პოლიტიკა

უკრაინული რუბიკონი

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.10, 2022 წელი

უკრაინული რუბიკონი
დაკოპირებულია

ანუ ჩვენ უკან დასავლეთია?!

მაშინ, როდესაც უკრაინამ „ნატოში“ გაწევრიანება დაჩქარებული წესით მოითხოვა, The New York Tames-მა (სხვათა შორის, აშშ-ის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერმა გამოცემამ) თავის მკითხველსა და დანარჩენებსაც გვამცნო, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, დარია დუგინის მკვლელობის უკან უკრაინა დგას (აქვე შეგახსენებთ, რომ დარია დუგინა ამა წლის 20 აგვისტოს მოსკოვში ააფეთქეს) და, ზედაც, დასძინეს, რომ ამერიკულმა დაზვერვამ ამის შესახებ არაფერი იცოდა; მეტიც, ამერიკელები უკმყოფილოებიც არიან, რომ უკრაინის შესაბამისი უწყება მათ ყველა თავის გეგმას არ უზიარებს, რამაც შესაძლოა, მხრეების კოორდინაციის პრობლემები შეუქმნასო (მაგრამ ეს არ შეაფერხებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასო). თუმცა იქვე ისიცაა დაზუსტებული, არ არის გამორიცხული, უკრაინის პრეზიდენტსა და ზოგიერთ სხვა მღალჩინოსანსაც არაფერი სცოდნოდათ იმ აფეთქების შესახებო.

ბუნებრივია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ რამენაირ მონაწილეობას დარია დუგინას მკვლელობაში, აქაც გვყოფნის სამიზნეებიო, აცხადებს პოდოლიაკი (აი, ხშირ-ხშირად რომ მოგვიწოდებს ხან ამისკენ, ხან – იმისკენ). მაგრამ, ამის მიუხედავადაც, მეტად გასაკვირია, აშშ-ის ხელისუფლების მხარდამჭერი გამოცემა რომ ამგვარ მასალას ბეჭდავს, ვინაიდან, გინდა, ისე თქვა და გინდა, ასე შეფუთო – აფეთქებაში უკრაინის დადანაშაულება, თუმცა რუსეთს არ ათეთრებს, ოფიციალურ კიევსაც, მაინცდამაინც, სახარბიელოდ ვერ წარმოაჩენს. თანაც, მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებაზე თითქმის ოფიციალურად თქვა უარი, ხოლო დასავლეთი, ერთი მხრივ, განაგრძობს უკრაინის შეიარაღებას, მეორე მხრივ კი, რფ-ის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტიც დაამტკიცა. და სწორედ, აი, ამ მეორე მხრეზე გავამახვილებ ახლა თქვენს ყურადღებას: სანქციები რუსეთს ერთ-ორ წელიწადში დაასუსტებს შეუქცევადად, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებები უნდა აწარმოონ, რომ კრემლს სულის მოთქმის საშუალება არ ჰქონდეს.

შესაბამისად, პირადად მე მიჩნდება ეჭვი – იქნებ დარია დუგინას აფეთქების ამბავი ამერიკულ გამოცემას იმიტომაც გაახსენდა, შეახსენონ უკრაინის ხელისუფლებას, რომ გეოპოლიტიკური სისხლიანი თამაშის შეწყვეტა მათზე არ არის დამოკიდებული და თუ გადაუხვევენ გეზს – ბრძოლას ბოლო უკრაინელამდე – სხვა ინფოებიც გამომზეურდება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი