ცხოველები, რომლებიც ყველაზე ცოტა ხანს ცოცხლობენ
ცხოველები, რომლებიც ყველაზე ცოტა ხანს ცოცხლობენ
ცვლილებები მეტაბოლიზმში, ტვინის და სხეულის ზომის ურთიერთდამოკიდებულება, საცხოვრებელი გარემო და მრავალი უცნობი რამ ახდენს გავლენას ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე . ზოგი სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელია, ზოგის რამოდენიმე საათი. ამ ჩამონათვალში თქვენ გაეცნობით იმ ცხოველებს, რომლებიც ყველაზე მცირე ხანს ცხოვრობენ დედამიწაზე.


შინაური კურდღელი (6 წელი)

კურდღელი - ძუძუმწოვარი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ცხოვრობს. შინაური კურდღლების სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ რაღაც 6 წელია. ეს ცხოველები ერთმანეთისგან ზომით და ფერებით გაირჩევიან. სიმსუქნე და საშვილოსნოს კიბო - კურდღლების მთავარი დაავადებაა, რომელიც მათი სიცოცხლის მოკლე პერიოდზე
ახდენს გავლენას.
ფესვებისა და ბოსტნეულის დიდი მოხმარება ასევე იწვევს ჯანმრთელობის პრობლემას. კურდღლებს ყოველ დღე დიდი
რაოდენობის წყალი და კარგი მოვლა ესაჭიროებათ. მაგრამ ბუნებამ იზრუნა ამ პრობლემაზე და მათი რეპროდუქციული ფუნქცია მეტად განავითარა.

Zooclub


ქამელეონი (1 წელი)
ქამელეონთა ოჯახში პანტერისებრი ქამელეონი შედარებით მცირე ხანს ცოცხლობს - სულ 1 წელი. ეს სახესხვაობა მადაგასკარის ჩრდილოეთსა და დასავლეთში სახლობს. იგი თავისი მოკლე სიცოცხლის მანძლზე ხშირად მრავლდება. საინტერესო ისაა, რომ მოზარდები იღუპებიან მანამ, სანამ მომავალი თაობა გამოიჩეკება. ჭიაყელები ქამელეონების მთავარ საკვებს წარმოადგენენ. ისინი სვამენ ბევრ წყალს და მომენტალურად იცვლიან ფერს, ადვილად ემალებიან მტაცებელ ცხოველებს.

Zooclub


სახლის თაგვი (1 წელი)

სახლის თაგვი 11 თვეზე დიდხანს ვერ ცხოვრობს. ამ პატარა ძუძუმწოვარს აქვს ძალიან მოკლე სიცოცხლე, რომელსაც უხეში გარემო პირობები უფრო ამოკლებს. მთავარი საშიშროება მათთვის არის ადამიანები და შინაური კატები. თაგვის დაჭერა ძალიან ძნელია, რადგან ის სწრაფად დარბის და მოხერხებულად იმალება ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებში. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმცირის გამო თაგვები ინტენსიურად მრავლდებიან.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?