საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 08/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.014836
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
605
05/07/2010
სსმ, 82, 08/07/2010
140130000.22.034.014836
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/07/2010 - 31/12/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.836

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება 605

2010 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

„შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ი. მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

 

პლანშეტი 1

 

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა

ემბლემა – წარმოადგენს მრგვალ (ბიზანტიურ) ფარს, რომლის  ვერცხლის (თეთრი) ფერის ველზე გამოსახულია ჯვარი და ოთხივე მხარეს ჩასმული ოთხქიმიანი გაბრწყინებული ვარსკვლავი იმეორებს სახელმწიფო დროშის კომპოზიციას; კომპოზიციის შუაში წარმოდგენილია (დატანებულია) შსს ემბლემა. წითელი ფერის ველზე წრიულად გამოსახულია ოქროსფერი წარწერა: „კონტრდაზვერვის დეპარტამენტი“ და „შსს“; რომლებიც გამოიყოფიან ერთმანეთისაგან ორი ოქროს ჰერალდიკური ჯვრით.

პლანშეტი 2

 

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა) სამკლავური ემბლემა

სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა „საქართველო“; ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.

პლანშეტი 3

 

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა) სააღლუმე ფორმა

პოლიციელთა ფორმა – მუქი ლურჯი ლამპასიანი შარვალი;  შავი ფერის პიჯაკი (ფრენჩი) აქსელბანდით; თეთრი ფერის პერანგი; შავი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამკერდე ემბლემა.

სამხედრო მოსამსახურეთა ფორმა – მუქი ლურჯი ლამპასიანი შარვალი; შავი ფერის პიჯაკი (ფრენჩი) აქსელბანდით; თეთრი ფერის პერანგი; შავი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამკერდე ემბლემა.

სამოქალაქო პირთა ფორმა – შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ორბორტიანი პიჯაკი; თეთრი ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამკერდე ემბლემა.

 

 

                 

პლანშეტი 4

 

წოდების განმასხვავებელი ნიშნები სამხრეების სახით დეპარტამენტის  სამხედრო მოსამსახურეთათვის.

 

 

                      

პლანშეტი 5

 

წოდების განმასხვავებელი ნიშნები სამხრეების სახით დეპარტამენტის პოლიციელთათვის.

 

 

 

პლანშეტი 6

 

1. წინაფრიანი ქუდის ემბლემა (კოკარდა) – შავ ფონზე ოქროსფერ (ყვითელ) მხატვრულ ორნამენტში გამოსახულია სტილიზებული ჰერალდიკური ფარი; ფარი ჯვრის ფორმით დაყოფილია ოთხად და რომბისებურად გამოსახულია ლურჯი და მეწამული (მუქი წითელი) ფერების კომპოზიცია.

2. წინაფრიანი ქუდის კეპი – შავ ფონზე გამოსახულია ოქროსფერი (ყვითელი) მხატვრული ორნამენტი.

3. სამკერდე ემბლემა  (ღილკილო) – ოქროსფერი (ყვითელი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი, რომლის ოთხივე მხარეს ჩასმულია მცირე ზომის ოქროსფერი (ყვითელი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი. ემბლემას გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.