მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოვარდა

უკრაინული დრონი

მოსკოვის ოლქში, სოფელ გუბასტოვოში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ამის შესახებ „უნიანი“ ტელეგრამ-არხზე იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, დრონი „გაზპრომის“ გაზის სატუმბი სადგურის სიახლოვეს ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საუბარია უკრაინული წარმოების მოიერიშე დრონზე UJ-22 Airborne. რომელსაც კომპანია „უკრჯეტი“ აწარმოებს.

წინასწარი ინფორმაციით, დრონის ჩამოვარდნის მიზეზი ის გახდა, რომ მას საწვავი დაუმთავრდა.

UJ-22 Airborne-ის ფრენის მაქსიმალური მანძილია 800 კმ. მისი სიჩქარე 130-140 კმ/სთ-ს  შეადგენს. ფრენის მინიმალური სიმაღლე 50 მ. დრონს 15-20 კგ-ს გადატანა შეუძლია. 

საჰაერო განგაში დღეს დილით სანკტ-პეტერბურგშიც გამოცხადდა. იქაც დაუდგენელი მფრინავი ობიექტები აღმოაჩინეს. ამის გამო პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.

მოგვიანებით რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კრასნოდარის მხარეში და ადიღეში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებზე შეტევებს ცდილობდნენ.