ისტორია
ტიბეტური სპანიელის გენეალოგია 3000 წელზე მეტს ითვლის ამის საფუძველს კი იძლევა ძველი აზიური ხელოვნების ნიმუშები, რომლებზეც მსგავსი ძაღლებია გამოსახული. ისინი ბერებს ჰყავდათ მონასტრებში და მათ ამცნობდნენ უცხოს მოსვლას; გარდა ამისა, ისინი ატრიალებდნენ სალოცავ ბორბლებს. ამის გამო ჯიშს, რომელიც დროთა განმავლობაში ძალიან ცნობილი გახდა დასავლეთში, უწოდეს ტიბეტური მლოცველი ძაღლი. მსოფლიოს ამ
წარსულის გავლენა
მრავალი საუკუნის განმავლობაში მონასტრული ცხოვრების შედეგად ტიბეტური სპანიელები ინსტინქტურად ეჩვევიან ნაცნობ ადამიანებს, სამაგიეროდ, გაცილებით ძნელად ეგუებიან უცხოებს. წვრთნას რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ ახლავს; ბეწვის მიმზიდველობის შესანარჩუნებლად საკმარისია უბრალო დავარცხნა და გაწმენდა. ამ ჯიშს არ სჭირდება გაკრეჭა ან რეგულარულად ტარება სპეციალურ სალონებში. ძუ ტიბეტურ სპანიელთან შედარებით, ხვადის ბეწვი, ჩვეულებრივ, უფრო ხშირია.
კუდი
კუდი ებმის მაღლა და დაფარულია გრძელი ბეწვით, რომელიც გადმოფენილია ტანზე
შეფერილობა
გამოფენებისთვის დასაშვებია ნებისმიერი შეფერილობა
დრუნჩი
ტიბეტურ სპანიელს თავისებური სახე აქვს: შუბლიდან დრუნჩზე გადასვლის ადგილას კუთხე იქმნება
შედარებით უჩვეულო ჯიშია
სჭირდება ბეწვის ზომიერი მოვლა
გამოირჩევა გონიერი, მეგობრული ბუნებით
ფხიზელი მოდარაჯე ძაღლია
ცოცხლობს დიდხანს
ფხიზელი ძაღლია; უყეფს უცხოებს,
მაგრამ სხვა ფინიებივით ხმაურიანი არ არის;
ძალიან ეჩვევა პატრონს
თვალყური ადევნეთ, როცა ახლოს უცხო ადამიანები არიან.
სიმაღლე: 25 სმ; წონა: 4-7 კგ
სჭირდება ყოველდღიური ვარჯიში
ავარჯიშეთ ყოველდღე, რომ საცხოვრებელ გარემოს შეაჩვიოთ .
კარგად ეგუება ოთახში ცხოვრებას,
ძუ ძაღლების უმრავლესობისგან განსხვავებით, წელიწადში მძუნაობს ერთხელ და არა ორჯერ – შესაბამისად, ლეკვებიც ცოტა იბადება.
მოთმინებით აღიჭურვეთ, ლეკვის მოსაძებნად შეიძლება დიდი დრო დაგჭირდეთ.
ბეწვი უხვად სცვივა გაზაფხულსა და შემოდგომაზე,
ბეწვი დავარცხნეთ და გაწმინდეთ ყოველდღე.
პროგრესირებადი რეტინალური ატროფია (PRA); პორტოსისტემური შუნტი, რაც ღვიძლში სისხლის მიმოქცევაზე უარყოფითად მოქმედებს;
საერთოდ, პატარა ძაღლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ჯიშია.
დარწმუნდით, რომ საჯიშე ინდივიდი შემოწმებულია PRA-ზე