უკრაინული "გაი" გამჭვირვალობით ქართულ პოლიციას ბაძავს

უკრაინული "გაი" გამჭვირვალობით ქართულ პოლიციას ბაძავს

შსს-ს შუშის გამჭვირვალე შენობამ და ავტომობილების რეგისტრაციის გამარტივებულმა წესმა, უკრაინული "გაის" მაღალჩინოსნები დააინტერესა. ცოტა ხნის წინ, კიევში ავტომობილთა სარეგისტრაციო ცენტრი ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ სწორედ ქართული მომსახურების სააგენტოს მიხედვით დააპროექტა და მის გახსნას გაზაფხულისთვის გეგმავს. ქართული გამოცდილების უკრაინაში დანერგვა გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდას" სტატიის თემად იქცა, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის "გაის" უფროსებს გამჭვირვალე სარეგისტრაციო ცენტრის გახსნის იდეა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაუჩნდათ.

"საქმე ისაა, რომ ქართული პოლიციის რეფორმა მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად არის აღიარებული. მისი სიმბოლო კი გამჭვირვალე შენობებია. გამჭვირვალეა როგორც პოლიციის თითოეული განყოფილება, ასევე თავად შს სამინისტრო", - ნათქვამია სტატიაში. ტექსტში მოყვანილია კიევის "გაის" სამმართველოს უფროსის, ანატოლი კურინოის სიტყვებიც, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინული მხარე ავტომობილის რეგისტრაციისა და კლიენტის მომსახურების ბევრი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნო, მათ შორის ყველაზე ეფეტურად კი საქართველოში განხორციელებული რეფორმა მიიჩნია.

"კიევში ავტომობილების რეგისტრაცია ქართული ანალოგის მიხედვით მოხდება. ახალ სერვისცენტრში ნახევარ საათში შესაძლებელი იქნება მანქანის აღრიცხვაზე აყვანა, მართვის უფლების ასაღებად გამოცდის ჩაბარება, სანომრე ნიშნების მიღება, ტექპასპორტის დამზადება და ავტომობილის განბაჟება. უკრაინაში ამ მომსახურების მისაღებად რამდენიმე დღეც არ გეყოფათ", - ამბობს კურინოი.

უკრაინელები თანამედროვე სარეგისტრაციო ცენტრის მთავარ უპირატესობად მის გამჭვირვალე ფასადს მიიჩნევენ, რადგან ასე თანამშრომლები ყოველთვის ხალხის თვალწინ არიან.

"შუშის შენობები საქართველოში პოლიციის გამჭვირვალობის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. კიევში ეს მხოლოდ ექსპერიმენტია. თუმცა, თუ ხალხი დადებითად შეაფასებს, მათ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ავაშენებთ. კიევის შემდეგ რიგში ლუგანსკი და კიევგრადია", - განუცხადა გამოცემას "გაის" მაღალჩინოსანმა.

მომზადებულია kp.ua-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ