ღამით რუსეთი უკრაინას 17 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11-ის ჩამოგდება მოახერხეს - უკრაინული მედია

უკრაინული მედია

ღამით რუსეთი უკრაინას 17 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11-ის ჩამოგდება მოახერხეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო შეტევისას დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაღალსართულიანი შენობა და საგანმანათლებლო დაწესებულება.

ბოლოს 24 საათის განმავლობაში რუსებმა 17 თავდასხმა განახორციელეს სუმის რეგიონის სასაზღვრო რაიონზე, სადაც 154 აფეთქება დაფიქსირდა.