ტროპიკული ტყეები

Posted: ნოემბერი 26, 2015 in Uncategorized

rain-forest1a

ტროპიკული ტყეები გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში.მცენარებით სავსე მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა და ტემპერატურის თანაბარზომიერი განაწილების პირობებში. მიუხედავად ამისა, რომ ტროპიკული  ტყეების მწვანე საფარი დედამიწის მხოლოდ 20% შეადგენს,ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნახევარზე მეტი აქ ბინადრობს.ტროპიკულ ტყეებს განადგურება ემუქრება,რადგან ადამიანები ტყეებს მიწათმოქმედებისთვის, მაღაროებისთვის და ტყის მასალის მოსაპოვებლად ჭრიან. მათ შორის არის ამაზონის ტროპიკული ტყე,ის არი ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს ამაზონის აუზს.ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სადაც 60%-ია წარმოდგენილი.ხოლო დანარჩენი  ნაწილი წარმოდგენილია ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.ამაზონის ტყე წარმოადგენს პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს და შეიცავს უმდიდრეს სახეობებს. 2008 წელს, ის ერთ-ერთ კანდიდატურას წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების ნუსხაში.

amazon-river-gohotoyahoo1

კომენტარები

დატოვე კომენტარი