top of page

შემთხვევის აღწერა


პაციენტი ნ. ი. – 5 წლის, ჩივილებით კისრის მიდამოში წვრილი გამონაყარი, და დარჩენილი რინიტი- 10 დღის წინ გადატანილი ინფექციიდან .

ანამნეზის შეგროვებისას, დედამ გადმოგვცა, რომ ბავშვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხვდა ვირუსული ინფექცია შემდეგი კლინიკით: ყელის ტკივილი, ხველა, გამონაყარი ტუჩზე. გამოჯანმრთელებიდან მესამე დღეს დღეს მას გაუკეთდა გეგმიური აცრა, რის შემდეგადაც უკვე წვრილად გამოაყარა ყელზე და კისერზე ( მშობლის ვარაუდით კანი გააღიზიანა ახლმა თოკმა, რომელზეც ჯვარი იყო დაკიდებული).

ობიექტურად : ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია გასინჯვით, გამოხატულია მხოლოდ წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევების არსებობა ყელის და კისრის მიდამოში, სხვა ტიპის გამონაყარი და კლინიკური სიმპტომები არ ფიქსირდება.

სავარაუდოდ ადგილი გვაქვს ჰემორაგიულ ვასკულიტთან , რომელიც უეცრად დაიწყო და ამ შემთხვევაში განაპირობა ვირუსულმა ინფექციამ (ჰერპესვირუსმა ან პარვოვირუსმა), რომელსაც ზედ დაერთო ანტიგენური დატვირთვა - აცრა, საბედნიეროდ დაავადება მსუბუქი მიმდინარეობით დასრულდა, რადგან არ იყო თანდართული საშუალო და მსხვილი სახსრების დაზიანება.

პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი პარაკლინიკური კვლევა : ს.ს.ა, "C-რეაქტიული" ცილის და შარდის საერთო ანალიზი, რომლებშიც მხოლოდ მცირედი ცვლილებები დაფიქსირდა: კერძოდ "C-რეაქტიული" ცილა იყო- 25.3 mg/l , ხოლო თრომბოციტების მატება დაფიქსირდა 450 x 109/L -მდე .

იგი გადამისამართებული იქნა რევმატოლოგთან, რათა მოხდეს დიფერენცირება ისეთ დაავადებასთან , როგორიცაა წვრილი სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე ვასკულიტი, იგივე – ალერგიული ვასკულიტი, ალერგიული პურპურა, რომელიც სხვა პათოლოგიის ფონზე ვითარდება და განვითარება ხშირად ასოცირებულია ამა თუ იმ მედიკამენტთან, ინფექციასთან, აცრასთან.

მშობელს მიეცა განმარტება, რომ საბედნიეროდ ეს კონკრეტული შემთხვევა მხოლოდ კანის სიმპტომატიკით იყო შემოფარგლული, და დაავადება თვითგანკურნებადია ანუ სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. მაგრამ შესაძლოა რეციდივი და სხვა ორგანოების დაზიანება, კერძოდ კი თირკმლის ქსოვილის, აბდომინალური ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები, სახსრების ტკივილი და მათ გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება.

ჰემორაგიული ვასკულიტის დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში გამოსავალი ყოველთვის კეთილსაიმედოა, რეციდივი იშვიათია, თუმცა მშობელს განემარტა, რომ პაციენტი ნ. ი. განმავლობაში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს ერთი წლის განმავლობაში.

102 просмотра0 комментариев
bottom of page