Friday, January 8, 2016

  • შინაური კატა (Felis silvestris catus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახის. შინაურ კატა გამოირჩევა მეგობრობის უნარით. ადამიანისა და კატის მეგობრობა 10 000 წელია გრძელდება, თავიდან მან ადამიანების დაფასება მოიპოვა იმით, რომ ანადგურებდა პარაზიტებს[1][2]. ის ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას. უბრალო კატამ შეიძლება მოახდინოს მანიპულირება სხვადასხვა საგანზე ან მექანიზმზე. გამოირჩევა მისტიციზმითა და უცნაურობით. მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება. სახლის კატები შეგუების უნარით ხასიათდებიან. ზოგიერთი კატა მტაცებელია (უყვარს ნადირობა), ამიტომ მათ უწევთ ფიქრი, თუ როგორ მოიტაცონ ესა თუ ის ცხოველი შემდეგ შეკრან მსხვერპლი, როგორც აკეთბენ მგლები.


კვება

კატები არიან ხორცისმჭამელი ცხოველები. მგლებისძაღლებისმელიების და სხვა ზოგიერთი მტაცებლებლისგან განსხვავებით კატები არიან ყველაფრის მჭამელები. მიჩვევის შემთხვევაში კატას შეუძლია გახდესვეგეტარიანელი, თუმცა ჩვეულებრივ მოითხოვენ ხორცს. მათ ბრჭყალებს შეუძლია საჭმლის დაჭრა. კატებს აქვთ მოკლე ნაწლავები (როგორც ყველა ხორცისმჭამელს). ზოგჯერ ისინი მუცელს ისუფთავებენ რწყევით, თუმცა ეს შეიძლებ იყოს დაავადების მომანიშნებელიც[3]. კატის კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ხორბლის ყლორტი.
კატებს რომლებსაც შეუძლიათ გარეთ გასვლა ცდილობენ მოიპოვონ საკვები, როგორიცაა თაგვები და მცირე ფრინველები.


სიამის კატა — კატის ერთ-ერთი სახეობა, რომლის ისტორია სავარაუდოდ ტაილანდიდან იღებს სათავეს. ის გამოირჩევა კატის სხვა სახეობებისაგან თავისი გარეგნობით და ხასიათით. იშვიათად გვხვდება ქართულ ოჯახებში.

ლეგენდები წარმოშობის შესახებ

სიამის კატა უხსოვარი დროიდან იყო სიამის სამეფოში (ტაილანდი). სუფთა ჯიშის კატას კუდი წატეხილი აქვს, ამაც განაპირობა რამდენიმე ლეგენდის წარმოშობა. ერთ–ერთის თანახმად, ტაილანდში მყოფი კატები ძვირფას ვაზბს და ჭურჭლებს დარაჯობდნენ. ისინი ჭურჭლის გარშემო წვებოდნენ და კუდს ვაზის ყელში ყოფდნენ, ამიტომ კუდმა ასეთი ფორმა მიიღო. მეორე ლეგენდის მიხედვით, როცა სიამის პრინცები საბანაოდ მიდიოდნენ, თავიანთ ძვირფას ბეჭდებს კატების კუდებზე აცვამდნენ. კატებს კუდების მოგრეხვა უწევდათ, რომ ბეჭდები არ დაეკარგათ. თუმცა, ერთ კატას მაინც დაეკარგა ბეჭედი. ამის შემდეგ მათ კუდებს უნასკვავდნენ. სხვა ლეგენდის მიხედვით, ერთ პრინცესას ყაჩაღები მისდევდნენ. პრინცესა სასახლეში ჩაიკეტა, მისმა ერთგულმა კატამ კი გასაღების ჭუჭრუტანაში კუდი შეყო, რომ ყაჩაღებს ვერ გაეღოთ. ასე დარჩა კუდი მოტეხილი.

სიამის კატა ძველ ეგვიპტეში

კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად კატებმა სიმბოლური და რელიგიური მნიშვნელობა შეიძინეს. ეგვიპტეში კატა მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებლად ითვლებოდა. როცა კატა კვდებოდა, მას ბალზამირებას უკეთებდნენ და დიდი პატივით მარხავდნენ. ეგვიპტეში კატების სასაფლაოებს ჰექტრობით მიწები ეკავა.




შოტლანდიური ფოლდი — კატის ერთ-ერთი ჯიში დომინანტური მუტაციით, რის გამოც მისი ყურის ხრტილები შეიცავენ ნაკეცს, შედეგად ყურები მიმართულია წინ და დაშვებულია ქვემოთკენ. ამის გამო ხშირად ამბობენ, რომ ამ ჯიშს ბუს მსგავსი გარეგნობა აქვს.[1]
თავდაპირველად მათ ყურდაშვებულ კატებს ეძახდნენ, შოტლანდიური ფოლდი კი 1966 წელს ეწოდათ. რეგისტრაციის მიხედვით, გრძელბეწვიანი ფოლდები შეიძლება მოხსენიებული იყვნენ, როგორც ზეგნის ფოლდიგრძელბეწვიანი შოტლანდიური ფოლდიგრძელბეწვიანი ფოლდი და კუპარი.

ისტორია

წარმოშობა

ეს კატები თავიანთ წარმოშობას მუტაციას უნდა უმადლოდნენ, რაც 1961 წელს პერტშირის ერთ-ერთ ფერმაში დაბადებულ თეთრ კნუტ სუზიში გამოვლინდა. მისი კნუტებიდან ორს დედის მსგავსად ნაკეცები ჰქონდათ, რომელთაგან ერთ-ერთი მწყემსმა, სახელად უილიამ როსმა შეიძინა.[3] მან ეს ჯიში 1966 წელს დაარეგისტრირა და გენეტიკოს პეტ ტერნერის დახმარებით გამრავლება დაიწყო. შეჯვარების პროგრამაში პირველი 3 წლის განმავლობაში გაჩნდა 76 კნუტი - 42 დაკეცილი და 34 სწორი ყურებით. შედეგად დაასკვნეს, რომ მუტაცია დომინანტურ გენში ხდებოდა.[4]
სუზის შვილებიდან მხოლოდ სნუკსმა შეძლო კნუტების გაჩენა, მეორეს კი დაბადებიდან მალევე სტერილიზაცია გაუკეთეს. სნუკსის დაბადებიდან სამ თვეში სუზი მანქანამ გაიტანა. დღეს არსებული ნებისმიერი შოტლანდიური ყურებდაშვებული კატის გენეალოგია მისგან იწყება.

პოპულარობა

ამ ჯიშს თავიდან უნდობლად შეხვდნენ, რადგან ყრუები ეგონათ, მაგრამ შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა და თანდათან გაქრა.[3] ჯიშის იშვიათი ფიზიკური მახასიათებლებისა და მათი, როგორც განსაკუთრებით მოსიყვარულე კომპანიონების რეპუტაციის გამო, ფოლდებზე მალე გაიზარდა მოთხოვნა და დღემდე ამ ჯიშის კნუტები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე სხვა კატებისა.



რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?
ყველაზე გავრცელებული შინაური ბინადარი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, არის კატა. თუ ამ ცხოველმა ადამიანის ნდობა მოიპოვა, მისი პირადი "მკურნალი" ხდება. ის წვება პატრონის მტკივნეულ ადგილზე, კრუტუნებს, ათბობს თავისი სხეულით და ტკივილი ნელ-ნელა ქრება. 
სტატისტიკურად, ის ადამიანები, ვისაც სახლში კატა ჰყავს, 5-ჯერ ნაკლებად აკითხავენ ექიმს, ვიდრე ისინი, ვისაც სახლში ეს ცხოველი არ ჰყავს.



გულის მიდამოებში ჩხვლეტა-ტკივილი

არა ერთი ფაქტი ყოფილა, როდესაც კატას ადამიანი გადაურჩენია გულის შეტევისა და ჰიპერტონული კრიზისგან. ამ ცხოველს შეუძლია წინასწარ მიხვდეს და ანიშნოს პატრონს მოსალოდნელი კრიზი. ადამიანის, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა და მის სახლში კატა ცხოვრობს, შეტევის განმეორების რისკი ძალიან დაბალია. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას

კატის მოფერება სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. მოკლებეწვიანი ან უბეწვო კატებს (სფინქსი, სიამის, ობისინიური, ეგვიპტური მაუ და ა.შ.) სხვა ჯიშებთან შედარებით, მეტად ეფექტურად შეუძლიათ პატრონის მკურნალობა ნაწლავური პრობლემების დროს.



სტრესი და დაღლილობა

კატას შეუძლია გაგანთავისუფლოთ დაღლილობის, დაბალი წნევისა და სტრესის დროს, ასევე შეუძლია თქვენი პულსის დარეგულირებაც. საუკეთესო "ფსიქოთერაპევტები" და "ნევროპათოლოგები" არიან გრძელბეწვიანი კატები- ანგორა, სპარსული, ბირმული და ა.შ. 
უფრო მეტად, შავი კატა იღებს ადამიანისგან უარყოფით ენერგიას, ვიდრე სხვა ფერის კატები. წითურ კატებს შეუძლიათ ადამიანი დადებითი ენერგიით დამუხტონ. ნაცრისფერი კატა ადამიანს ამშვიდებს, ხოლო თეთრები ტკივილის დროს საუკეთესო ექიმები არიან.

იმუნური სისტემის ასამაღლებლად

თუ ყოველდღიურად მოუსმენთ კატის კრუტუნს, რომელსაც 4-16 ჰერცია, ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნიტეტზე. მკვლევრები თვლიან, რომ კატის კრუტუნი იგივეა, რაც ულტრაბგერითი მკურნალობა, რომელიც აჩქარებს ჭრილობის შეხორცებასა და ამკვრივებს ძვლებს. სპარსული ჯიშის კატას შეუძლია ადამიანი გაათავისუფლოს ოსტეოხონდროზისგან გამოწვეული ტკივილებისგან.


სიცოცხლის ხანგრძლივობა

მეცნიერები იკვლევენ კავშირს კატის ზემოქმედებას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან მიმართებაში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე კატა ჰყავს სახლში, ცოცხლობს 10,3 წლით მეტს, 

ვიდრე  ის, რომელსაც არ ჰყავს. კვლევისას დადგინდა, რომ კატის მფლობელებს ბევრად კარგად აქვთ მოწყობილი სისხლის მოქმედება, ხოლესტერინის დონე კი, საკმაოდ დაბალი აქვთ.

კატა, როგორც ენერგოინფორმაციის ხელსაწყო

მეცნიერები თვლიან, რომ კატა ენეგოინფორმაციის ცოცხალი ხელსაწყოა. მათი აზრით, თუ კატა ხშირად წვება პატრონის თავზე, ეს ადამიანი შესაძლოა იყოს გიპერტონიკი ან მიდრეკილი თავის ტკივილისკენ. თუ კატა ადამიანის მარცხენა მხარზე წვება, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს გულის პრობლემებზე. თუ კატა წვება პატრონის წელთან მიკრული, ეს მიანიშნებს თირკმლის პრობლემებზე, ხოლო თუ ცხოველი ადამიანის ფეხებზე წევს, შესაძლოა ვიგულისხმოთ დაბალი წნევები ან პატრონის იოლად გაციება.



No comments:

Post a Comment