უკრაინული მარცვლეულის წინააღმდეგ ადგილობრივი ფერმერების პროტესტის შემდეგ, მეზობელი ქვეყნები - პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს კრძალავენ. უკრაინული მედიის ცნობით, ემბარგომ უკრაინის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. მსგავსი ნაბიჯისთვის ბულგარეთიც ემზადება.

 

პოლონეთი პირველი იყო, ვინც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა. ეს 15 აპრილს - კანონისა და სამართლიანობის პარტიის ყრილობაზე მოხდა, სადაც პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკიმ აკრძალვის შესახებ გამოაცხადა და ეს „საკუთარი მოქალაქეების დაცვის ვალდებულებით“ ახსნა.

 


გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ ფერმერებთან ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგი მიიღო. მათ არაერთხელ გააპროტესტეს უკრაინული მარცვლეულის იმპორტი და იმპორტიორები შიდა ბაზარზე ფასების დაცემაში დაადანაშაულეს.

კრიზისის მოსაგვარებლად პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და უკრაინა 7 აპრილს პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტი დროებით შეჩერებას დათანხმდა.


პოლონეთმა ივნისის ბოლომდე უკრაინიდან იმპორტის მკვეთრად შეეზღუდა გადაწყვიტა. აკრძალვა ეხება არა მხოლოდ მარცვლეულს, არამედ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს: შაქარს, მშრალ საკვებს, თესლებს, სვიას, სელს, კანაფს, ხილს, ბოსტნეულს, გადამუშავებულ ხილსა და ბოსტნეულს, ღვინოს, საქონლისა და ხბოს ხორცს, რძეს, ცხვრისა და თხის ხორცს, კვერცხს, ფრინველის ხორცს, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტს, მეფუტკრეობის პროდუქტებსა და სხვა.