საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > მსოფლიო მონარქიზმის ისტორიიდან

ეკატერინე მეორე - საქართველოს რუსეთში დამაბინავებელი
ზურაბ ქართველაძე

ერთ–ერთ მორიგ სატელევიზიო შოუში, რუსეთის ენაწყლიანმა პატრიარქმა თავისი გამოსვლა საგანგებოდ მიუძღვნა ეკატერინე მეორის მოღვაწეობას და შემდეგი ხასიათის აღმსარებლური შეგონებები გაახმოვანა:

„ალიასკა და კალიფორნია – ეს არის ეკატერინე“;  „ის იყო ყველაზე რუსი დედოფალი, თუმცა გენეტიკურად რუსეთის ერთადერთ მმართველს არ ჰქონდა არცერთი წვეთი რუსული სისხლი. 30 ფავორიტი ჰყავდა ეკატერინეს და ჩვენდა სასიქადულოდ, არცერთი ფავორიტი არ იყო უცხოელი – სულ ყველანი რუსები იყვნენ“;  „მისი ჩანაფიქრი იყო ბერძნული პროექტი – გეოპოლიტიკური პროექტი, რუსეთი, რომელიც თავის გარშემო აერთიანებს მართლმადიდებლურ სამყაროს. ეს არის საბერძნეთის განთავისუფლება, ეს არის დაკიის სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც შედიან მოლდავეთი, ვალახია, ბესარაბია – ეს არის ახალი მართლმადიდებლური სამყარო ბალკანეთში, რომელიც შედის კონფედერაციულ კავშირში რუსეთთან“. ამ შეფასებებში, როგორც სარკეში, აისახება რუსეთის პირველიერარქის ზნეობრივი სახე: რას დიდგულობს და ბაქიბუქობს ეს შეერთებული შტატებია თუ ვიღაცაა – მთლად რუსეთია, თუა მისი შემქმნელი; რომელი საბერძნეთი, მოსკოვია ჭეშმარიტი მესამე რომი – სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს რომ აერთიანებს თავის გარშემო; და, რაც მთავარია, რომელ ქრისტიანულ ზნეობაზე გველაპარაკებით, თუ ღმერთი გწამთ, თუკი ეროვნული ინტერესები ძევს საპირწონეზე!

 იმისათვის, რომ ვიხილოთ, თუ რომელ დედოფალზე ოცნებობს რუსი პატრიარქი, მოვიხმობთ ფრაგმენტებს კირილივით რუსი ავტორის, მარია ევგენიევას, მიერ 1990 წელს მოსკოვში გამოცემული წიგნიდან „ეკატერინეს საყვარლები“:

 „ეკატერინეს მისაღები ოთახი თეჯირით იყო გადატიხრული, რომლის უკან აუცილებლად იჯდა ერთ–ერთი ფავორიტი, როდესაც წინ სტუმრებს იღებდა. იქვე, ფავორიტის გვერდით, თეჯირს უკან ედგა ქოთანი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეკატერინეს იქამდე ეკიდა ფეხზე მიმსვლელ–მომსვლელნი, რომ შეეძლო ერთდროულად წინ მინისტრებთან და კარისკაცებთან ელაპარაკნა და იმავე დროს ქოთანზეც მჯდარიყო.“ (გვ.13)

 „ავხორცი და გარყვნილი ეკატერინე ყოველდღიურად იცვლიდა საყვარლებს და ზოგჯერ რამდენიმე ჰყავდა ერთდროულად.“ (გვ.20) „ზოგჯერ ეკატერინე წაიცელქებდა ხოლმე პოსტზე მდგომ მხარბეჭიან გვარდიელ ჯარისკაცებთან, სამეფო კარზე მომსახურე რიგით ლაქიებთან; მის მიერ მოწონებული მამაკაცის წოდება, განათლება და აღზრდა მისთვის არაფერს ნიშნავდა. თუმცა ასეთი ავანტიურები ერთ ღამეზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა, ზოგჯერ მხოლოდ ერთ საათს.“ (გვ.34)

 „მამაკაცების გარდა, ეკატერინე გულგრილი არ იყო გოგოების მიმართაც. იგი მასობრივად რყვნიდა გლეხის ქალებს, რომლებთანაც მართავდა ლესბიურ თამაშობებს; შეყვარებული იყო პოტიომკინის მიერ ნაჩუქარ, მოლდავეთიდან ჩამოყვანილ ბოშა გოგონაზე.“(გვ.39)

 „ეკატერინეს ფავორიტები ჩაკეტილი ჰყავდა, როგორც ჰარემში; მოითხოვდა მათგან, რომ ისინი გაუსვლელად მსხდარიყვნენ თეჯირს მიღმა და ყოველწუთიერად მზად ყოფილიყვნენ დედოფლის (და ამ გზით) სამშობლოს სამსახურისთვის.“ (გვ.40)

 უსასრულოდ შეიძლებოდა კიდევ ამ ურცხვი დედაკაცის საგმირო საქმეთა გაგრძელება, მაგრამ, ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმის გასარკვევად, თუ რა სახის ავხორცი დედაკაცის მიერ იყო ჩვენი გვემული და მრავალტანჯული სამშობლო მიერთებული რუსეთთან, სადაც ვინ იცის, რამდენი ქართველი დესპანის საუბარს თეჯირს აქეთ, თეჯირს იქიდან ახშობდა ქოთანზე მჯდომი დედაკაცის ბუნებრივი ფიზიოლოგიური ხმიანობა.

 ვაი, ჩვენო ქართლის ბედო და ერეკლეს არჩევანო!

 თუმცა განა მარტო ჩვენი? ეკატერინეს საგარეო პოლიტიკაც ფავორიტების სიმპათიების მიხედვით იცვლებოდა: ერთი ფავორიტი რომ საფრანგეთისკენ იხრებოდა – ფრანგებს უჭერდა მხარს, მეორე რომ პრუსიას სცემდა პატივს – ახლა პრუსიისკენ გადაიხრებოდა; სურდა ერთ ფავორიტს მარილსახდელი ქარხნები ყირიმში – ყირიმს ეპატრონებოდა, მეორეს პოლონეთზე ეჭირა თვალი – პოლონეთს ყოფდა შუაზე... სწორედ ამ უკანასკნელთა ცოდვამ უწია: პოლონეთის გაყოფის შემდეგ ჩამოუტანეს პოლონეთის მეფეების გვირგვინი. ამ გაყოფის მოსურნე თავისი ფავორიტისთვის რომ ესიამოვნებინა, მან გვირგვინი შუაში გაახვრეტინა და თავისთვის ტუალეტის ქოთნად დაადგმევინა.

 სწორედ ამ ქოთანზე, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს, აღმოხდა კიდეც სული!

მამული, ენა, სარწმუნოება

3 მაისი - ხსენება წმიდა თეოდორე ტრიხინისა
ღირსი თეოდორე ტრიხინი მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს.
წმიდა ანასტასი I და ანასტასი II, ანტიოქიის პატრიარქნი
წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.
gaq