LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ცხოვრობენ 2 კუდიანი, 4 ყურიანი და ფრთიანი კატები

1155
harakter-siamskih-koshek-3

კატისებრთა ოჯახის ეს შინაური ცხოველი ადამიანთან უკვე 10 ათას წელზე მეტია მეგობრობს. მისტიციზმით და უცნაურობებით გამორჩეული კატები უფრო განსაკუთრებულები ხდებიან თუ მათ პატრონის გაოცება სხვადასხვა უცნაურობებით შეუძლიათ. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება.

ასეთი „არაჩვეულებრივი“ რამდენიმე კატა გინესის წიგნშიც მოხვდა.

ჩამოგითვლით 6 კატას, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან თავიანთი ფიზიკური და ბუნებრიბი მონაცემებით.

პირველი არის 2 კუდიანი კატა, რომელიც კანადის ერთ-ერთ შტატში ადგილობრივებმა ნახეს და მობილური ტელეფონით ფოტო გადაუღეს. როგორც ფოტოზე ჩანს, მას უდაოდ ორი კუდი აქვს. იაპონიურ ძველ მითოლოგიაში არის ცნობები მსგავსი არსების შესახებ და მას „ნეკომატას“ უწოდებენ.

 

მეორე არის 4 ყურიანი კატა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ ქალაქში ღამის ბარში იპოვეს. რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი მისი სახლში წაყვანის, თუმცა ერთმა ქალბატონმა განსაკუთრებული კატა არავის არ დაუთმო.

 

მესამეა კატები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის თვალები აქვთ. ეს ის ფისოებია, რომლებსაც ორი სხვადასხვა გენი აქვთ და უმრავლეს შემთხვევაში ის თვალების  სხვადასხვა ფერის თვალებით გამოვლინდება.

 

ჩამონათვალში მეოთხე არის ციკლოპი კატები, რომლებიც ანომალიურად ერთი თვალით დაიბადნენ. ასეთი შემთხვევები რამდენიმე დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა მეცნიერების მტკიცებით ისინი მხოლოდ რამდენიმე საათი ცოცხლობენ და სიცოცხლე არ არის არც ერთ შემთხვევაში ხანგრძლივი.

 

მეხუთეა ყველაზე პატარა კატა, რომელიც არ იზრდება.  იწონის ერთ კილოგრამამდე და გინესის წიგნშიც სწორედ მისი ზომების და წონის სიმცირის გამო მოხვდა.

 

ყველაზე უცნაურ კატებს შორის განსაკუთრებულია ფრთიანი კატა, რომელიც 2008 წელს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ცხოვრობს. ფისო ჩვეულებრივი ფორმით და ფიზიკური მონაცემებით დაიბადა, თუმცა პატრონმა მალევე შეამჩნია, რომ დროთა განმავლობაში მას ზურგის ნაწილში ორი ფრთა წამოეზარდა. მართალია მას ფრენა არ შეუძლია, მაგრამ მისი უცნაური ანომალიური წამონაზარდი ბევრის ყურადღებას იწვევს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ის გამორჩეული ცხოველია და მისი გამოჩენა მხოლოდ კარგს მოასწავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები