აფრო-აფხაზების ისტორია

აფრო-აფხაზები, ან კავკასიელი შავკანიანი ადამიანები – მცირე რასობრივ-ეთნიკური ნეგროიდული ჯგუფი ხალხისა, რომელიც ძირითადად  სოფელ აძიუჟბასა და მდინარე კოდორის  სათავესთან არსებულ სოფლებში ცხოვრობდნენ – (ჭლოუ, ფოკვეში, აგდარა, მერკულა და სხვა.)

– ‘მე განმაცვიფრა სუფთა ტროპიკულმა ლანდშაფტმა. კაშკაშა სიმწვანეში ამოიზარდა ქოხები, რომლებიც დაფარული იყო ლერწამით, მის წინ თამაშობდნენ ხუჭუჭა შავკანიანი ბავშვები, აქვე იყვნენ შავკანიანი ადამიანები თეთრი ტანსაცმლით. ისინი სრულიადაც არ განსხვავდებიან აფხაზებისაგან, ლაპარაკობენ მხოლოდ აფხაზურად, იმავე რელიგიას მისდევენ`, – ეთნოგრაფი წ.მარკოვი, პუბლიკაცია გაზეთიდან ‘კავკაზი’, 1913წ. – ‘1884 წელს აფხაზეთში გავემგზავრე რათა პირადად შევხვედროდი ადგილობრივ  შავკანიანებს. მათი სახის აგებულება, როგორც მახსოვს, აბისინიური ტიპისა იყო, თუმცა მათ არაფერი არ იცოდნენ საკუთარი წარმომავლობის შესახებ. უმეტესობა მუსულმანი იყო, თუმცა კათოლიციზმეც ჰქონდათ ინფორმაცია. 1887 წელს ერთი მათგანი მოახლედ ავიყვანე. ეს 20 წლის ახალგაზრდა საოცარ ერთგულებას იჩენდა ჩემს მიმართ და არსად იძინებდა ჩემი კარის ზღურბლის გარდა! ეს ახალგაზრდა კაცი კათოლიკე იყო,’ – ვ. ტიებო, გაზეთი ‘კავკაზი’.

– ‘დღემდე აფხაზეთის მთებში  დარჩენილია შავკანიანი მოსახლეობა. მუსულმანური შავი დასახლებები მათ აფრიკელ წინაპრებზე უკეთ არ ცხოვრობენ: აქ სუფევს თითქმის სრული გაუნათლებლობა და სიღარიბე. ადგილობრივი მოსახლეობა არ ერევა შავკანიანებს და ისინი გარიყულნი არიან უნაყოფო მთიან გარემოში… ახალგაზრდები, რომელთაც რუსული იციან… ყვებოდნენ, რომ მათ სურთ სწავლა, რომ ქალები გაუნათლებლები არიან და რომ საერთოდ ეს რასა კვდება,’- სვეტლანა ალილუევა ‘ მხოლოდ ერთი წელი’, 1969.

რამდენიმე ჰიპოტეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII ს. მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე, ხოლო მეორე კი იმას, რომ შავკანიანი აფხაზები ანტიკური კოლხების შთამომავლები არიან. იმას, რომ კოლხები შავგვრემნები იყვნენ ჰეროდოტეც ადასტურებს:“

– ‘კოლხები, როგორც ჩანს ეგვიპტელები არიან: მე ამას მივხვდი მანამდე, სანამ ეს სხვისაგან გავიგე. ამით დაინტერესებულმა მე დავიწყე გამოკითხვა როგორც კოლხეთში, ისე ეგვიპტეში. კოლხებს უფრო მკაფიო მოგონებები აქვთ შემორჩენილი ეგვიპტელების შესახებ, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხებზე. ისინი მუქკანიანები არიან, ხვეული თმებით. თუმცა, ეს არაფერს ამტკიცებს. ხომ არსებობენ სხვა ხალხები ამავე გარეგნობით. ამის გარდა უფრო დამაჯერებელია სხვა გარემოებები: მხოლოდ სამი ერი მიმართავს წინდაცვეთას: კოლხები, ეგვიპტელები და ეთიპიელები’, – ჰეროდოტე, ისტორია. ცხრა წიგნად. წიგნი II.

პირველი ადამიანი ვინც კოლხები იხილა იყო ჰეროდოტე. ბერძნული მუქი კანის გათვალისწინებით ძველი კოლხები საკმაოდ მუქკანიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჰეროდოტეს ისინი მუქკანიან ადამიანებად მიეჩნია. ამასთან ხვეული თმა არის ეთიოპური და ნეგროიდული რასის დამახასიათებელი და არა ინდოევროპულის.

ჰეროდოტეს გარდა კოლხებზე ინფორმაციას გვაწვდის პინდარი (522-448 ჩვ.წ.აღ)  იგი ასევე მოიხსენიებდა კოლხებს შავკანიანად. ახლანდელი სამეგრელოს მცხოვრებლებს (ჩვ. წ აღ-მდე 460-377 საუკუნეებში) ჰიპოკრატეს დროში მოხსენიებდნენ როგორც – მოყვითალო-მომწვანო ფერისას, თითქოს ‘ყვითელა’ შეყრიათო.

არის ვერსია რომ აფრო-აფხაზები კოლხების შთამომავლებია არიან. ასევე, ეგვიპტური კოპტებიდან ან ფალაშას ტომიდან – რომლებიც ეთიოპიელი იუდეველები იყვნენ.

‘პირველად ისინი არა ისრაელში, არამედ შორეულ სოხუმში ვიხილე. და მე მათ შევხვდი … სოხუმის სინაგოგაში. მეორე სართულზე მოახლემ ‘ამერიკულ მანქანაზე’ გამომცხვარი მაცა მომაწოდა. უცებ ოთახში შემოვიდნენ სრულიად შავკანიანი ახოვანი მამაკაცები ხვეული თმებით – ერთი შეხედვით შავკანიანები – და გამართულ აფხაზურ ენაზე იკითხეს რაღაც. როდესაც წავიდნენ მე ვიკითხე: ‘ეს შავკანიანია ადამიანები ებრაელები არიან?და  საიდან მოვიდნენ?’, – ნ. ორლოვი, ‘პუშკინის აფხაზი წინაპრები’, ჟურნალი ‘ალეფი’ (ისრაელი).

არსებობს ნართების ლეგენდა, რომლებიც დაბრუნდნენ კავკასიაში ასობით შავი ადამიანის თანხმლებით, რომლებიც დარჩნენ საცხოვრებლად.

1927 წელს რუსი მწერალი მაქსიმ გორკი ასევე აფხაზ მწერალთან სამსონ ჩანბასთან ერთად ეწვია ამ ხალხს და მან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მათი ეთიოპიური წარმოშობა ყველაზე მისაღებად ჩათვალა.

აფხაზი მწერალი დიმიტრი გულია წიგნში – `აფხაზეთის ისტორია~ ადარებს გეოგრაფიული დასახელებების ეტიმოლოგიას, როგორებიცაა – ბაგადა-ბაგადა, გუმმა-გუმმა, ტაბაკური – დაბაკური და ა.შ

ოლდენბურგის პრინცი ალექსანდრე თავის პირად დაცვაში კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს ყველა სათვისტომოს წარმომადგენლებს ამუშავებდა, მათ შორის ადგილობრივ შავკანიანებსაც. ისინი იყცვვნენ როგორც მუსულმანები, ასევე ქრისტიანები ან იუდეველები. ისინი ასევე მუშაობდნენ ტყვარჩელის ქარხანაში, პორტში და ა.შ თანდათანობით ისინი გადადიან მეტისის რასაში.

არსებობს ვერსია, რომ პუშკინის ბაბუა ჰანიბალი, არა ეთიპიიდან, არამედ აფხაზეთიდან იყო წამოყვანილი.

ლეგენდის მიხედვით აფხაზმა თავადმა აბაშიძემ სტამბოლის ბაზარზე შეიძინა ზანგი მონები და საქართველოში წამოიყვანა და მათ თავისი გვარი მისცა, რაც მისადმი კუთვნილებას ნიშნავს. ამბობენ კოდორის ხეობაში დღესაც მაღლა მთაში ცხოვრობენ შავკანიანები, რომლებმაც არც იციან საქართველოსთან ომის შესახებო.

საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დროს იყო ერთი შავკანიანი მზვერავი, რომელიც აფხაზეთის მხარეს იბრძოდა და ქართველებს იგი გაეროს დამკვირვებელი ეგონათ.

1940-იან წლებში ძალიან პოპულარული ადამიანი გახდა სოხუმის მცხოვრები ნუცა აბაში. მისი გარეგნობა პირდაპირ მიუთითებს მის აფრო-წარმომავლობაზე, ხოლო მისი გვარი ადასტურებს თავად აბაშიძის ვერსიას. თავად ნუცა აშბას ვერსიის თანახმად, მისი წინაპრები თურქეთიდან წამოიყვანეს.

მასთან მსოფლიოს ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ, მასზე წერდნენ აფრიკის ინგლისურენოვანი გაზეთები, ხარკოვის სტუდენტი ეთიპიელები კი მას დედას უწოდებდნენ. ომის დროს მისი და მისი შვილების სიცოცხლე მისმა კანის ფრმა გადაარჩინა – სარდაფში შემოსულ ქართველს მან ალალად უთხრა, რომ თავად ზანგია, შვილები რუსები ყავს შვილიშვილები კი უკრაინელები. ‘ჩვენი ოჯახი აჯაფსანდალია,’- ხუმრობენ ისინი.

კიდევ ერთი ცნობა ამ ოჯახის შესახებ, – ნუცას დიდი ბაბუა სახელად ამბერი 8 წლის იყო საქართველოში რომ მოხვდა თურქეთიდან XIX საუკუნეში, მისი შვილი შირინ აბაში 1898 წელს დაიბადა და 1958 წელს გადაიცვალა და მის დაკრძალვაზე სიტყვა უთქვამს ამერიკის კომუნისტური პარტიის ლიდერს აფროამერიკელ ჰენრი უინსტონს.

2009 ქ. სოხუმის სოც.უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნაირა ბობილოვამ (ნუცა აბაშის ქალიშვილი) საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მისალოცი წერილი გაუგზავნა  ბარაქ ობამას, სადაც ატყობინებს აფრო-აფხაზების არსებობის შესახებ.  წერილში მოთხრობილია შირინ აბაშის ისტორია, მოცემულია ინფორმაცია ნუცა აბაშისა და მისი მეუღლის სიმეონ ბაბილოვის სასიყვარულო ისტორიის შესახებ, წერილს ასრულებს თხოვნა – აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ცნობის შესახებ.