სოლედარში უკრაინული დროშა ფრიალებს (ვიდეო)

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო და კრემლის მზარეული პრიგოჟინი 2 დღის განმავლობაში ამაყად ავრცელებენ ინფორმაციას სოლედარის სავარაუდო სრული აღების შესახებ და ამასობაში ქალაქში ისევ  უკრაინის დროშა ფრიალებს.

სოლედარში უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ქალაქს “ვაგნერის” დაჯგუფება აკონტროლებს.

პეტრ ვოლოშჩენკონის თქმით, ვაგნერის ჯგუფის ნაწილები ქალაქში არიან, თუმცა ადგილები, სადაც ისინი იმყოფებიან უკრაინული ძალების მხრიდან მუდმივი საჰაერო მეთვალყურეობის ქვეშაა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

“ჩვენი მებრძოლები წარმატებით იკავებენ პოზიციებს, აკონტროლებენ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით წარმატებით ვახერხებთ მტრის მოგერიებას. ტყუილია, თითქოს სოლედარს ვაგნერის დაჯგუფება აკონტროლებს, მათი ნაწილი არის ქალაქში, თუმცა ის ადგილები, სადაც მტერი იმყოფება ჩვენი მხრიდან მუდმივი საჰაერო მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ და ზუსტ დარტყმებს ვახორციელებთ მტრის წინააღმდეგ , ამ რეჟიმში ისინი წინსვლას ვერ შეძლებენ, ასე რომ ქალაზე ჩვენი უპირატესობა აშკარაა”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა კელი დეგნანს მიმართავს
შემდეგი სტატიათბილისში, ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე ადგილზე დაიღუპა