ბელგიური ნაგაზი
ბელგიური ნაგაზი
არსებობს ბელგიური ნაგაზის ოთხი სახეობა, რომლებიც ბელგიაში მე-19 საუკუნეში მოაშენეს. ესენია: მალინუა, ლაკენუა, გრიუნენდალი, ტერვიუნენი. მათ შორის ლაკენუა ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა.

დღესდღეობით ეს ოთხი სახეობა სხვადასხვა ჯიშად ითვლება. ყოველ მათგანს ცალკე "ფან-კლუბი" აქვს, თუმცა, ზოგიერთი კინოლოგიური კლუბი მათ ერთ ჯიშად მოიხსენიებს.

ბელგიური ნაგაზის ოთხივე სახეობას აქვს ერთი საერთო სტანდარტი, მაგრამ განსხვავება მხოლოდ შეფერილობასა და ბეწვის ხარისხშია (გრძელი და მოკლე ბეწვი).

მნიშვნელოვანია, ოთხივე ჯიშს ჰქონდეს მკვრივი და ხშირი ბეწვი, ასევე, ბოლომდე დაფარული ბეწვის ქვეშა ღინღლი, რომელიც ბელგიურ ნაგაზს ცივ ამინდში იცავს.

გრუნენდალი

Zooclub

გრუნენდალი გრძელბეწვიანი ბელგიური ნაგაზის სახეობაა. მას აქვს გრძელი, სწორი, შავი, ბზინვარე ბეწვი, რომელიც ულამაზესი ვიზუალით
გამოირჩევა. გრუნენდალს  ამის გამო უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. აშშ-ში გრუნენდალი ცალკე სახეობად არ არის გამოყოფილი და მას მოიხსენიებენ, როგორც ბელგიურ ნაგაზს.

ტერვიუნენი

Zooclub

ტერვიუნენი გარეგნობით ძალიან ჰგავს გრუნენდალს. ისიც გრძელბეწვიანი ბელგიური ნაგაზის სახეობას მიეკუთვნება, თუმცა, ის შავი შეფერილობის არ არის. ტერვიუნენი წითელ-ჟღალ ფერებშია (არ არის ძალიან ღია ფერებში) ან შავი ჩრდილით, ირმის ფერებში.

ლაკენუა

Zooclub

ლაკენუა უხეშბეწვიანი ბელგიური ნაგაზია. მას დაჰკრავს ჟღალი ან ცოტა ღია ფერი, რომელსაც ცხვირთან და კუდზე შავი შეფერილობა აქვს, ასევე შეიძლება მკერდსა და თათებზე თეთრი ნიშანი ჰქონდეს. სახეზე მას აღენიშნება პატარა წარბები, წვერი და ულვაში. ეს ბელგიური ნაგაზის ყველაზე იშვიათი სახეობაა. ითვლება, რომ ლაკენუას აქვს ყველაზე გაწონასწორებული ხასიათი, ამ ოთხ სახეობას შორის.

მალინუა

Zooclub

მალინუა მოკლებეწვიანი ბელგიური ნაგაზია. მისი შეფერილობა მოყვითალო-ყავისფერი ან ჟღალია, ხოლო ბეწვის ბოლოები შავი. ოფიციალურად, ამ ოთხ სახეობას შორის ხასიათის განსხვავება არსად ფიქსირდება. მალინუა მათ შორის ყველაზე ამტან, მშრომელ და სპორტულ ქმნილებად ითვლება.

ბელგიური ნაგაზი გარეგნულად საკმაოდ დიდი და ძლიერი ძაღლია (ეს ეხება ყველა ოთხ სახეობას). მას აქვს საკმაოდ მკვრივი ძვლები. გამოიყურება ძალიან ელეგანტურად. მისი საშუალო სიმაღლეა 56-66 სმ. წონა 27-დან 32 კმ-მდე. ბელგიურ ნაგაზს წაგრძელებული თავი და მაღალი სამკუთხედი ყურები აქვს. მისი მუქი ყავისფერი თვალები ჭკვიანი და საზრიანი გამოხედვით გამოირჩევა, როცა მშვიდად არის კუდი დახრილი აქვს, ხოლო გაღიზიანების შემთხვევაში - წინ და ცოტა ზევით აწეული.

ბელგიური ნიგაზი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი და დარაჯია, თუმცა, ძალიან მომთმენი და თბილია ოჯახის წევრების მიმართ. ამ ჯიშის ძაღლს ძალიან მოსწონს, როცა ასწავლიან. მას აქვს საუკეთესო მეხსიერება და მაღალი IQ, ამიტომ მისი გაწვრთნა იოლია.

დაიმახსოვრეთ, როგორც ყველა ძაღლის სახეობა, ეს ჯიშიც ვერ ეგუება უდიერ მოპყრობას.
ბეგლიური ნაგაზი საკმაოდ მოძრავი და აქტიური ქმნილებაა. მას ძალიან მოსწონს სეირნობა და მზად არის პატრონს ყველგან თან გაჰყვეს.

მიუხედავად მისი უსაზღვრო ენერგიისა, ბელგიური ნაგაზი სამკაოდ დინჯი და გაწონასწორებულია, როცა ამას სიტუაცია ითხოვს. ამასთანავე, ამ ჯიშს აქვს საუკეთესო რეაქცია და ძალიან სწრაფად ახდენს რეაგირებას გარკვეულ სიტუაციებში. სწორედ ამიტომ ბელგიური ნაგაზი პოლიციელთა რიგებში, საბაჟო სამსახურში, სამაშველო ოპერაციებში საკმაოდ წარმატებით მსახურობს.

ბელგიური ნაგაზისთვის აუცილებელია ყოველდღიურად ფიზიკური დატვირთვა. მისი აქტიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ბრძანებების სწავლა და სირბილი. მიეცით მას სხვადასხვა დავალება, რომლებსაც ის დიდი სიხარულით შეასრულებს, ამასთანავე ნუ დაგავიწყდებათ მისი ხშირად შექება.

ასევე იხილეთ:

ბრძანება "ჩემთან!"

ძაღლის მოშინაურება და წვრთნაძაღლის მოშინაურება და წვრთნა

გერმანული დოგი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?