ბატების ოჯახის წარმომადგენელი, კანადური ბატი (Branta canadensis), ჩრდილოეთ ამერიკაში წყალზე მცურავ ყველაზე გავრცელებულ ფრინველს წარმოადგენს. პოპულაციის რაოდენობა 5 მილიონს აღემატება. ისინი სიგეძით ერთ მეტრამდე იზრდებიან, მათი გაშლილი ფრთების სიგრძე 183 სმ-ს აღწევს. ამ ფრინველებს სულაც არ აშინებთ ადამიანის მეზობლად ცხოვრება. მეტიც, ზოგ რეგიონში ისინი ოფიციალურად აღიარებულნი არიან, როგორც მოსახლეობისთვის საშიში ფაქტორი.
აშშ-ს
სულ ახლახანს სოცქსელში დადეს ვიდეო, სადაც ასახულია ინდიანას შტატში კანადური ბატისა და პოლიციელის ”შეტაკების” სცენა. ფრინველი თავს ესხმის მამაკაცს, ის კი თავის დაცვას ცდილობს ჩანთით, მაგრამ ბატმა მისი წაქცევაც კი შეძლო.
იხილეთ ვიდეო: ”კანადური იხვი ქალაქის მცხოვრებლებს თავს ესსხმის”
იხილეთ ვიდეო: ”ფრინველმა პოლიციელი მიწაზე აგორავა”