ძალიან Საინტერესო ფაქტები კატების შესახებ (ნაწილი 1ლი)

0
? კატის ტვინი უფრო მეტად ჰგავს ადამიანისას, ვიდრე ძაღლის. კატის ტვინს ისეთივე სტრუქტურა და ზედაპირის ნაკეცები აქვს, როგორიც ჩვენსას. ასევე, მისი ტვინის გარკვეული ნაწილიც ჩვენი ტვინივით მუშაობს. ?კატებს შეუძლიათ 100 სხვადასხვანაირი ბგერის გამოცემა. რომ შევადაროთ, ძაღლებს მხოლოდ 10 ბგერის გამოცემა შეუძლიათ. რთულია ადამიანის პოვნა, ვისაც არასდროს მოუსმენია კატის სხვადასხვაგვარი კრუტუნი და კნავილი. ?მათ შეუძლიათ, პატრონის ხმა იცნონ. კატებს შეუძლიათ, პატრონის ხმა უცნობების ხმისგან გაარჩიონ. თუმცა, თავიანთი 9 000 წლიანი ევოლუციის განმავლობაში, ყოველთვის ამჯობინებდნენ, თავისუფლები ყოფილიყვნენ და არ დამორჩილებოდნენ პატრონს, როგორც ძაღლები. ?როგორც წესი, კატები 1-დან 9 კნუტამდე აჩენენ. 1970 წელს, ბარმის-სიამის კატამ ოქსფორდშირიდან (ინგლისი) 19 კნუტი გააჩინა, რომელთაგან 15 გადარჩა ცოცხალი. კატა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა! ❤კრუტუნი ერთ-ერთია იმ ძირითად "საქმიანობათაგან", რასაც კატა აკეთებს. თუმცა, მეცნიერებმა კიდევ არ იციან ზუსტად, როგორ კრუტუნებს კატა. ვეტერინარების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ბგერების ვიბრირების გამო ხდება. ხორხის კუნთები იხსნება და ჰაერის მიწოდებას ბლოკავს 25-ჯერ წამში. ?სუპერ სისწრაფე სუპერ სმენის უნარის გარდა, კატებს სუპერ სისწრაფეც აქვთ. მათ შეუძლიათ ერთ საათში 50კმ გაირბინონ. ყველაზე სწრაფმა ადამიანმა მსოფლიოში, უსეინ ბოლტმა, საათში 45 კმ გაირბინა. ?მათ უკეთესი სმენა აქვთ, ვიდრე ადამიანებსა და ძაღლებს. ადამიანებს 20Hz-დან 24 kHz-მდე ბგერების გაგება შეუძლიათ, ძაღლებს - 40Hz, ხოლო კატებს - 64kHz. ? პირველ და ერთადერთ კატას, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, ფელიჩიტა (ან "ასტროკატა") ერქვა და საფრანგეთიდან იყო. ეს 1963 წელს მოხდა. ფელიჩიტას ტვინში ელექტროდები ჰქონდა იმპლანტირებული და ყველა სიგნალს დედამიწაზე გადმოსცემდა. საბედნიეროდ, მოგზაურობა მშვიდობიანად დამთავრდა და "ასტროკატა" უსაფრთხოდ დაბრუნდა შინ. ?მართალია, ბევრი კულტურა შავ კატას უიღბლობის სიმბოლოდ მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ისინი უფრო მოსიყვარულეები არიან. მიდლენდსში (ცენტრალური საგრაფო ინგლისში) შავი კატა იდეალურ საქორწინო საჩუქრად მიიჩნევა. საფრანგეთში სჯერათ, რომ ის კარგი იღბლის ნიშანია. იაპონიასა და სხვა აზიურ ქვეყნებში კი ფიქრობენ, რომ შავი კატის ყოლა პატრნოს აძლევს შესაძლებლობას, თავად წარმართოს საკუთარი ბედი და იღბალი. ? მათ შეუძლიათ, პატრონის ხმა იცნონ. კატებს შეუძლიათ, პატრონის ხმა უცნობების ხმისგან გაარჩიონ. თუმცა, თავიანთი 9 000 წლიანი ევოლუციის განმავლობაში, ყოველთვის ამჯობინებდნენ, თავისუფლები ყოფილიყვნენ და არ დამორჩილებოდნენ პატრონს, როგორც ძაღლები. ?. ამჟამად მსოფლიოში რეგისტრირებულია კატების 44 ჯიში. 3 ყველაზე პოპულარული ჯიშია: სპარსული, მეინ ქუნი და სიამის. ეძღვნება @Ჰელენ ცნობილაძეს ? Intermedia.ge ©
0