ბრიტანეთში მცხოვრები ელისონ და ადამ ვოგანები ორ შვილთან, რამდენიმე ძაღლთან და იხვებთან ერთად ცხოვრობდნენ. სექტემბერში ოჯახი დიდ სახლში გადავიდა და წყვილმა კიდევ ერთი ცხოველის, ცხვრის აყვანა გადაწყვიტა.
ახალი სახლის სიახლოვეს დიდი მინდორი იყო, ცოლ-ქმარმა იფიქრა, რომ ცხვარი დღის განმავლობაში მინდორში იქნებოდა და ბალახს შეჭამდა, თუმცა, პატარა არსებას სხვა გეგმები ჰქონდა.
"მარლი და ჯესი ძალიან დაახლოვდნენ. ისინი ყველაფერს ერთად აკეთებენ - როდესაც მარლი გამოჯანმრთელდა, მას ძალიან მოსწონდა ჯესისთან ერთად ეზოში სეირნობა", - ამბობს ელისონი.
მარლის გამოჯანმრთელების შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა მისი ეზოში გაშვება ისე, როგორც ცხვარს შეეფერება, მაგრამ მარლიმ თავის მეგობართან ერთად ბუხართან ნებივრობა ამჯობინა. მეტიც, ბატკანი დღემდე იკვებება ძაღლისთვის განკუთვნილი საკვებით. მას არ მოსწონს დიდი ხნით ეზოში სეირნობა და ბალახის ჭამა.
ჯიუტი ცხვარი დიდი ძალისხმევის შედეგად გამოჰყავთ ეზოში, თუმცა, ის კვლავ სახლში შერბის. შესაძლოა, სწორედ ამიტომ პატრონს ის საბელით დაჰყავს.
მარლი უკვე ექვსი თვისაა. როგორც ჩანს, იგი დარწმუნებულია, რომ ძაღლია, თუმცა, ვოგანების ოჯახისთვის ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. ელისონს და ადამს გადაწყვეტილი აქვთ, მარლის თავისი ადგილი ასწავლონ, რათა მან იცოდეს ცხვარივით მოქცევა. ამისათვის, მათ მეორე ცხვარი, სახელად მიშკა, აიყვანეს. ოჯახი იმედოვნებს, რომ მარლი ახალი მეგობრისგან ბევრ რამეს ისწავლის.
ასევე იხილეთ:
ხბო, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია
როგორი ქცევები აქვს კატების გაზრდილ ჰასკის?
მშობლებმა ბავშვს, ძაღლის მაგივრად, უცნაური ცხოველი მიუყვანეს