი და სხვა. საყურადღებოა ენოტი (Procyon lotor), რომელიც გავრცელებულია მექსიკასა და აშშ-ში. ცხოვრობს ტყეში. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით (მეტწილად თევზითა და ბაყაყით) და მცენარეებით. მძუნაობს იანვარ-თებერვალში. მაკეობა გრძელდება 63 დღე. აქვს ძვირფასი ბეწვი, რის გამოც აკლიმატიზებულია ბელარუსში, ყირგიზეთში და აზერბაიჯანში. ზოგჯერ შემოდის საქართველოს ფარგლებშიც. კერძოდ ლაგოდეხის რაიონში.

This entry was posted in ცხოველები, ძუძუმწოვრები and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a comment