კავკასიური შურთხი(tetraogallus caucasicus)

01SM_LADAKH1_JPG_1926195g
ახლა კი მინდა სულ მოკლედ საქართველოს ფაუნის ერთ-ერთ საამაყო წევრზე გითხრათ ორიოდ სიტყვა

კავკასიური შურთხი (tetraogallus caucasicus) არის ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი.         ის კავკასიის ენდემური სახეობაა.  მისი საცხოვრებელი გარემო ზღვის დონიდან 2000-4000 მეტრი კლდოვანი მთებია. შურთხი ბუდეს მიწაზე ან კლდეზე იშენებს, რომელიც ხმელი ბალახითააა ამოფენილი. საშუალოდ დებს 5-6 მომწვანო კვერცხს, რომელზეც მხოლოდ მდედრი ჯდება. მათ საკვებ ბაზას მცენარეთა თესლები, ბალახი და მწერები  შეადგენს. არაგამრამვლების პერიოდში ქმნიან მცირე ჯგუფებს. ის დაახლოებით 50-60 სმ სიგრძის ფრინველია. შურთხი შეფერილია: რუხ, ყავისფერ, თეთრსა და შავ ფერებში, მაგრამ იგი ყველანაირი დისტანციიდან რუხ ფრად გამოიყურება. მკერდი რუხი შეფერილობისაა, ხოლო გვერდები შედარებით ღაჟღაჟა ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. მას აქვს თეთრი ფერის ყელი რომელიც თვალამდე აღწევს, კეფა კი ჟანგისფრადაა შეფერილი. ფრენისას ფრინველს გამოხატული აქვს თეთრი ფერის საფრენი ბუმბულები და თეთრი ფერის კუდქვეშა ბუმბულები. ასევე გამოკვეთილად ცანს მოჟანგისფრო კუდის წვერი.aper0017720l

სქესობრივი დიმორფიზმი მდედრსა და მამრს შორის ნაკლებადაა გამოხატული, ახალგაზრდა კი, ოდნავ მომცროა ტანით და უფრო მკრთალადაა შეფერილი. შურთხი ჩახრეწილ სისინისმაგვარ ხმებს უშვებს-sooo-looo-leee მისი ძახილი ასევე შეიცავს ხმამაღალ კაკანსა და ღრენისმაგვარ ხმას- buck-buck-buck- brrrrrrr

Leave a comment