პაატა მანჯგალაძე - სალომე ზურაბიშვილს ვეუბნები, რომ ეს შეგონებები „ქართულ ოცნებაზე“ არ მოქმედებს - მან უნდა ილაპარაკოს სიმართლე, როგორ ეღობება „ქართული ოცნების“ ქმედებები კანდიდატის სტატუსის მიღებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 08 აპრილი 2023, 12:25
სალომე ზურაბიშვილს ვეუბნები, რომ ეს შეგონებები „ქართულ ოცნებაზე“ არ მოქმედებს - ზურაბიშვილმა უნდა ილაპარაკოს სიმართლე, როგორ ეღობება „ქართული ოცნების“ ქმედებები კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ხალხის პროტესტის გარდა „ქართულ ოცნებაზე“ ზემოქმედების მექანიზმი არ არსებობს“.

„სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ უნდა თქვას, რომ არაფორმალური მმართველობა, სასამართლოს კლანის არსებობა, კორუფცია, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოსთვის პრობლემაა. ასე სისტემურად უნდა ვილაპარაკოთ, რომ ორაზროვნება კი არ იყოს, რომ იქნებ ოპოზიციის ბრალია, რომ სამუშაო ფორმატში არ მოვედით, არამედ უნდა ვთქვათ, რომ ცალსახად ეს ხელისუფლების ბრალია. საზოგადოება ამას რომ გაიგებს, გამოვა ქუჩაში“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არანაირი მოწოდების საფუძველზე არ იმოქმედებს და „კანდიდატის სტატუსს მიზანმიმართულად აგდებს“.

„მეტი გააკეთე“, „არასწორად აკეთებ“, „ქართული ოცნება“ უნიათოა, არ ესმის - ეს ძველი გზავნილებია და არასწორია. „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგად ესმის და არანაირად უნიათო არაა. არანაირი მოწოდების საფუძველზე, ამას არ გააკეთებს. მიზანმიმართულად აგდებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ როგორც იანუკოვიჩს ჰქონდა უკრაინისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის სივრცე ჩაკეტილი (რუსებმა ჩაუკეტეს), ისე „ქართული ოცნება“ არის მტერთან ალიანსში და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკიდან გამომდინარე ცდილობს, ჩააგდოს კანდიდატის სტატუსი ისე, რომ ოპოზიციას და დასავლელ პარტნიორებს დააბრალოს. არჩევნები მოდის 2024 წელს, 85%-ს ევროპა უნდა, ახლა ხელისუფლება ოპოზიციას კი არ უნდა აბრალებდეს, არამედ უნდა ცდილობდეს, ამ 85%-ის გული მოიგოს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხელისუფლებამ კი დაიწყო რუსული პროპაგანდა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ADB-ის წლიურ შეხვედრას, საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია
ამერიკელ კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან
პუტინი, შესაძლოა, შოიგუს უფლებამოსილების შემცირებას და, ფრონტზე წარუმატებლობისთვის, მის დასჯას ცდილობს - ISW
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართა - მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, ჩემი თხოვნაა, მაისის ბოლომდე ქვეყანაში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები
არქივი