რას ეძებ?

საინტერესო სხვა

შინაური კატა: ცოტა რამ სახლის წყნარ ბინადრებზე

შინაური კატა, ცოტა რამ ოთხფეხა მეგობრებზე

შინაური კატის წინაპარი დღესაც ბინადრობს ჩრდილოეთ აფრიკაში. კატა პირველად ძველ ეგვიპტეში მოიშინაურეს. იქედან პირველ საუკუნეში შეიყვანეს ევროპაში, საიდანაც მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ცნობილია კატის ოჯახის 16 წმინდასისხლიანი წარმომადგენელი, მათ შორის: სპარსული, ევროპული, ბრიტანული ცისფერი, სიამის, ჰავანური, ნორვეგიული, ბირმული, ეთიოპიური, თურქული, ციმბირული, ანგორული, ბოლო ხანებში გამოჩენილი შოტლანდიური ყურებჩამოშვებული და მექსიკური უბეწვო ჯიშის კატები.

კატა ოჯახის წყნარი, სასურველი ბინადარია. მას უნდა მიუჩნოთ თავისი კუთხე საძინებლად დადგმული, ლეიბჩაფენილი დაბალი კალათით, მშრალი ქვიშით სავსე ჭურჭლით. ის ადვილად ეჩვევა საჭიროების დროს გარეთ გასვლას და უნიტაზზე „მოკალათებასაც“…

კატას ძალიან უყვარს თევზი, ხორცი, რძე, მაგრამ კნუტობიდანვე უნდა მიაჩვიოთ ყველა სახის საკვებს, მათ შორის უმ ხილ-ბოსტნეულს. ამჟამად ზოომაღაზიაში ფისოსთვის შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალი სახის ვიტამინიზებული საკვები.

საკვებისა და წყლისათვის განკუთვნილი ჯამები იდეალურ სისუფთავეს მოითხოვს, რათა კატა არ დაავადდეს ინფექციური ენტერიით, რომელიც ძალიან საშიში (მომაკვდინებელიც) დაავადებაა. კატა ხხშირად უნდა გაასინჯოთ ვეტერინარს და ჩაუტაროთ სათანადო აცრები, ასევე დროდადრო უნდა დავარცხნოთ.

კატები მრავლდებიან 8-10 თვის ასაკიდან. წელიწადში იძლევიან 2 თაობას. აჩენენ 1-დან 6-7-მდე თვალაუხელელ კნუტს.

სიამის კატა

ციმბირული კატა

ტეგები: კატა, კატები, სიამის კატა, ციმბირული კატა, საინტერესო, ისტორია, შინაური კატა, kata, katebi, siamis kata, cimbiruli kata

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *