"Украинской правды" უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 14 სექტემბერს, ღამით, უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის საზღვაო ძალების სამხედრო კონტრდაზვერვამ ჩაატარა "უნიკალური სპეცოპერაცია" ევპატორიის მახლობლად.

წყარო ამბობს, რომ განადგურდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა "ტრიუმფი", რომლის ღირებულებაც 1,2 მილიარდი აშშ დოლარია.

უწყების წარმომადგენელი მედიას ეუბნება, რომ ეფექტურად იმუშავეს დრონებმა და "ნეპტუნის" რაკეტებმა. მისივე თქმით, რუსებს ანექსირებულ ყირიმში სიურპრიზები ელით.

ცნობისთვის, რუსულმა Telegram არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია და ვიდეო, სადაც ასახულია კვამლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიის რეგიონში აფეთქების შედეგად. "Крымский ветер" წერს, რომ ძლიერი აფეთქებების ხმა ადგილობრივებმა 5:40 საათზე გაიგონეს. არხს ადგილობრივები ეუბნებიან, რომ აფეთქება სადღაც ევპატორიის დასავლეთით მოხდა. "ტელეგრამ" არხი "ЧП Севастополь" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 დიდი აფეთქება მოხდა. იგივე შემთხვევაზე წერს თუ არა არხი, უცნობია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიის რეგიონში რამდენიმე სამხედრო ნაწილია განთავსებული. იხილეთ: