ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 08 სექტემბერი 2022, 19:01

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. 

როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, ბავშვი 2 დღის წინ კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება 1-ელ სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, ასევე მამაკაცი, რომელიც გვერდით სახლში ცხოვრობდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი