შოტლანდიური ფოლდი
ამ ჯიშის გამორჩეული თვისებები - ყურების სპეციფიკური სტრუქტურა და ორ თათზე დგომის უნარი, რომელიც გენეტიკურად მოსდევს. ამასთანავე, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ჯიში, რადგან მარტივად სწავლობს ილეთებს და უყვარს კრეატიული თამაშები.
ბირმული კატა
ბირმულ კატას ძალიან მოსწონს "საუბარი", თუმცა, არა ისე, როგორც სიამის ჯიშს. ის ყოველთვის ითხოვს ყურადღებას, მოფერებას და
კორნიშ რექსი
დიდი ყურებისა და მოკლე ბეწვის მქონე კორიშ რექსი საოცრად ცნობისმოყვარეა. მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რას აკეთებს ოჯახის ყველა წევრი. თუ მას თვალთვალის ნებას არ მისცემთ, გაბრაზდება და მელანქოლიისგან ბევრ საკვებს მიირთმევს, რის გამოც ხშირად ჭარბი წონით იტანჯება.
სიასამურის კატა
აქტიური და მოსიყვარულე ჯიშია. ვერ იტანს, როცა არ ამჩნევენ, ითხოვს ყურადღებასა და ფიზიკურ კონტაქტს (თამაშს). სიასამურის კატას ოჯახის ყველა წევრთან კარგი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ირჩევს ერთადერთ მისთვის საყვარელ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩვევა. მაღალი ხმის დიაპაზონის დახმარებით, შეუძლია, გამოხატოს ემოცია. სიამის კატა ზრდასრულ ასაკშიც აქტიური და თამაშისმოყვარული რჩება.
თურქული ვანი
ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კატის სახეობაა. მას ძალიან მოსწონს ახალი სათამაშოები, თუმცა, მალე ბეზრდება. თუქრული ვანის ბეწვი სწრაფად შრება, ამიტომ მას წყლის არ ეშინია.
თურქული ვანი ყოველთვის ერთ პატრონს ირჩევს და მისგან მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს. ემოციებსა და მოთხოვნებს გამოხატავს მიმიკისა და მელოდიური ხმის დახმარებით.
ბენგალური კატა
ცელქი და ეშმაკი ბენგალური კატა დიდი პოპულაუობით სარგებლობს საოცარი ბეწვის შეფერილობის გამო, რომელიც ჯიქს მოგაგონებთ. ის ძალიან ჭკვიანი, თუმცა, ჯიუტი ცხოველია. უყვარს თამაში ყველაფერთან, რაც სახლშია, მათ შორის ელექტროობასთან. ცნობილია, რომ ბენგალური კატა იმახსოვრებს, თუ საიდან და როგორ რთავს პატრონი განათებას და შესაძლოა, ყველაზე არასასიამოვნო დროს გაანათოს ან გამორთოს სინათლე.
სინგაპურული კატა
სინგაპურული კატა ერთ-ერთი ყველაზე პატარა ტანის მქონე კატის წარმომადგენელია, რაც კი ადამიანს ამ სახეობიდან მოუშინაურებია. ის გამოირჩევა ცნობისმოყვარე და მოძრავი ხასიათით.
სინგაპურული კატა თქვენზე უკეთ შეისწავლის სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს, ნივთების მდებარეობას, ხოლო შემდეგ მოულოდნელად დაგახტებათ მხარზე, რათა თქვენს მიმართ თავისი სიყვარული გამოხატოს.
აბისინიური კატა
საოცარი ჯიში ეთიოპიიდან, რომელსაც უსასრულო ენერგია აქვს. მას მარტივად ასწავლით სათამაშო ნივთების მოტანას. ის საოცრად ცნობისმიყვარეა და კარგად ათვითცნობიერებს ქცევის წესებს სახლში.
შენიშვნა: აბისინიური ჯიშის კატას ყოველთვის დააჭერით ბრჭყალები, რადგან ძალიან მოსწონს ხის კარისა და ავეჯის ფხაჭვნა.
ანიმაციურ სერიალი "სიმპსონები". ნაწვეტი დიალოგიდან:
კლენსი ვიგამი: მე ჭკვიანი ვარ ისევე, როგორც კატა, ასეა ლუ?
ლუ: რომელი ჯიშის? უბრალოდ მე ვნახე აბისინიური, რომელსაც ტელევიზორზე არხების გადართვა შეეძლო.
ასევე იხილეთ:
10 რამ, რაც კატას პატრონისგან არ მოსწონს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატებს ესმით ფიზიკა
19 ყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიში