ბატკანი, რომელსაც ძაღლის თვისებები აქვს
ბატკანი, რომელსაც ძაღლის თვისებები აქვს
ბატკანი მარლი ძაღლივით იქცევა, რაც პატრონებს ცხოვრებას ურთულებს. მარლი არ იკვებება ბალახით, ხოლო ცალკე სადგომში ცხოვრებას ბუხართან რბილ ბალიშზე ნებივრობას ამჯობინებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი იმ ლაბრადორ ჯესისთან მეგობრობაა, რომლისგანაც ძაღლის ქცევები აითვისა.

Zooclub

ბრიტანეთში მცხოვრები ელისონ და ადამ ვოგანები ორ შვილთან, რამდენიმე ძაღლთან და იხვებთან ერთად ცხოვრობდნენ. სექტემბერში ოჯახი დიდ სახლში გადავიდა და წყვილმა კიდევ ერთი ცხოველის, ცხვრის აყვანა გადაწყვიტა. 

Zooclub

ახალი სახლის სიახლოვეს დიდი მინდორი იყო, ცოლ-ქმარმა იფიქრა, რომ ცხვარი დღის განმავლობაში მინდორში იქნებოდა და ბალახს შეჭამდა, თუმცა, პატარა არსებას სხვა გეგმები ჰქონდა.

Zooclub

როდესაც ელისონმა და ადამსმა ბატკანი პირველად ნახეს, ის იყო პატარა, ფუმფულა, რომელიც პუდელს ჰგავდა. ვოგანების
ოჯახში ცხოვრებიდან ორი კვირის შემდეგ მარლის სახსრების ანთება დაემართა. პატარა ბატკანი ძალიან ცუდად იყო, ამიტომ ელისონმა ბუხართან საწოლი მოუწყო. იქვე იძინებდა ოჯახში მცხოვრები ლაბრადორი ჯესიც, რომელიც ცხოველის ავადმყოფობას ძალიან განიცდიდა. ისინი იმდენად დამეგობრდნენ, რომ ძაღლის ქცევები ფერმის ცხოველზე საგრძნობლად აისახა.

Zooclub

"მარლი და ჯესი ძალიან დაახლოვდნენ. ისინი ყველაფერს ერთად აკეთებენ - როდესაც მარლი გამოჯანმრთელდა, მას ძალიან მოსწონდა ჯესისთან ერთად ეზოში სეირნობა", - ამბობს ელისონი.

Zooclub

მარლის გამოჯანმრთელების შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა მისი ეზოში გაშვება ისე, როგორც ცხვარს შეეფერება, მაგრამ მარლიმ თავის მეგობართან ერთად ბუხართან ნებივრობა ამჯობინა. მეტიც, ბატკანი დღემდე იკვებება ძაღლისთვის განკუთვნილი საკვებით. მას არ მოსწონს დიდი ხნით ეზოში სეირნობა და ბალახის ჭამა.

Zooclub

ჯიუტი ცხვარი დიდი ძალისხმევის შედეგად გამოჰყავთ ეზოში, თუმცა, ის კვლავ სახლში შერბის. შესაძლოა, სწორედ ამიტომ პატრონს ის საბელით დაჰყავს.

Zooclub

მარლი უკვე  ექვსი თვისაა. როგორც ჩანს, იგი დარწმუნებულია, რომ ძაღლია, თუმცა, ვოგანების ოჯახისთვის ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. ელისონს და ადამს გადაწყვეტილი აქვთ, მარლის თავისი ადგილი ასწავლონ, რათა მან იცოდეს ცხვარივით მოქცევა. ამისათვის, მათ მეორე ცხვარი, სახელად მიშკა, აიყვანეს. ოჯახი იმედოვნებს, რომ მარლი ახალი მეგობრისგან ბევრ რამეს ისწავლის. 

ასევე იხილეთ:

ხბო, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია

როგორი ქცევები აქვს კატების გაზრდილ ჰასკის?

მშობლებმა ბავშვს, ძაღლის მაგივრად, უცნაური ცხოველი მიუყვანეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?